ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე, სოციალური ქსელის საშუალებით, სახელისუფლებო კრიზისის 10 ძირითადად არაფორმალურ მიზეზზე საუბრობს.
სახელისუფლო კრიზისის 10 არაფორმალური ნიშანს, ( მეთერთმეტეს ყურადღებას ნუ მიაქცევთ)!
ჩვენი ხანმოკლე, მაგრამ ბობოქარი უახლესი ისტორიიდან დავასკვენი, რომ არსებობენ ირიბი გამაფრთხილებელი ნიშნები, რომლებიც მოუთითებენ მოსალოდნელ სახელისუფლებო კრიზისზე:
1. ოპოზიციონერ მომიტინგეთა დათვლა და მათი რაოდენობის შეგნებულად შემცირება.
2. ოპონენტების დაცინვა და სიამოვნებით აღნიშვნა მათი "რადარებიდან გაქრობის" შესახებ.
3.საგადასახადო და სხვა მაკონტროლებლების გამოყენება ოპოზიციურად განწყობილთა დასაშინებლად( განსაკუთრებით, მედიის შე სავიწროებლად).
4.მოწინააღმდეგე ბანაკიდან დეპუტატების გადმობირება.
5.აგრესიული რიტორიკა და საკუთარი წარუმატებლობის გარე თუ შინაურ მტრებზე გადაბრალება.
6.კონტრმიტინგების ორგანიზება და ხალხის იძულებით მოყვანა სახელმწიფო დაწესებულებებიდან.
7.არჩევნების გაყალბების მექანიზმების ძიება ან რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე ფიქრი რეიტინგის ბოლომდე დაცემამდე.
8. საარჩევნო ფულის გამოძალვა ბიზნესისათვის და ამ უკანასკნელთა მიერ ოპოზიციის დაფინანსებაზე უარის თქმა შიშის ფაქტორის გამო.
9. დაპირისპირება საკუთარი გუნდის გონიერ ნაწილთან და ლიდერის დარჩენა ნაკლებად გონიერი გარემოცვის ამარა.
10. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანდათანობითი ფერისცვალება და სახელისუფლო სიმპატიების უფრო აშკარად დემონსტრირება.
მეთერთმეტე ნიშანი ძალზე სუბიექტურია და შეგიძლიათ სათვალავში არ ჩააგდოთ:
11. რომან გოცირიძის დაუფარავი აღშფოთება ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის გამო", _ წერს გოციძიე.