(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის კულტურის განვითარების ცენტრის ფოლკლორული განვითარების კოორდინატორის, ავთანდილ სურგულაძის ინიციატივით, გახორციელდა პროექტი “არსად ისე არ მღერიან”, რომლის მიზანია, ჩამოყალიბდეს გურული ხალხური სიმღერების შემქმნელი და აღმდგენი სალოტბარო სკოლა. იგი ოთხწლიანი იქნება და კონკურსის წესით შერჩეულ 20-35 წლის ახალგაზრდებს მოამზადებს. კონკურსის წესითვე შეირჩევა პედაგოგებიც. პროექტი ოზურგეთის საკრებულოს წარუდგინეს.
_ ამ პროექტის საერთო ღირებულება 225 350 ლარია, თუ სპონსორიც გამოჩნდება, ბედნიერებაა. მეტად საშური საქმე, რომელიც სერიოზულ მიდგომას საჭიროებს, ვფიქრობ, ძირითადად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ძალისხმევით უნდა გახორციელდეს, მსგავსი სკოლა გასულ საუკუნეში გიორგი სალუქვაძეს ჰქონდა და ახლა, ფაქტიურად, აღარ არსებობს, _ უთხრა “გურია ნიუსს” ავთანდილ სურგულაძემ.