2014 წელს საქართველოს თავშესაფრის მოთხოვნით 1792 პირმა მიმართა. აქედან 1564 განაცხადი დაკმაყოფილდა და 228 პირს უარი ეთქვა.
აღნიშნულ ინფორმაციას ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველოს" ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე ლტოლვილთა და განსახლების სამინიტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნულ ინფორმაციას ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველოს" ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე ლტოლვილთა და განსახლების სამინიტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
228 განმცხადებლიდან თავშესაფრის მოთხოვნაზე უარი ძირითადად, ერაყის (138 შემთხვევა) და ეგვიპტის (26 შემთხვევა) მოქალაქეებს ეთქვათ. უარის თქმის ძირითადი მიზეზი კი, სტატუსის მინიჭებისთვის საჭირო მიზეზის არქონა იყო (103 შემთხვევა). ასევე, საკუთარი ქვეყნის ფარგლებში შიდა გადაადგილების ალტერნატივის არსებობა (73 შემთხვევა). 47 განმცხადებელს კი უარისახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ეთქვა.
თავშესაფრის მოთხოვნით მომართვიანობის მონაცემები 2014 წელს ასე გამოიყურება:
1. ავღენეთი – 15 მოქალაქე
2. ალჟირი – 2 მოქალაქე
3. სომხეთი – 4 მოქალაქე
4. აზერბაიჯანი – 16 მოქალაქე
5. ბანგლადეში – 1 მოქალაქე
6. კანადა – 1 მოქალაქე
7. ჩინეთი – 1 მოქალაქე
8. ჩეხეთი – 1 მოქალაქე
9. ეგვიპტე – 41 მოქალაქე
10. ინდოეთი – 4 მოქალაქე
11. ირანი – 44 მოქალაქე
12. ერაყი – 1070 მოქალაქე
13. კოტ-დივუარი – 2 მოქალაქე
14. ყაზახეთი – 4 მოქალაქე
15. ქუვეითი – 4 მოქალაქე
16. ლიბანი – 7 მოქალაქე
17. მალი – 1 მოქალაქე
18. მაროკო – 2 მოქალაქე
19. ნიგერია – 1 მოქალაქე
20. პაკისტანი – 8 მოქალაქე
21. რუმინეთი – 1 მოქალაქე
22. რუსეთი – 30 მოქალაქე
23. სუდანი – 11
24. სირია – 79
25. ტუნისი – 2
26. თურქეთი – 11
27. გაერთიანებული არაბთა საემიროები – 1
28. უკრაინა – 419
29. აშშ – 1
30. უზბეკეთი – 2
31. დაუდგენელი მოქალაქეობა – 1
32. აპატრიდი – 4