მინსკში, უკრაინის კრიზისის შესახებ შეხვედრა ჯერ კიდევ არ დამთავრებულა. როგორც საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, ოთხეულმა შეძლო დეკლარაციის რამდენიმე პუნქტზე შეთანხმება.
უკრაინული ტელეარხის "24"-ის ცნობით, "მოლაპარაკებები მძიმედ მიმდინარეობს, რადგან ევროპის ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტი არ აპირებენ დათმობებზე წასვლას".
ჟურნალისტები ამბობენ, რომ პუტინი და რუსეთის დელეგაციის წევრები უკმაყოფილოები არიან.
შეხვედრა უკვე მე-14 საათია, რაც გრძელდება.