_ ძალიან უარყოფითად. სილამაზზის სალონში ვმუშაობ და იქაც აღარ შემოდის ხალხი, იმიტომ, რომ ფული არ აქვთ. ფაქტობრივად, არაფერი არ მუშაობს. რამდენი უნდა ქნას ადამიანმა _ სახლშიც წაიღოს და ბანკში სესხიც გადაიხადოს? ან ვინმეს უნდა, ბანკის ვალი ჰქონდეს? ლარი ხომ გაუფასურებულია და ლარის კურსით აღებული კრედიტი, ხომ წარმოგიდგენიათ? ძალიან ცუდი მდგომარეობაა, მაპატიეთ…
ეთერ სალუქვაძე:
_ ვეღარაფერს ვერ ვყიდულობთ, ყველაფერი გაძვირებულია. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. ერთი პენსიონრის ხარჯზე ვართ მთელი ოჯახი.
იაგორ მექვაბიშვილი:
_ უარყოფითად. პენსიონერი კაცი ვარ. მარტო ჩემ ცხოვრებაზე კი არ ასახულა ცუდად _ ყველასთვის ასეა.
ხათუნა ლომინეიშვილი:
_ აისახა კი არა, და… ძალიან გვიჭირს, უმუშევრები ვართ. რაც პენსიას და დახმარებას ვიღებთ, წამლებში მიდის _ ბავშვს პრობლემები აქვს. აქედან გამომდინარე, როგორ ვიქნებით?!
შოთა მახარაძე:
_ უბედურად, ბაბუ, უბედურად! არ გამოვა ამ ქვეყნიდან არაფერი. აგერ, გამგებელი რომ ზის და თბილისიდან უფშვიტინებენ, ეს და ეს ქენიო, რა იციან თბილისში, რა გვიჭირს ჩოხატაურში?! მისცენ ამ ხალხს უფლება, მიხედონ ამ რაიონს, თორემ არ გამოვა არაფერი.
ქეთევან კუკულავა:
_ ძალიან მძიმედ. ორი ბანკის სესხი მაქვს _ ახლა თქვეს, რომ პროცენტებმა მოიმატა. ჩემი შემოსავალი ყოველდღე უფასურდება. ლარის ასეთი ინფლაცია კატასტროფამდე მიიყვანს ქვეყანას. სახალხო თეატრის წარმომადგენელი ვარ. იმედი მქონდა, ეს ხელისუფლება და უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ხელოვნებს ეხმარებოდა, ჩვენს სფეროსაც მიხედავდა. ვიტოვებ იმედს, რომ მდგომარეობა გამოსწორდება.
ვარდო თოდრია:
_ ძალიან ცუდად აისახა. რასაც ვიღებდი, ისევ იმას ვიღებ _ ჩემი შემოსავალი არ გაზრდილა. თუმცა, რაც უნდა მეყიდა, იმას ვერ ვყიდულობ.
იმნათი სარიშვილი:
_ ერთი თეთრიც არ მაქვს. მივდივარ ბაზარში, იქნებ, ვინმემ რამე მომცეს. თუ არა, წავალ სახლში.