https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სოციალური პროექტების დაფინანსებას ადმინისტრაციული ხარჯი ექვსჯერ აღემატება!

2:12; 4.12.2011
ფინანსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

მძიმე სოციალური ფონი, ათასობით დაუსაქმებელი ადამიანი, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, უგზოობა, წყლის პრობლემა და სიღარიბის მაღალი მაჩვენებლები სოფლებში _ ასეთია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დღევანდელი რეალობა. თუმცა, როგორც 2012 წლის ბიუჯეტის პროექტიდან ირკვევა, მთავარი ფინანსური დოკუმენტიდან 35% ადმინისტრაციული ხარჯისთვის არის გაწერილი. აქედან, ხელფასებზე 23 % დაიხარჯება; სპორტული და კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობისთვის _ 19%, სკოლამდელი განათლების ხელშეწყობისთვის _ 13%, სოციალურ პროგრამებსა და კომუნალური მეურნეობის განვითარებაზე კი _ 5-5 %.

რა პრიორიტეტებია მომავალ წელს მთავარი ფინანსური დოკუმენტით განსაზღვრული, რომელი პრობლემის მოგვარებას გეგმავს ადგილობრივი ხელისუფლება და იგეგმება თუ არა დასაქმების ხელშეწყობა, ამ საკითხებზე “გურია ნიუსი” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ლელა იმედაშვილს ელექტრონული ფოსტით ესაუბრა.

_ ქალბატონო ლელა, რამდენი ლარით გაიზრდება, ან პირიქით, შემცირდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტი?

_ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტი, 2011 წლის დაზუსტებულთან შედარებით, გაზრდილია 396 700 ლარით, დამტკიცებულთან შედარებით კი _ 553 800 ლარით.

_ პროექტის მიხედვით, რამდენი მილიონით განისაზღვრა მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, მათ შორის გათანაბრებითი ტრანსფერი?

_ პროექტის მიხედვით 2012 წლის ბიუჯეტი სულ განსაზღვრულია 3 242.9 ათასი ლარით, მათ შორის, გათანაბრებითი ტრანსფერია 2 295.4 ათასი და მიზნობრივი _ 155.0 ათასი ლარი. სულ ტრანსფერი შეადგენს 2 450.4 ათას ლარს.

_ რის საფუძველზე შედგა 2012 წლის მთავარი პრიორიტეტები? გთხოვთ, აქვე მიუთითოთ პრიორიტეტების კონკრეტული დაფინანსება.

_ პრიორიტეტები რეალური საჭიროებებიდან და გასული წლის ანალიზის შედეგად ჩამოყალიბდა. 2012 წლის ძირითადი პრიორიტეტებია: სოციალური პროგრამები ჴ 200,0 ათასი ლარი; სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა _ 460.0 ათასი ლარი; მუნიციპალიტეტის კომუნალური მეურნეობის განვითარება _190.0 ათასი ლარი; სპორტული და კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა _ 690.2 ათასი ლარი. წელს ჩვენ ასევე პრიორიტეტულად მივიჩნიეთ სხვადასხვა სახის უცხოური ინვესტიციებისა და პროექტების თანადაფინასება. აღნიშნული დაფინანსებების მოცულობა გაიზრდება ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამებზე თანხების გამოყოფის შემდეგ, 2012 წლის დასაწყისში.

_ იგეგმება თუ არა დასაქმების ხელშეწყობა და კონკრეტულად, როგორ?

_ დასაქმება მუდმივად ჩვენი პრიორიტეტია. დასაქმებაზე ზრუნვა მხოლოდ საჯარო სამსახურში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდით, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება. წელს ჩვენ, მინიმუმ, ორ სოფელში საბავშვო ბაღს გავხსნით, ოთხ სოფელში ბიბლიოთეკასაც ავამუშავებთ, სადაც ადამიანები დასაქმდებიან, თუმცა, ჩოხატაურში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვს, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და სხვადასხვა ინვენსტორების მიერ გახორციელებული პროექტებიც გაზრდის. ამას ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობის მიერ კურორტ ბახმაროში დაგეგმილი მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები.

_ რამდენი ლარია ადმინისტრაციული ხარჯი, მათ შორის, ხელფასები?

_ 2012 წლის ბიუჯეტის პროექტით ადმინისტრაციული ხარჯი შეადგენს 1 288.0 ათას ლარს, მათ შორის: ხელფასები _ 844.3 ათასი ლარი, 147 საშტატო ერთეულზე და ხელშეკრულებით დაქირავებულების 9 ერთეულზე _ 38.0 ათასი ლარი;

_ რამდენი ათასი ლარი არის გამოყოფილი პროექტის თანახმად არაკომერციული არამომგებიანი იურიდიული პირების დაფინანსებისთვის, იზრდება თუ მცირდება მათი დაფინანსება, იგეგმება თუ არა აიპი-ბში დასაქმებულ პირთა ოდენობის გაზრდა ან შემცირება?

_ არაკომერციული იურიდიული პირების დაფინანსებაზე გამოყოფილია სუბსიდია _ 1 315.2 ათასი ლარი. მათი დაფინანსება 137.0 ათასი ლარით იზრდება.

_ მთავრობის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში, რომელიც 2010-2013 წლებზეა გათვლილი, გურიის მხარისთვის განსაზღვრულია შემდეგი პრიორიტეტები: სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების, მუნიციპალიტეტის გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე კეთილმოწყობითი სამუშაოები, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ სპეციალური ტექნიკის შეძენა, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. რამდენად შეესაბამება თქვენ მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებს?

_ მთავრობის მიერ გურიის მხარისთვის შემუშავებულ 2010-2013 წლებზე გათვლილი პრიორიტეტები მთლიანად შეესაბამება ჩვენ მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებს.

_ როგორ ფიქრობთ, ჩოხატაურელი მოქალაქეებისთვის ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობები უფრო პრიორიტეტულია, თუ მაგალითად, დასაქმება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების დაფინანსება?

_ დასაქმებაზე უკვე მოგახსენეთ. ჯანდაცვასა და სოციალურ პროგრამებზე გათვალისწინებულია _ 275.0 ათასი ლარი, მათ შორის: საზოგადოებრივი ჯანდაცვა _ 75.0 ათასი და სოციალური დახმარებები _ 200.0 ათასი ლარი. განსაკუთრებული ყურადღებით მოვეკიდეთ სოციალურ პროგრამებს და დაფინანსება ამ მიმართულებით გაზრდილია. როგორც თქვენთვის ცნობილია, სოციალური პაკეტების გაზრდა ცენტრალური ხელისუფლებისთვისაც მნიშვნელოვანი პირორიტეტია. მთელი რიგი პროგრამული დაფინანსებები ცენტრალური ბიუჯეტიდან მოდის. დღეისთვის სოციალური დახმარებასა და სამედიცინო დაზღვევას ჩოხატაურში 1 441 ოჯახი, 4 500 პიროვნება იღებს. დახმარების სახით თვეში 108 000 ათასი ლარი გაიცემა, 6 000 პიროვნება სამედიცინო პოლისს იღებს. ბენეფიციართა სია საჯაროა და ყველას შეუძლია მისი ნახვა სოფლებშიც და დაბაშიც. ასე რომ, მარტო ადგილობრივი ბიუჯეტით არ ხდება ამ დაფინანსების გაცემა. თუმცა, ჩვენ დამატებით ავამუშავებთ სოციალურ პაკეტებს იმ მიმართულებით, რომელსაც პროგრამული დაფინანსება არ ეხება. წელს დამატებით მოვიცავთ 15 სხვადასხვა კატეგორიის ოჯახსა თუ პიროვნებას. ვფიქრობ, ეს ამ ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

_ რამდენი ლარია განსაზღვრული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და რამდენი იყო ამ მიმართულებით გამოყოფილი 2011 წელს?

