სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2011-2012 და 2013 წლების ფინანსური შემოწმების მასალებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური პროკურატურას გადაუგზავნის..
სახელმიწფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში 2011-2012 წლებში მოწყობილ საფეხბურთო სტადიონებზეცაა საუბარი.
დასკვნის თანახმად, სტადიონების მშენებლობაზე 392 400 ლარი ზედმეტად არის დახარჯული.
სახლემწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაციამ 369 600 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში უკან მას შემდეგ დააბრუნა, რაც მათ აღნიშნული ანგარიში გადაეგზავნათ.
"სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2011-2012 და 2013 წლების ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევა, მათ შორის აღსანიშნავია შემდეგი: 2011-2012 წლებში სპორტის სამინისტროსთვის, ფეხბურთის მოედნების მშენებლობის მიზნით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები სამინისტროს მიერ გადაცემულია ფეხბურთის ფედერაციაზე, ხოლო ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნულ სამუშაოებზე გააფორმა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებები სხვადასხვა კომპანიასთან.
დადგინდა, რომ აღნიშნულ სტადიონებზე ჩატარებულ სამუშაოებზე ბიუჯეტიდან ზედმეტად დახარჯულია 392 400 ლარი", – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.