მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით არსებობენ მოწმეები, რომლებმაც გია სოსანაშვილი ყარაფილას სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენჯერემ ნახეს.
_ ანალიზი გაუკეთდა ანძებზე დაფიქსირებულ 30-ათასამდე ზარს. პარალელურად ათეულობით მოწმე დაიკითხა. რამდენიმე თვითმხილველია, თუ როგორ მოემართებოდა რამდენჯერმე გია სოსანაშვილი ყარაფილას სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაუკვალავ გზაზე.
არიან თვითმხილველი მოწმეები, რომლებიც ამ ადამიანს იცნობდნენ. გია სოსანაშვილი დაინახეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე 19 იანვრიდან მოყოლებული 20 იანვრის ჩათვლით. გარდა ამისა, არსებობდა შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციაც.
იმის მტკიცება, რომ იური ვაზაგაშვილის აფეთქების დროს ვიღაც სასადილოში იჯდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანმა რამდენიმე საათით ადრე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ დადო სადღაც.
საჭირო არ არის ამფეთქებელი აფეთქების მომენტში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდეს. ეს ალიბი თითიდან გამოწოვილია და მასზე სერიოზულად საუბარი არ შეიძლება, _ განაცხადა შოთაძემ "იმედის კვირაში" საუბრისას.
გია სოსანაშვილს ბრალი უკვე წარუდგინეს. აღმკვეთი ღონისძიების საკიტხს სასამართლო დღეს განიხილავს.
ამავე თემაზე: სოსო ჯოგლიძე: "სოსანაშვილმა ფირცხალავას მილოცვის მიზნით დაურეკა"; ირაკლი შოთაძე: "საზოგადოებას ვთხოვთ, გამოიჩინოს მოთმინება"; იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია (ვიდეო); პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს