https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„უხერხული მდგომარეობა“

15:02; 7.02.2015
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

თეატრი და კინო განსაკუთრებული სამყაროა, სადაც მთავარი მოქმედი გმირები მსახიობები არიან. თითოეულ სპექტაკლს ან კინოფილმს საკუთარი “პირადი“ ცხოვრება გააჩნია, რომელიც გარედან არ ჩანს და მხოლოდ მსახიობებისათვის არის ცნობილი. ამ პროფესიის ადამიანები ერთ დიდ საქმეს ემსახურებიან. ისინი ხშირად ხუმრობენ და ერთმანეთს სხვადასხვა სიურპრიზებსაც უწყობენ. გამონაკლისს არც ქართველი მსახიობები წარმოადგენენ, რომლებიც არაორდინარულ სიტუაციებში არაერთხელ ჩავარდნილან.

ქართველ მსახიობებს მრავალი ათეული წლის განმავლობაში კომუნისტური წყობილების პირობებში ცხოვრება და მუშაობა უხდებოდათ. როგორც ყველა საბჭოთა მოქალაქეს, მათაც უწევდათ სხვადასხვა დემონსტრაციებში მონაწილეობის მიღება. ჩვენი “აქტიორები“ ამ სავალდებულო დატვირთვას ერთგვარი იუმორით უდგებოდნენ და “პარადებზე” დრო მეტად ხალისიანად გაჰყავდათ.

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა ვაჟა კვიტაიშვილმა ერთი “მხიარული წესი” შემოიღო. 30 გრამიანი შავი ყანწი ჰქონდა. ყოველ დღესასწაულზე, პირველი მაისი იყო თუ შვიდი ნოემბერი, ჩაიდებდა ჯიბეში ამ ყანწს, ნახევარ ლიტრიან არაყს, მეუღლის გამომცხვარ ხაჭაპურს და ასე გამოდიოდა დემონსტრაციაზე. ეს წამოწყება კოლეგებს ისე მოეწონათ, რომ ისინიც ასე “შეიარაღებულები” მოდიოდნენ. მხოლოდ იპოლიტე ხვიჩია არ სვამდა, მაგრამ განსაკუთრებულად მხიარულად იქცეოდა.

საბჭოთა სინამდვილე მაინც სასტიკი იყო და ზოგჯერ უსიამოვნო სიურპრიზებსაც აწყობდა. ერთხელ მარჯანიშვილის თეატრში ლავრენტი ბერია მისულა. მთელი დასი იყო შეკრებილი. ბერია იმუქრებოდა, თუ ისე არ მოიქცევით როგორც გეტყვით, დაგხურავთო. მხოლოდ მსახიობმა აკაკი კვანტალიანმა გაბედა და შეეკამათა. ბერია თურმე ამდგარა და თითი დაუქნევია – მაგ ენას გადაგაყლაპებო. აკაკი კვანტალიანი ცუდად გამხდარა. განცდილი შიშის გამო მეტყველებაც კი შეცვლია.

ერთხელ, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ბატონი გოგი ქავთარაძე. რეჟისორის თანაშემწედ ახალი დანიშნული იყო და თეატრში მორიგი სპექტაკლი მიმდინარეობდა. უცებ ქავთარაძემ აღმოაჩინა, რომ ერთი ოთახიდან დარბაზში ხმამაღალი სიცილი შემოდიოდა. გამოაღო კარები და ოთახში მყოფებს მკაცრი ხმით გაჩუმება მოსთხოვა. უკან გამობრუნებული კი მიხვდა, რომ შენიშვნა თავად ვერიკო ანჯაფარიძეს, ვასო გოძიაშვილს, სესილია თაყაიშვილსა და ალექსანდრე ჟორჟოლიანს მისცა. ძალიან კი შერცხვა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ცნობილი მსახიობების სასახელოდ, მათ ახალბედა რეჟისორს არაფერი აგრძნობინეს, პირზე ხელი აიფარეს და ჩუმად ჩაიცინეს.

მეორე მსოფლიო ომის მძიმე დღეები იდგა, განსაკუთრებულად ინტელიგენციას უჭირდა და სულის მოსაბრუნებლად ლუკმას ეძებდა. სესილია თაყაიშვილი და მერი დავითაშვილი კახეთში წავიდნენ მატარებლით, ტანსაცმელი წაიღეს სურსათზე გადასაცვლელად. გზაში პროფესორი დაემგზავრათ. რისთვის მობრძანდებითო – ჰკითხეს. ლექციების ჩასატარებლადო – მიუგო, და შემდეგ მსახიობებს თვითონაც ჰკითხა, თქვენ რისთვისღა მიბრძანდებითო? კონცერტების ჩასატარებლადო, – უპასუხეს მათ.

