https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი

    ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

    „უგუნური და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქციელია“

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„თუ პედაგოგი 6-ჯერვე ჩაიჭრება საგნობრივ გამოცდაზე, ალბათ, თვითონვე უნდა წავიდეს სკოლიდან“

15:02; 28.02.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მასწავლებელთა სქემამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია პედაგოგებში.

"დაგაბნიათ გამჩენმა", " ვერაფერი გავიგე!",  გაგებით კი გავიგე, მაგრამ სანუგეშო ვერაფერი", "განმარტოს ვინმე კომპეტენტურმა", "დედა! რა უნდა ამ ხალხს", "არ გავსქემებულვარ", "როგორც ვიცი ყველა პედაგოგი " გასქემებულია" ანუ ავტომატურადაა ჩართული სქემაში", " სულ სიცილ-ტირილით შევიდეთ პროფესიული სქემის ლაბირინთებში",  "ცალი ფეხი პროფესიაში გვიდგას,  მეორე გარეთ ….სანამ ვიქნებით ასე გაფარჩხული არ ვიცით.." "მაგას რამდენი ხანია ვარკვევთ – შესული ვარ, გამოსული თუ ზღურბლზე ვდგავარ". "არ მჯერა… ასე მგონია, ვინც ახლა დასაქმებულია სკოლაში, ყველას მიიყვანენ პენსიამდე.  2015 შეიცვალა 2020-ით, მერე 2025 და ა.შ." ,   "რატომ აბუქებთ ყველაფერს? არავინ დაიჩაგრება, ვინც კომპეტენციას დაამტკიცებს", _ ამგვარად ეხმაურებიან მასწავლებლები სოციალურ ქსელებში იმ დოკუმენტის დამტკიცებას, რომელმაც მათი კარიერული წინსვლა უნდა განსაზღვროს მომავალში.

"გურია ნიუსი" სახელმწიფო სპეციალური  კომისიის ერთ-ერთ წევრთან, კლასიკური გიმნაზიის დირექტორთან, თამარ კაპანაძესთან ერთად, რომელიც მონაწილეობდა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შემუშავებაში, შეეცდება გაარკვიოს თუ რა მოთხოვნებს უყენებს სახელმწიფო პედაგოგებს ახალი სქემის მიხედვით.

_ ბევრი კითხვა არსებობს სქემის გარშემო. ყველა მასწავლებელი არ იცნობს იმ დოკუმენტებს, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა.  როდის დაიწყება პედაგოგთა ფართო წრისთვის სქემის დეტალური გაცნობა და ახსნა, თუ რა წერია იქ და რა მოეთხოვება მასწავლებელს?

_ვერ გეტყვით, რომ რომ ეს პროცესი უკვე დაწყებული არ არის. მასწავლებელთა სახლის ვებ გვერდზე  სრული დოკუმენტებია  ატვირთული. ცხრავე ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა. ასევე განათლების სამინისტრო "ფეისბუქისა"  თუ საკუთარი ვებ გვერდის საშუალებით მუდმივად აქვეყნებს სქემასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. თავისთავად სკოლის დირექტორები, პირადად, მე და ჩემი ბევრი კოლეგა სქემას უკვე კარგად გავეცანით და ამ ინფორმაციას ჩვენს  პედაგოგებს  ვაწვდით. სექტემბრამდე ამის შესახებ ყველა მასწავლებელი გაიგებს.

_სქემას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ეს არის, ასე ვთქვათ,  განათლების სამინისტროს მიერ სკოლებისთვის  თავს მოხვეული დოკუმენტი და  ამის გამო შესაძლოა,  მან არ იმუშაოს, რადგან თავად სკოლის, მასწავლებლების ინტერესები და საჭიროებები არ არის გათვალისწინებული. რას უპასუხებდით ამ  კრიტიკას?

_ ეს არ არის თავს მოხვეული. სქემა არის დოკუმენტი, რომელიც იქნება პედაგოგთა საქმიანობის, პროფესიის სახელმწიფო რეგულირების საფუძველი. იქ ზუსტად გაიწერება ის კომპეტენცია, რომელსაც პედაგოგი უნდა აკმაყოფილებდეს და ეს საზოგადოებასაც  კარგად ეცოდინება.

_ სქემის მიხედვით, მასწავლებლის შეფასება (შიდა შეფასება)  სკოლაში შექმნილი ჯგუფის მიერ უნდა მოხდეს. საქართველოში არსებობს სკოლები, სადაც,  ხშირშემთხვევაში,  ორზე მეტი მასწავლებელი არ ჰყავთ. მაგალითად, მაღალმთიან რეგიონებში. ასეთ შემთხვევაში სკოლაში როგორ შედგება შეფასების ჯგუფები, თუ ასეთ ჯგუფში, სქემის მიხედვით, მინიმუმ 4 წევრი უნდა იყოს (დირექტორი, დირექტორის მოადგილე, ფასილიტატორის და შესაბამისი საგნობრივი ჯგუფის/ კათედრის მიერ წარდგენილი წევრი)?

_ კი, არსებობს ასეთი სკოლები. ამაზე ვსაუბრობდით კომისიის სხდომებზეც. ამ საკითხზე მასწავლებელთა სახლმა და სამინისტრომ უნდა იფიქროს, რას გადაწყვეტენ ასეთ სკოლებთან  მიმართებაში.

_სქემაში საუბარია დოქტორის ხარისხის მქონე მასწავლებელზეც. ბევრი გვყავს ასეთი პედაგოგი?  რა უპირატესობით ისარგებლებენ ისინი სკოლაში?

_ბევრი დოქტორი მასწავლებელი არ გვყავს. ჩემს სკოლაში, არის 3 ასეთი შემთხვევა. თუმცა ეს დიდი რაოდენობა არაა. ამ ადამიანებმა წლების განმავლობაში სხვაზე მეტი იშრომეს, იზრუნეს, მიიღეს ეს ხარისხი და ვფიქრობთ, რომ არ იქნება სამართლიანი თუ მათ ეს შრომა დაეკარგებათ.

_სქემის ამოქმედება დაიწყება 2015 წლის სექტემბრიდან. დაახლოებით, რამდენ ხანში უნდა ჩააბარონ მასწავლებლებმა საგნობრივი გამოცდა და როდის იქნება ბოლო ვადა, როცა მათ უკვე აღარ შეეძლებათ გამოცდაზე გასვლა?

_ 3 წლის განმავლობაში პედაგოგმა უნდა ჩააბაროს საგნის გამოცდა, იმისთვის რომ მიიღოს უფროსი მასწავლებლის სტატუსი. ანუ მასწავლებელი, რომელიც ვერ ჩააბარებს საგნის გამოცდას, ის ვეღარ გადავა შედეგ კატეგორიაში. შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულება მასთან შეწყდება. 2019 წლისთვის ყველა პედაგოგს უნდა ჰქონდეს საგანი ჩაბარებული.

_არსებობენ ისეთი პედაგოგები, რომლებსაც საერთოდ არ მიუღიათ მონაწილეობა არც მასწავლებელთა სახლის ტრენინგებში, არც რაიმე სახის კრედიტები დაუგროვებიათ, ისინი როგორ უნდა მოიქცნენ?

_ვინც ჩართული იყო სქემაში, მათ ეს კრედიტები არ დაეკარგებათ. ვინც არ აგროვებდა ამ კრედიტებს, ის თუ არის მოქმედი მასწავლებელი, ჩვეულებრივად ჩაერთვება სქემაში და გადანაწილდება სქემის მიხედვით იმ სტატუსების შესაბამისად, რომელსაც მისი კვალიფიკაცია შეესაბამება. ანუ ჩვეულებრივად შევლენ სქემაში. თუ საგნის გამოცდა არ აქვთ ჩაბარებული, სერტიფიცირებული არ არის, იქნება პრაქტიკოსი, თუ სერთიფიცირებულია – უფროსი მასწავლებელი,  თუ დოქტორიც არის და სერტიფიცირებულიც, წამყვანი და მენტორი.

_ახალი სქემის მიხედვით, თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი ვერ ჩააბარებს საგნის გამოცდას, 3 წლის განმავლობაში, ის უნდა წავიდეს სკოლიდან. იქნებ აგვიხსნათ, რა განსხვავებაა ამ შეზღუდვასა და წინა მთავრობის მიდგომას შორის, სადაც საუბარი იყო იმ მასწავლებლების სკოლიდან გაშვებაზე, რომლებიც 2014 წლამდე ვერ ჩააბარებდნენ სერთიფიცირების გამოცდებს?

_სკოლიდან წასვლა იმ შემთხვევაში მოუწევს მასწავლებელს, თუ საგნობრივ გამოცდას ვერ ჩააბარებს 3 წლის განმავლობაში. ამ დროის განმავლობაში სახელმწიფო მათ საშუალებას აძლევს, 6-ჯერ გავიდეს გამოცდაზე. მოდით, დამეთანხმეთ, თუ პედაგოგი 6-ჯერ გავა საგნის გამოცდაზე და ექვსჯერვე ვერ ჩააბარებს, ის, ალბათ, თვითონვე უნდა წავიდეს სკოლიდან. მთავარი და გადამწყვეტია მოსწავლის მიერ შედეგების მიღწევა და მისი განათლება. ჩვენი განათლების სისტემა არის მოსწავლეზე ორიენტირებული.

_ ასეთ შემთხვევაში მასწავლებლების სკოლებიდან მასობრივი დათხოვნის საფრთხის წინაშე არ დავდგებით? განათლების სამინისტროს, სახელმწიფო კომისიას არ უფიქრია იმაზე, რომ ბევრი მასწავლებელი უბრალოდ ვერ ჩააბარებს საგნის გამოცდას და სკოლებში შეიქმნება მასწავლებლების დეფიციტი?

_ ჩვენ არ შეგვიძლია ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ, რომ ძალიან დიდი ნაწილი ვერ ჩააბარებს გამოცდას. ამ ადამიანებს უბრალოდ გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვებოდათ. როდესაც სახელმწიფო ამ მოთხოვნას დააუყენებს, ძალიან ბევრი ადამიანი მოემზადება და ჩააბარებს. ასე რომ ძალიან დიდი პრობლემა არ დაგვიდგება. რაც შეეხება პროფესიაში შემომსვლელ ახალ კადრს, სქემის პირველ ნაწილშია განსაზღვრული, რომ უმაღლესებმა უნდა იზრუნონ კადრების მომზადებაზე. წლევანდელი წლიდან უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები მკვეთრად გაუმჯობესდება. იმედი ვიქონიოთ, რომ მასწავლებლის პროფესიაც უფრო პრესტიჟული გახდება.

_რაც შეეხება მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს,  იგეგმება თუ არა მისი ჩატარება?

_ტრენინგები ჩატარდება. ამასთან დაკავშირებით გონივრული გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მხოლოდ მასწავლებლის სახლი აღარ იქნება ერთადერთი, რომელიც ტრენინგებს შესთავაზებს მასწავლებლებს.  ყველა იმ  დაწესებულებას, თუ ორგანიზაციას, რომელიც აკრედიტაციას გაივლის,  ექნება ლიცენზირებული პროგრამა, რომლის მიხედვით მომზადდება მასწავლებელი გამოცდისთვის.

_ანუ ტრენინგები ფასიანი გახდება?

_ პედაგოგებს სახელმწიფოს მიერ ვაუჩერი გადაეცემა. გნებავთ მასწავლებლის სახლში გაივლის ამ ტრენინგს მასწავლებელი და გნებავთ, სხვა რომელიმე დაწესებულებაში.

ამავე თემაზე: როგორ უნდა დააგროვონ მასწავლებლებმა კრედიტქულები სტატუსების მოსაპოვებლად

მასწავლებელთა ხელფასების განაწილების ახალი წესი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემა

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

„დაუმარცხებელი სპრინტერი“ - ნოდარ ნათაძე

რა დაჯდა ამერიკის კონტინენტის აღმოჩენა?

ყველა სიახლე

ზაფრანი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

0:25; 4.03.2026
სამართალი

ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

23:54; 3.03.2026
საზოგადოება

იტალიაში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

23:40; 3.03.2026
პოლიტიკა

საქართველოში ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი დაიწყო

19:42; 3.03.2026
საზოგადოება

11 ქალაქში ტროტუარზე დგომისთვის ჯარიმა 100 ლარი იქნება, სხვა ქალაქებში კი – 10 ლარი

17:02; 3.03.2026
ფეისბუქსტატუსები

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026
საზოგადოება

“სპეციალური რეისები შესრულდება” _ საგარეო უწყება

13:59; 3.03.2026
საზოგადოება

ხანძარი ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში _ შსს განცხადებას ავრცელებს

13:23; 3.03.2026
საზოგადოება

საგზაო ნიშნებს ახალი ამკრძალავი ნიშანი დაემატა _ დამრღვევი 200 ლარით დაჯარიმდება

12:16; 3.03.2026
საზოგადოება

ახალი გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ 2026-2027 წელს იმოქმედებს – განათლების მინისტრის ბრიფინგი

12:01; 3.03.2026
ზაფრანი

ვინ იქნება იდეალური ქმარი

11:27; 3.03.2026
ზაფრანი

წყვილები, რომელმაც არასოდეს უნდა იქორწინოს ერთმანეთზე

11:24; 3.03.2026
ზაფრანი

რას აღნიშნავს თქვენი ბინის ნომერი

11:21; 3.03.2026
ზაფრანი

ვინ შეიძლება იქცეს მამაკაცისთვის  „თავის ტკივილად“

11:18; 3.03.2026
ფეისბუქსტატუსები

ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

10:47; 3.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026
0

ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

10:47; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო