"მინსკის ხელშეკრულება უკრაინის კაპიტულაციაა!" _ ასე მიაჩნია უკრიანელ მედესანტეს, ზედმეტსახელით _ "ტაიფუნი", რომელიც ქვეყანას ქალაქ სჩასტიეში იცავს.
"ხელშეკრულების პუნქტი _ ამნისტია… ჩემს ჯარისკაცებს ბოევიკები ცოცხლად უჭრიდნენ მუცლებს და წვავდნენ. მე, როგორც უკრაინის მოქალაქე, როგორ შევძლებ მათთან თანაცხოვრებას?! მე არ მინდა შურისძიება, მაგრამ მინდა, რომ სასამართლომ განიხილოს მათი საქმე _ როგორ შეიძლება მათი ამნისტირება?!" _ ამბობს "ტაიფუნი".
მედესანტის თქმით, უკრაინის არმიას ახლა გაცილებით მომგებიანი პოზიცია უჭირავს, ვიდრე ბოევიკებს: "ჩვენ ვიმარჯვებთ, ჩვენ შეგვიძლია წინ წასვლა, ამ დროს გვეუბნებიან: გაჩერდით, დაელოდეთ შერიგებას!"
"ტაიფუნი" 5 სექტემბერს იხსენებს, როცა კიდევ ერთი შერიგება გამოცხადდა. მაშინ ის და მისი მეომრები ბოევიკების ალყაში მოექცნენ. შედეგი _ 19 უგზოუკვლოდ დაკარგული და 5 დაღუპული: "რა გველოდება მომავალში? მამაცი ადამიანები ომს აირჩევდნენ, მშიშრები კი _ სირცხვილს, და ყველა ვარიანტში, მაინც ომი იქნება!"
"ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ როცა ჩვენ უკან დავიწევით, ისინი წინ არ წამოვლენ? ჩენი არმია მზადაა დაიცვას თავისი ქვეყანა და მოგვეცით უფლება, გავაკეთოთ ეს. თქვენ ამბობთ, რომ ორი დღე არ გძინავთ?! ჩვენ აქ უკვე 8 თვეა, ვართ, მტერი 500 მეტრშია და ყოველ წუთს გვესვრის. ჩვენ უნდა წავიდეთ წინ!" _ დარწმუნებულია "ტაიფუნი".