პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ცესკო-ს წევრობის კანდიდატები დაამტკიცეს.
ზურაბ ხრიკაძის, გიორგი ჯავახიშვილის და გიორგი ჭიქაბერიძის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრად დანიშვნის საკითხი, სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ გამოიტანა.
წარდგენილმა კანდიდატებს დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
_ ძალიან გამიხარდა, მაგარია! წარმატებებს ვუსურვებ სამივეს! ეს ცესკო-ს გაძლიერებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, _ ასე გამოეხმაურა ხრიკაძის, ჯავახიშვილის და ჭიქაბერიძის დამტკიცებას პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე.