ყველაზე პოპულარული ქვეყანა თურქი ტურისტებისათვის, გასულ წელს საქართველო აღმოჩნდა. უცხოეთში გასული თურქეთის მოქალაქეების 15 პროცენტი სწორედ საქართველოს ეწვია. პოპულარობით კი ყველაზე მეტად ბათუმი გამოირჩეოდა.
ამ მონაცემებს თურქეთის სტატიკის ინსტიტუტი აქვეყნებს, რომლის მონაცემებითაც ქვეყნის გარეთ გასულ მოქალაქეთა დიდი ნაწილი საქართველოს, საბერძნეთს (10,9 პროცენტი), ბულგარეთს (8,7 პროცნტი), გერმანიასა (6,4) და აზერბაიჯანს (3,0 პროცენტი ეწვია. დანარჩენები კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებზე მოდის.
აღნიშნული მონაცემების თანახმად, მთლიანობაში უცხოეთში გასული თურქეთის მოქალაქეების რიცხვმა დაახლოებით რვა მილიონი ადამიანი შეადგინა და მათ ხუთი მილიარდ 470 მილიონი დოლარი დახარჯეს.
საშუალოდ კი თითოეული თურქეთის მოქალაქის დახარჯულმა თანხამ მასპინძელ ქვეყანაში 685 დოლარი დახარჯა.
გამოქვეყნებული სტატისტიკიდან გამომდინარე თურქი ტურისტების მიერ საქართველოში გახარჯული თანხა კოლოსალურ შემოსავალს შეადგენს და ეკონომიკისათვის კარგი სტიმულია.