ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა ურუშაძის თქმით, უახლოეს მომავალში ახალი სპორტული დარბაზის პროექტირება და ხარჯთაღრიცხვის გაკეთება მოხდება.
"ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები ლანჩხუთში იმყოფებოდნენ და ადგილზე მოინახულეს ძველი სპორტული დარბაზი. გადაწყდა, რომ არსებული დარბაზის აღდგენას ჯობს ახალი შენობა აიგოს, რომელიც ტერიტორიულად ქალაქის ჩაის ფაბრიკის ეზოში განთავსდება.
მალე სპეციალური საპროექტო ჯგუფი ადგილზე ჩამოვა, შეისწავლის სიტუაციას და შესაბამის პროექტს თავის ხარჯთაღრიცხვით წარმოგვიდგენს. ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ პროექტზე, უშუალოდ მშენებლობა ზუსტად არ ვიცი წლის ბოლოს თუ მომავალი წლიდან დაიწყება", – განაცხადა ურუშაძემ.
ლანჩხუთში სპორტული დარბაზის მშენებლობის საკითხი, 2007 წლიდან აქტუალური თემაა. მაშინ, საცურაო აუზის გახსნაზე ჩამოსულმა მიხეილ სააკაშვილმა დააანონსა დარბაზის აღდგენის თემა და იმავე წლის ბოლოს, შესაბამისი რეაბილიტაციის პროექტიც გაკეთდა მილიონ 600 ათასი ლარის ღირებულების.
თუმცა, რეალურად მისი განხორციელება დღემდე ვერა მოხერხდა.