"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" პრეზიდენტი, ნოდარ ჭიჭინაძე აქვეყნებს 2014 წლის მაჩვენებლებს ქართული კომერციული ბანკების მიერ უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვით მიღებული წმინდა მოგების შესახებ თვეების მიხედვით.
როგორ იშოვეს ქართულმა ბანკებმა ფული ლარის გაუფასურებით.
ცხრილიდან ნათლად ჩანს, რომ 2014 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ბანკების საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებული წმინდა მოგება დაახლოებით 400%-ით არის გაზრდილი. საინტერესოა, რომ ეს პროცესი ემთხვევა რყევებს სავალუტო ბაზარზე.