"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა, თამარ ნადირიძემ ფრაქცია "ოზურგეთის მომავლისათვის", თავმჯდომარის პოსტი დატოვა.
ნადირიძე "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, პარტია პოლიტიკურად აქტიურ ფაზაში იწყებს მუშაობს და ნადირიძის მხრიდან ქალაქის საკრებულოში თავმჯდომარის პოსტის დატოვებაც აღნიშნულ საკითხს უკავშირდება.
"გურია ნიუსი" თამარ ნადირიძეს დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა აღნიშნული ინფორმაცია.
"ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადავდექი ფრაქციის წევრებთან შეთანხმებით, ამასთანავე მე ვრჩები ფრაქციაში და ვაგრძელებ მუშაობას.
რაც შეეხება პარტიის რეგიონული და რაიონული ორგანიზაციებს, ჩვენ ყოველთვის ადექვატურად ვრეაგირებდით ქვეყანაში და ადგილზე არსებულ ვითარებაზე, დღეს არსებული მდგომარეობა კი თითოეული ჩვენგანისგან მთელი ძალების მობილიზაციას მოითხოვს, რასაც საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ უკეთესად შევძლებ", _აღნიშნავს ნადირიძე " გურია ნიუსთან" საუბარში.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოში, აღნიშნულ პოსტს დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან მგელაძე დაიკავებს, რომელსაც ხვალ საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცებენ.