(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ მას შემდეგ, რაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ყოფილი უფროსი, ლელა იმედაშვილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გახდა, რესურსცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის უკვე ყოფილი დირექტორი, ირინა ინარიძე დაინიშნა. მეორე საჯარო სკოლის დირექტორად კი _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის აწ უკვე ყოფილი უფროსი მარინა ჯაფარიძე, რომელიც ახალ თანამდებობაზე საქმიანობას სამიოდე დღის წინ შეუდგა. რაც შეეხება კულტურის სამსახურს, იქ კულტურის ცენტრის თანამშრომელი, მაია თანდილაშვილი შეუდგა მუშაობას.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved