ჯონათან მარკუსი. BBC-ის დიპლომატიური კორესპონდენტი
ცივი ომის დასრულების დღიდან კოლექტიური უსაფრთხოების მიზნით „უდიდეს ძალისხმევასთან“, როგორც ამ შეხვედრას ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უწოდა, დაკავშირებული საკითხების დეტალებზე ისაუბრეს დღეს ნატო-ს შტაბბინაში გამართულ შეხვედრაზე.
ყოველივე ეს კი აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრ ქვეყნებს და ბალტიისპირეთის ქვეყნებს იმედს აძლევს, რომ რუსეთისაგან მომდინარე საშიშროება შეჩერებული იქნება.
ქვეყნების ალიანსი რომელთა სამხედრო პოტენციალის გაერთიანებას დღეს ჩაეყრება საფუძველი, შეძლებს გააძლიეროს ნატო-ს შესაძლებლობები და სამხედრო მუქარაზე რეაგირება მოახდინოს.
ამავდროულად, ეს იმის სიგნალიცაა, რომ ალიანსის ლიდერები და სამხედრო ოპერაციის დამგეგმავები, რუსეთის მიერ ყირიმის მიტაცებას და აღმოსავლეთ უკრაინაში შემოსევებს, აღიქვამენ უფრო მეტად, ვიდრე მოსკოვსა და დასავლეთს შორის ურთიერთობაში დროებით კრიზისს.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, გამოცდილმა ამერიკელმა დიპლომატმა, ალექსანდრე ვერშბოუმ კვირის დასაწყისში თავის გამოსვლაში ეს თვალსაზრისი ნათლად ჩამოაყალიბა.
„რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ“ არ არის თამაშის პირველი შემთხვევა ევროპის უსაფრთხოების საკითხში. ეს იმ ქცევების მოდელის განვითარებაა, რომელიც რამდენიმე წელია ვითარდებოდა“. – აღნიშნა მან.
უარესი ისაა, რომ ნატოს მონაწილე ქვეყნები შეშფოთებული არიან იმით, რომ არ იციან როგორ განვითარდება უკრაინის კრიზისი.
აქამდე იყო იმედი, რომ სანქციები რუსეთის მიმართ (რომელიც ამ დროისათვის ნავთობზე ფასების დაცემითაა მხარდაჭერილი) აიძულებდა ვლადიმერ პუტინს კიდევ ერთხელ