ჟურნალისტებთან რამდენიმე წუთით გამოჩენის შემდეგ, მინსკის შეხვედრის მონაწილეებმა შეხვედრა ფართო ფორმატში გააგრძელეს _ პოროშენკოს, ოლანდს, მერკელს და პუტინს ამ ქვეყნების დელეგაციების წევრებიც და ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკოც შეუერთდნენ.
ჟურნალისტებთან მერკელი და პოროშენკო ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, პოზირებდნენ კამერების წინ და იღიმებოდნენ; მედიასთან არ გამოჩენილა პუტინი.
ფართო ფორმატის შეხვედრის დეტალების შესახებ, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ არის.