განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე ფინანსური დავალიანების გამო, სტუდენტის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს.
"უნივერსიტეტებში ყველა სტუდენტი იხდის სწავლის საფასურს თუ, რა თქმა უნდა, მას არ აქვს სახელმწიფო 100% იანი გრანტი ან არ ფინანსდება სხვადასხვა პროექტიდან ან ფონდიდან.
გამომდინარე იქედან, რომ სტუდენტთა გარკვეული ნაწილისათვის სწავლის საფასურის გადახდა არის პრობლემური, ასოცირება ბანკთან, პროცენტთან და ა.შ. არსებობს გადახდის მოქნილი გრაფიკი, რომელიც მდგომარეობს შემდეგში:
სტუდენტსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შორის დგება შეთანხმება სასწავლო წლის თანხის გადახდის გრაფიკთან დაკავშირებით. პირობითად, თუ სტუდენტის სწავლის წლიური საფასრული შეადგენს 2250 ლარს მას შეუძლია ადმინისტრაციასთან შეთანხმებით შეადგინოს თავისთვის მოქნილი გადახდის გრაფიკი ყოველგვარი საპროცენტო დანამატის და ბანკის გარეშე სასწავლო წლის განმავლობაში. თანხის დაყოფა ხდება 4, 6, 8 და ხშირ შემთხვევაში მაქსიმუმ 10 ნაწილად სასწავლო წლის განმავლობაში. გრაფიკი შედგება ისე, რომ არ დაირღვეს არც სტუდენტის და არც უნივერსიტეტის ინტერესი.
სასწავლო წლის განმავლობაში თანხა იქნეს სრულად გადახდილი. გრაფიკი არის ინდივიდუალური.
პირობითად თუ მოხდა თანხის 10 ეტაპად დაყოფა, ანუ სემესტრში 1125 ლარი. 10 თვის განმავლობაში სექტემბრიდან ივნისის ჩათვლით თვეში 225 ლარის შეტანის შემთხვევაში იხდი წლიურ საფასურს.
მთავარი პრინციპი არის ის, რომ არ დაირღვეს ვალდებულება, რომელსაც აიღებს სტუდენტი უნივერსიტეტის წინაშე, რომ არ შეექმნას რეგისტრაციაზე პრობლემა. მასზე მორგებული გრაფიკის მეშვეობით უნდა იქნეს თანხა დაფარული სემესტრული და წლიური გადასახადი.
უნივერსიტეტების შეღავათი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ზედმეტი საპროცენტო განაკვეთის გარეშე მოხდება სტუდენტზე მორგებული გრაფიკის შედგენა წლის განმავლობაში სასწავლო წლის გადასახადთან დაკავშირებით. რაც არის ეფექტური და მოქნილი", _ აღნიშნავს აბესაძე და დასძენს, რომ მისი პირვანდელი განცხადება არასწორად იქნა აღქმული.
ამავე თემაზე:
"ფინანსური დავალიანების გამო, სტუდენტს სტატუსს აღარ შეუჩერებენ"