_ ჯერ ამის დათვლა ნაადრევია, ვინაიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ხარჯების გამოყოფა წლის დასაწყისში, სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ ხდება. შესაბამისად, მისი ასახვა ახლა ჩვენს ბიუჯეტში ვერ მოხდებოდა. ერთი რამ თამამად შემიძლია გითხრათ, რომ წელს გაცილებით მეტი თანხა დაიხარჯება ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ვიდრე ეს იყო გასულ წელს. 2011 წელში ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამები შეადგენდა 840.5 ათას ლარს;

_ რამდენიმე წელია აქილევსის ქუსლად რჩება პოლიციის დაფინანსების საკითხი. ბიუჯეტის პროექტის თანახმად, რამდენი ათასი ლარით დაფინანსდება მომავალ წელს სამართალდამცავი ორგანოები და როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა დაფინანსდეს ისეთი ინსტიტუტები, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკმაოდ მაღალი დაფინანსება აქვთ და ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს თანხები, სხვა მიმართულებით უნდა გადანაწილდეს?

_ ეს აქილევსის ქუსლი ნამდვილად არ არის. ამ დაფინანსების სამართლებრივი ბაზა არსებობს და ის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად, მინიმალურია.

_ მიიღეთ თუ არა შენიშვნები საკრებულოდან ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით? და თუ მიიღეთ, რა ხასიათისა იყო და აქედან რომელი გაითვალისწინეთ?

_ ბიუჯეტი განხილვის პროცესშია. მიუხედავად იმისა, რომ შენიშვნები საკრებულოდან პროექტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, არ შემოსულა, ჩვენ ველოდებით ამ შენიშვნებს არა მარტო საკრებულოს მხრიდან, არამედ მოსახლეობისგანაც.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ფინანსები

“პრემიერის ინიციატივის გათვალისწინებით, კვერცხის ფასს 5%-ით ვამცირებთ” – მწარმოებელთა განცხადება

12:51; 6 თებერვალი, 2026
ფინანსები

დიდი მიზნები პატარა ნაბიჯებით – საქართველოს ბანკის sCoolApp-ის ახალი ციფრული ყულაბა

18:00; 5 თებერვალი, 2026
ფინანსები

თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო – გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ

14:50; 5 თებერვალი, 2026
ფინანსები

თიბისი: კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

14:07; 4 თებერვალი, 2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის YouTube პროექტ Creator-ის გამარჯვებული ვერიკო ბაზალი გახდა

13:22; 4 თებერვალი, 2026

ქართული სპეცრაზმი და მედიატერორი საქართველოში

საარჩევნო წლის ბიუჯეტი

ყველა სიახლე

სამართალი

პოლიციელმა სამსახურებრივი იარაღით თავი მოიკლა _ შსს განცხადებას ავრცელებს

11:59; 9.02.2026
საზოგადოება

არ გამოგრჩეთ — საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი გაიმართება

11:17; 9.02.2026
ბახვიჰესი

ბახვი ჰესის გარემოს დაცვის მონიტორინგის გეგმა და მისი აღსრულება

11:07; 9.02.2026
საზოგადოება

“ძალიან ძნელია სიტყვების პოვნა…” _ ტრაგედია ჩოხატაურში

10:52; 9.02.2026
ზაფრანი

ასტროლოგია და კომერციული ნიჭი   

9:58; 9.02.2026
ზაფრანი

რომელი მამაკაცები ითვლებიან იდეალურ ქმრებად   

9:57; 9.02.2026
მსოფლიო

სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

9:53; 9.02.2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მაშველი ემსხვერპლა

21:07; 8.02.2026
საზოგადოება

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა

19:16; 8.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე შეგვახსენებს პასუხისმგებლობას, დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი

18:18; 8.02.2026
პოლიტიკა

რა წერია ევროკომისიის კვლევაში ანაკლიის პორტის შესახებ

16:36; 8.02.2026
პოლიტიკა

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ

14:48; 8.02.2026
სამართალი

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, სექსუალური ხასიათის იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

13:51; 8.02.2026
მსოფლიო

ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

13:19; 8.02.2026
პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს

13:02; 8.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო