შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი გადასახადის გადამხდელებს მომსახურების ახალ ფორმას სთავაზობს.
კერძოდ, საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანამდე, წინასწარი დეკლარირების მიზნით, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში დოკუმენტების ფიზიკური მიტანის ალტერნატივად, შესაძლებელია დოკუმენტების ჩაბარება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრში, მის: ქ.თბილისი კოსტავას 68ა (საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის გვერდით), სადაც გეზ-ის მომსახურების სამმართველოს ოფიცრები განახორციელებენ საქონლის წინასწარი დეკლარირებისათვის საჭირო საბაჟო პროცედურებს.
სერვისცენტრი მუშაობს ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10 საათიდან 18 საათამდე.