რამდენიმე დღეა, რაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მცხოვრებ, 45 წლის ქალბატონს თ. შ.-ს ეძებენ.
დვაბზუს მაჟორიტარი დეპუტატის, როზეტა სკამკოჩაიშვილის თქმით, ქალბატონი პარასკევს გავიდა სახლიდან და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა.
“წუხელ ღამის ოთხის ნახევარზე ბავშვს მისვლია მესიჯი, რომ ცოცხალი ვარ და მალე დავბრუნდებიო, ეს რაც ამ დილით გავიგე. ამბობენ, რომ ძალიან ბევრი ვალი ჰქონდა და უნდოდა თურქეთში გადასულიყო“, _ გვითხრა დვაბზუს დეპუტატმა.
აღნიშნულ ქალბატონს ორი შვილი ჰყავს, მათ შორის ერთ-ერთი სკლის მოსწავლეა.