ერთმანეთს სადგურზე დაშორდნენ. სესილიამ და მერიმ ბაზარს მიაშურეს და გასაყიდად კაბები თოკზე გადაკიდეს, ხოლო მყიდველთა ყურადღების მისაქცევად ძველი გრამაფონი აამღერეს. გაიხედა სესილიამ და შეამჩნია: იმ სახელოვან პროფესორს შარვალი უჭირავს და აქეთ-იქით დადის. უცებ პროფესორმა თვალი მოჰკრა გზაში გაცნობილ მსახიობებს და ბაზრიდან გაიპარა.

– ვაი, ეს რა ვქენით?! – თავზე ხელი შემოიკრა სესილიამ, – იმ გაჭირვებულ პროფესორს ცოლ-შვილი მშიერი დავუტოვეთ.

სსრკ-ის სახალხო არტისტმა მიხეილ გელოვანმა სოხუმში სახლი აიშენა 80-იან წლებში. მაშინ სოხუმში ცხოვრობდა ძველი თაობის თეატრისა და კინოს მსახიობი და რეჟისორი, მისი ახლო ნათესავი ალიოშა დგებუაძე.

ერთ დღეს მიშა ნათესავებს ეწვია. ისადილეს, იმღერეს, დრო გაატარეს და მიშამ ალიოშა თან წამოიყვანა სახლის სანახავად. ალიოშას სახლი მეტად მოეწონა, ადგილ-მდებარეობაც.

– მიშა, აი ის სახლი შენი სახლის გვერდზე ქვემოთ რომ დგას, საცხოვრებელია?
– არა, ფსიქიატრიული საავადმყოფოა.
– აი, ის ზევით რომ არის?
– ვენერიული დისპანსერი. უკეთესი ადგილი ვერ შემირჩიეს, – სინანულით თქვა მიშამ.
– არა, მიშა, არა, შესანიშნავი ადგილი მოუციათ. მიხვდნენ, ალბათ, რომ შენი ბოლო ან იმ საავადმყოფოში იქნება, ან დისპანსერში.

ამ სახალისო ისტორიას ქალბატონი ელენე საყვარელიძე არაერთხელ იხსენებდა: “1966 წელს უნგრეთში ქართული კულტურის დეკადაზე ჩვენი დელეგაცია მასპინძელთა დიდი პატივისცემით და ყურადღებით სარგებლობდა. ყველას ატკბობდა “ორერას” დიდებული სიმღერები. გვქონდა ბევრი საინტერესო შეხვედრა და ნაცნობობა. განსაკუთრებით დაგვიმეგობრდა ჟურნალისტი იანოშ რიგო. იგი ჩვენი კულტურის დღეების მასალებს აშუქებდა და სულ ჩვენთან იყო. გამომგზავრებისას აეროდრომზე უნგრული თოჯინა მომართვა სამახსოვროდ. ეს ჩვენი ეროვნული სიამაყეაო, ამიხსნა. მადლობა გადავუხადე ძვირფასი სუვენირისათვის და შევპირდი, მეც გამოგიგზავნით საქართველოდან ჩვენს ეროვნულ სიამაყეს მეთქი.

– წარმომიდგენია! ქართველები ყველანი პოეტურები ხართ, მოუთმენლად მოველი თქვენს სუვენირს, მე მას წიგნების კარადაში მოვათავსებ.

უნგრეთს დავემშვიდობეთ. გაიარა ერთმა წელმა და ახლა საქართველოში ავღნიშნეთ უნგრული კულტურის დღეები. უცხოელი კოლეგების გაცილების დღეს უცებ გადავწყვიტე, იანოშ რიგოსათვის შეპირებული სამახსოვრო გამეგზავნა. ქართული ჩურჩხელებითაც მინდოდა თავი მომეწონებია და ქაჯეთის ციხეში გადახვეულ ნესტან-დარეჯანის და ტარიელის ბარელიეფისათვის დამემატებინა. ბაზარში გამახსენდა, რომ სახლიდან ერთი კილო სიმინდის ფქვილიც დამავალეს, ესეც ვიყიდე, ნაყიდ ქაღალდის პარკში მოვათავსე და აეროდრომისკენ გავემგზავრე.

ცოტა შემაგვიანდა, მაგრამ მაინც მოვასწარი სტუმრისათვის გასაგზავნი ამანათი გადამეცა. კმაყოფილი დავბრუნდი შინ.

დედაჩემს უნდოდა ჩანთიდან სიმინდის ფქვილი ამოეღო და ხელში “ვეფხისტყაოსნის” ბარელიეფიანი პარკი შერჩა. იმ სიჩქარეში უნგრეთში სწორედ ფქვილიანი პარკი გამიგზავნია და ახლა, ალბათ, წიგნების კარადას ამშვენებს”. “

სანდრო ჟორჟოლიანს მრავალი კურიოზი გადახდომია. ამათგან სულ პირველს ყოველთვის მაინც განსაკუთრებულად იგონებდა:

