ამის შესახებ "გურია ნიუსს“ თბილისის მიკროავტობუსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლიკა ორჯონიკიძემ განუცხადა
"ფულადი ჯარიმების დაკისრების უფლება ჩვენ არ გვაქვს. პირველ ფაქტზე სიტყვიერ გაფრთხილებას ვაძლევთ. ფაქტის განმეორების შემთხვევაში მძღოლი 10 დღის განმავლობაში ხაზიდან მოიხსნება და თუ ფაქტი მესამედაც განმეორდა, მაშინ მძღოლს ხელშეკრულება შეუწყდება“, _ განაცხადა ლიკა ორჯონიკიძემ.
მისივე თქმით, მძღოლების მონიტორინგი სახაზო კონტროლით და მგზავრების საჩივრის საფუძველზე ტარდება.
"ზუსტი რაოდენობის დასახელება გამიჭირდება, მაგრამ ყოფილა ფაქტები, რომ სიგარეტის მოწევის გამო მძღოლის მიმართ სანქციები გატარებულა“, _ განაცხადა ლიკა ორჯონიკიძე.
ცნობისთვის, შპს "თბილისის მიკროავტობუსი“, რომელიც 2011 წელს დაარსდა, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული ოთხი კომპანიის – შპს "თბილ ლაინის“, შპს "კაპიტალ გრუპის“, შპს "ფაბლიქ ქარის“ და შპს "თბილ ქარის“ მართვას ახორციელებს. აღნიშნულმა კომპანიებმა ოცი წლის ვადით თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანის ნებართვა მოიპოვეს.
რაც შეეხება მძღოლებისთვის სანქციების დაკისრებას, ეს რეგულაცია 2013 წლის გაზაფხულზე დადგინდა და მასში ზაფხულის პერიოდში სამარშრუტო ტაქსებში კონდიციონერის ჩართვაც შედის.