“ფილმ “ნათელას” გადაღებისას დამიძახეს გრიმის გასაკეთებლად, წვერის მაგივრად რაღაც კიკინები თუ ღინღლი დამაკრეს. “პრობი” სურათი გადამიღეს, “ჩამაკარტოჩკეს” და დამამტკიცეს როლზე. პირველი გადაღება სამჭედლოში იყო. აქ გავარვარებული ქურაა, მე რაც შეიძლება ვუბერავ, ყოველმხრივ პროჟექტორებითა და სარკეებით მანათებენ. დავიწვი სიცხით, დავდნი ოფლად და ჩამომადნა აი გრიმი, ღინღლი და ულვაში. “სტოპ სიომკა”, – იყვირა რეჟისორმა. შემისწორეს გრიმი, მიმწებ-მომწებეს. დაიწყო გადაღება, მომაშუქეს ყველაფერი. ისევ ჩამომადნა გრიმი. ვინ გაუკეთა გრიმიო – იკითხა მან. აგერ ვხედავ, ძლივს იკავებს სიცილს აკაკი ხორავა, არადა მივხვდი, რაშია საქმე. ვუბრიალებ თვალებს იმ შეჩვენებულ მამფორიას (იგულისხმება ფილმში მონაწილე მსახიობი ილია მამფორია. ს.გ.), ის იჭაჭება და იჭაჭება. გრიმიორი გამოცდილი კაცი იყო, მიხვდა, რაშიც იყო საქმე. 25 წუთი ითხოვა, – მისცეს. მომწმინდა გრიმი. პირი საპნით დამბანა. გამიკეთა ხელახალი გრიმი, ისე დამთავრდა გადაღება, ბალანი არ ჩამომვარდნია. მომატყუა იმ “ციგანმა” მამფორიამ – ეს კინოა, თეატრის გრიმი არ გამოგადგებაო, კინოში სახეზე ჯერ ვაზელინი უნდა წაისვა კარგად და გრიმი მერე გააკეთებინოო. შეურცხვა ცხვირი, ყველამ იცოდა თურმე, რა სიაბდლეს მიპირებდა”.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

ვოლოდიმირ ზელენსკი – ვიცით, რომ რუსები ახალი თავდასხმისთვის ემზადებიან

09:49; 29 იანვარი, 2026
ზაფრანი

რა ასაკში გამდიდრდებით

09:35; 29 იანვარი, 2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები უტყუარი ინტუიციით

09:32; 29 იანვარი, 2026
ზაფრანი

ყველაზე ნერვიული ადამიანები

09:31; 29 იანვარი, 2026
ზაფრანი

ვინ ცოცხლობს ყველაზე დიდხანს

09:29; 29 იანვარი, 2026

სააკაშვილი უკრაინელებს: "თქვენ გაქვთ მხოლოდ რამდენიმე თვე, რომ ქვეყანა გადაარჩინოთ!"

როგორ იშოვა ეკა ყურშიტაშვილმა ფული, ბინა და მანქანა

ყველა სიახლე

საზოგადოება

ვინ აგებს პასუხს სტადიონის სარეაბილიტაციო თანხის მითვისების გამო და რატომ არიან მოქმედი ჩინოვნიკები პირში წყალჩაგუბებულები

20:10; 29.01.2026
სამართალი

კაცი გარდაცვლილი იპოვეს

19:04; 29.01.2026
პოლიტიკა

ფასების რეგულირების საკითხთან დაკავშირებული დროებითი კომისია პარლამენტში საქმიანობას მომავალ კვირას დაიწყებს

19:03; 29.01.2026
პოლიტიკა

ექსპერტთა მისია საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად

18:59; 29.01.2026
სამართალი

პროკურატურამ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ბრალდება წარუდგინა

17:38; 29.01.2026
სამართალი

“თაღლითურად დაეუფლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 19 090 ლარს” _ საგანგებო ბრიფინგი სუს-ში

14:44; 29.01.2026
საზოგადოება

დადგენილება: ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს

14:42; 29.01.2026
პოლიტიკა

“მეწარმე იურიდიული პირი მეწარმე სუბიექტი უნდა იყოს, ხოლო პოლიტიკა პარტიამ აკეთოს”

14:35; 29.01.2026
მსოფლიო

რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

13:57; 29.01.2026
სამართალი

სისტემატურად აუპატიურებდა ოჯახის წევრს _ დაკავებულია 19 წლის ბიჭი

13:50; 29.01.2026
საზოგადოება

“ჩემთან თუ 15-20 ლარით ნაკლებს არ დახარჯავთ, ვიდრე სუპერმარკეტში, ამ მაღაზიას ვაჩუქებ თქვენს რედაქციას”

13:39; 29.01.2026
საზოგადოება

ლანჩხუთის სოფლები ბუნებრივი აირის მოლოდინში

13:36; 29.01.2026
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას – გამოსავალი არის დიალოგი და ლაპარაკი, რაც არ უნდა მძიმე იყოს!

13:32; 29.01.2026
პოლიტიკა

დავით შარაშიძეს, რომელიც პოლიციელის ცემაშია ბრალდებული, უფლებამოსილება შეუჩერეს

12:34; 29.01.2026
სამართალი

დააკავეს თუ არა ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის ინციდენტში მონაწილე პირები

12:26; 29.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო