გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ბეგის მამალაძის ფონდმა ბახმაროში რაჭველი მხედარი დააჯილდოვა

    გამოვლენილი დარღვევების გამო, შპს „ამბიკონ სტილსს“ საქმიანობის უფლება აღარ აქვს- დეპარტამენტი

    ნანა ბეგიაშვილი: სწავლისადმი უზომო სიყვარულმა 40 წლის ასაკში სტუდენტად მაქცია

    90 დაღუპული და 1850 დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზები საქართველოში

    კორუფციული დანაშაული- პროკურატურამ კლინიკის ყოფილი თანამშრომლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

    ოზურგეთელი მარიამ გოგუაძე საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებულია

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    “როცა ერთმანეთს შეწყობილი ჟღერენ ჰანგები” _ დასვენებაზე ამღერებული მასწავლებლები ლანჩხუთის მესამე სკოლაში

    მაშო პაიჭაძე _ პატარა მლოცველ-მგალობელი

    ცეცხლოვანი შოუ და ბაიკერების მარში – ასე დახვდა ნეაპოლი თავის გმირებს

    “ჩემო სიყვარულო თბილისო” _ სოფი ლორენის ვაჟი თბილისს ქართულად უმღერის

    “ტვ პირველის” ჟურნალისტზე მოძალადე რადიკალი თავისუფალია

    ირკუტსკში სამხედრო კომისარი მოკლეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    ბებიას წესი და მარიფათი: „საფერცვალებოდ, პირველ რიგში,  ჭყინტი სიმინდი და კვახი უნდა მოვხარშო“

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ერთხელ პარლამენტში“

    „მოჭიდავეები გააფრთხილეს რომ ტურნირის დღეებში შავი ღვინო დიდი რაოდენობით მიეღოთ“

    16 თავ-ხელმოკვეთილი ლიხაურელი _ გურიის დრუჟინის მთავარი მეგზურები

    „ქალაქში აღმაშენებლის ძეგლი არ დგას და ლენინის მოედანზე უზარმაზარი ქანდაკებაა წამოჭიმული!“

    „არ შეიძლება ყველა გურული ენამოსწრებული იყოს, ეს შენ აგდის ხუმრობა ხელზე და მერე გურულებს აბრალებო…“

    ალექსანდრე დიუმა თბილისში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ასწავლეთ შვილებს… მაგრამ ჯერ თავად ისწავლეთ” _ რას წერს პეტრე კოლხი

    სუს-ის ზღაპრებისა არ ვიცი, მაგრამ ესენი ნამდვილად გაიჩალიჩებენ “ანაბრების რევოლუციას” –გოცირიძე

    “რაც ამ განცხადებაში წერია, უბრალოდ საღადაოა” – უგულავა

    “გამთენიისას, 16 სექტემბერს ჩემი ბიჭი “ცასწავიდა!” – იზა ომაძე ხელისუფლებას მიმართავს

    „ფეხბურთელი რომ წიგნს კითხულობს, ასეთ სიხარულს და აჟიოტაჟს რატომ იწვევს?“ – გვარამია კვარაცხელიაზე

    “მისამართი შეგეშალათ და იგივე არ გაბედოთ!” – ვის აფრთხილებს ლევან ლორთქიფანიძე

  • 21-ს ქვევით

    პირველ კლასში 1-ელ დეკემბრამდე დაბადებული ბავშვებიც შევლენ – მინისტრის განცხადება

    მოსწავლეებისთვის პროფესიული განათლება სავალდებულო გახდება – განათლების მინისტრი

    ლელა იმედაშვილი: „სასწავლო პროცესი დიწყო, 690 პირველკლასელი შეაბიჯებს ოზურგეთის სკოლებში“

    სამტრედიაში რამდენ სკოლას არ ჰყავს წელს პირველკლასელი?

    „სიცოცხლე გრძელდება“:  ახალი სასწავლო წლის მაუწყებელი ზარი დაირეკა

    ოზურგეთელი ჩემპიონი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა და ახალი გამარჯვებისთვის იბრძვის

  • მსოფლიო

    “ჩუმ მკვლელზე” უკეთესმა ზრუნვამ შეიძლება შეაჩეროს მილიონობით სიკვდილი – WHO

    პოლონეთი უკრაინას იარაღს აღარ მიაწვდის

    ტიკტოკში გამოქვეყნებული ვიდეოს გამო ქალი დააპატიმრეს (ინდონეზია)

    ძლიერი ტორნადო ჩინეთში – არის მსხვერპლი

    მთიან ყარაბაღში შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანის მოთხოვნას დათანხმდნენ

    “მსოფლიო არ დაუშვებს” – პოლონეთის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ბეგის მამალაძის ფონდმა ბახმაროში რაჭველი მხედარი დააჯილდოვა

    გამოვლენილი დარღვევების გამო, შპს „ამბიკონ სტილსს“ საქმიანობის უფლება აღარ აქვს- დეპარტამენტი

    ნანა ბეგიაშვილი: სწავლისადმი უზომო სიყვარულმა 40 წლის ასაკში სტუდენტად მაქცია

    90 დაღუპული და 1850 დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზები საქართველოში

    კორუფციული დანაშაული- პროკურატურამ კლინიკის ყოფილი თანამშრომლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

    ოზურგეთელი მარიამ გოგუაძე საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებულია

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    “როცა ერთმანეთს შეწყობილი ჟღერენ ჰანგები” _ დასვენებაზე ამღერებული მასწავლებლები ლანჩხუთის მესამე სკოლაში

    მაშო პაიჭაძე _ პატარა მლოცველ-მგალობელი

    ცეცხლოვანი შოუ და ბაიკერების მარში – ასე დახვდა ნეაპოლი თავის გმირებს

    “ჩემო სიყვარულო თბილისო” _ სოფი ლორენის ვაჟი თბილისს ქართულად უმღერის

    “ტვ პირველის” ჟურნალისტზე მოძალადე რადიკალი თავისუფალია

    ირკუტსკში სამხედრო კომისარი მოკლეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    ბებიას წესი და მარიფათი: „საფერცვალებოდ, პირველ რიგში,  ჭყინტი სიმინდი და კვახი უნდა მოვხარშო“

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ერთხელ პარლამენტში“

    „მოჭიდავეები გააფრთხილეს რომ ტურნირის დღეებში შავი ღვინო დიდი რაოდენობით მიეღოთ“

    16 თავ-ხელმოკვეთილი ლიხაურელი _ გურიის დრუჟინის მთავარი მეგზურები

    „ქალაქში აღმაშენებლის ძეგლი არ დგას და ლენინის მოედანზე უზარმაზარი ქანდაკებაა წამოჭიმული!“

    „არ შეიძლება ყველა გურული ენამოსწრებული იყოს, ეს შენ აგდის ხუმრობა ხელზე და მერე გურულებს აბრალებო…“

    ალექსანდრე დიუმა თბილისში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ასწავლეთ შვილებს… მაგრამ ჯერ თავად ისწავლეთ” _ რას წერს პეტრე კოლხი

    სუს-ის ზღაპრებისა არ ვიცი, მაგრამ ესენი ნამდვილად გაიჩალიჩებენ “ანაბრების რევოლუციას” –გოცირიძე

    “რაც ამ განცხადებაში წერია, უბრალოდ საღადაოა” – უგულავა

    “გამთენიისას, 16 სექტემბერს ჩემი ბიჭი “ცასწავიდა!” – იზა ომაძე ხელისუფლებას მიმართავს

    „ფეხბურთელი რომ წიგნს კითხულობს, ასეთ სიხარულს და აჟიოტაჟს რატომ იწვევს?“ – გვარამია კვარაცხელიაზე

    “მისამართი შეგეშალათ და იგივე არ გაბედოთ!” – ვის აფრთხილებს ლევან ლორთქიფანიძე

  • 21-ს ქვევით

    პირველ კლასში 1-ელ დეკემბრამდე დაბადებული ბავშვებიც შევლენ – მინისტრის განცხადება

    მოსწავლეებისთვის პროფესიული განათლება სავალდებულო გახდება – განათლების მინისტრი

    ლელა იმედაშვილი: „სასწავლო პროცესი დიწყო, 690 პირველკლასელი შეაბიჯებს ოზურგეთის სკოლებში“

    სამტრედიაში რამდენ სკოლას არ ჰყავს წელს პირველკლასელი?

    „სიცოცხლე გრძელდება“:  ახალი სასწავლო წლის მაუწყებელი ზარი დაირეკა

    ოზურგეთელი ჩემპიონი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა და ახალი გამარჯვებისთვის იბრძვის

  • მსოფლიო

    “ჩუმ მკვლელზე” უკეთესმა ზრუნვამ შეიძლება შეაჩეროს მილიონობით სიკვდილი – WHO

    პოლონეთი უკრაინას იარაღს აღარ მიაწვდის

    ტიკტოკში გამოქვეყნებული ვიდეოს გამო ქალი დააპატიმრეს (ინდონეზია)

    ძლიერი ტორნადო ჩინეთში – არის მსხვერპლი

    მთიან ყარაბაღში შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანის მოთხოვნას დათანხმდნენ

    “მსოფლიო არ დაუშვებს” – პოლონეთის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქართული სპეცრაზმი და მედიატერორი საქართველოში

2:12; 5.12.2011
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ტელეკომპანია “მაესტროში” მიმდინარე მოვლენებს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. რა ხდებოდა რეალურად “მაესტროში”, საქმე გვქონდა შიდა დაპირისპირებასთან, თუ ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთხელ მედიაზე ზეწოლის ფაქტთან?! პირველი სრულიადაც არ გამორიცხავს მეორეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელისუფლების მედიასთან ბრძოლის მეთოდები თითქმის უცვლელია. ჩვენ “მაესტროს” საკითხს ისევ დავუბრუნდებით და შევეცდებით, მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ, თუ რა მოხდა სინამდვილეში, ახლა კი წარსულს გადავხედოთ.

“ვარდების რევოლუციიდან” ძალზე სწრაფად, ხელისუფლება ამბობს, იმეორებს და ავრცელებს სიცრუეს;. ხელისუფლების მეგასიცრუე ქართველი ხალხის ნაწილმა თითქმის დაიჯერა, რადგან იგი (ხელისუფლება) თავგამოდებული ცდილობს, დაარწმუნოს საზოგადოება, რომ, რაც ხდება დემოკრატიაა, ქონების უფლების, ადამიანის უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების დაცვაა!

რაც შეეხება სიტყვის თავისუფლების დაცვას, სტატისტიკა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები, სიტუაციით ტკბობის საშუალებას ნამდვილად არ გვაძლევს.

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ, საქართველოში დაიხურა ტელევიზიები: “იბერია”; “მე-9 არხი”; ტელეკომპანია “202”; “მზე”. ტელეეთერიდან გაქრა პოლიტიკური დებატები, პოლიტიკური თოქ-შოუები და ჟურნალისტური გამოძიებები…

რაც შეეხება ტელეკომპანია “იმედს”, ის, უბრალოდ, კი არ დაიხურა, ქართულმა სპეცრაზმმა შტურმით აიღო!

დახურული ტელევიზიებიდან ჟურნალისტები ხელისუფლების მიერ კონტროლირებად არხებზე გადაბარგდნენ და მათი მოტივაციაც ამასთან დაკავშირებით, არაერთგვაროვანი გახლავთ.

ვერ გეტყვით, შეიძლება თუ არა რაიმე მოტივაცია ჰქონდეს ადამიანს, რომელსაც ხელკეტებითა და კონდახებით მომარჯვებული ხელისუფლება იატაკზე აწვენს; ვერც იმას გეტყვით, სად გადის მავანთათვის ზღვარი ჟურნალისტობასა და კეთილდღეობას შორის…

ჩვენ, უბრალოდ, იმ ჟურნალისტების გამოკითხვის აქტებს შემოგთავაზებთ, რომელიც 2007 წლის 14 ნოემბრით თარიღდება.

ამ ჟურნალისტებიდან, ტელეკომპანია “იმედში” 2007 წლის ნოემბრის შემდეგ, აღარავინ მუშაობს. თუმცა, დღემდე თითოეული მათგანი ადასტურებს, რომ მაშინდელ “იმედში” არასდროს ყოფილა ცენზურა და არც მათ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარეულა ვინმე.

სამწუხაროდ, არც ერთი მათგანი არ საუბრობს იმ ცენზურასა თუ თვითცენზურაზე, რასაც ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტელევიზიებში გრძნობენ.

არადა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის #1415 რეზოლუცია და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი დარჩენილი მედიის საქმიანობას საქართველოში აფასებს ეპითეტით _ “თვითცენზურული”…

“ჩვენ არავის მონები არ ვართ, ჩვენ თავისუფალი ჟურნალისტები ვართ და არავის წინაშე

არაფერი დაგვიშავებია…”

თეა ადეიშვილი, ჟურნალისტი: “დაახლოებით, 9:45 წუთზე მე და ჩემი კოლეგები: ზაზა წულაძე, მაია ასათიანი და თიკო ფეიქრიშვილი ბუფეტში საინფორმაციო გამოშვებას ვუყურებდით, როცა შენობაში საშინელი ხმაური ატყდა. ამოვვარდი შენობის პირველ სართულზე მთავარ შესასვლელთან, სადაც დაბნეული და შეშინებული ხალხი უკვე თავშესაფარს ეძებდა. ოპერატორები კამერების მოსატანად გარბოდნენ. ჩემ თვალწინ შენობაში შემოვარდა შავ ფორმაში ჩაცმული რამდენიმე ნიღბოსანი. თავზე რკინის ჩაფხუტებით, გრძელი ხელკეტებით და ავტომატებით. რამდენადაც მახსოვს, მათ ჰქონდათ ფარნები და ფეხზე შებმული მწვანე იარაღი, სავარაუდოდ, დანები. ყველანი შეგვყარეს არქივისა და “ნიუს რუმს” შორის მდებარე კორიდორში და ძირს დაგვაწვინეს. ჩვენ წინ, დაახლოებით, კბილებამდე შეიარაღებული 10 სპეცრაზმელი იდგა. ზოგიერთი მათგანი ოთახში დარბოდა, ზოგს კი მიზანში ვყავდით ამოღებული და გვიყვიროდნენ, რომ არ გავნძრეულიყავით. ჩვენ მათ ვთხოვდით, რომ არაფერი დაეშავებინათ ჩვენთვის, რომ ჩვენც ქართველები ვიყავით და ჩვენ უკან ჩვენი შვილები და ოჯახები იყვნენ. ისინი გვიბრძანებდნენ, გავჩუმებულიყავით. დაიწყეს ტელეფონების ძალით წართმევა.

…ოთახი სავსე იყო სპეცრაზმელებით, ყველა მათგანს ნაქსოვი შავი ნიღაბი ეკეთა, შავი ქურთუკი ეცვა. ზოგიერთ მათგანს არ ჰქონდა ავტომატი. იატაკზე დაყრილი ხალხი პანიკაში იყო, სპეცრაზმელები ოთახში დააბოტებდნენ და ტელეფონებს აგროვებდნენ, ცდილობდნენ ჩვენი ხმა თავიანთი ღრიალით დაეფარათ. ჯერ კიდევ ჩანდა საინფორმაციო სტუდია, დაბნეული სპეცრაზმელები ღრიალებდნენ: “ესენი ისევ ეთერში არიან, ამათი დედაო”… დავინახე, როგორ შემოცვივდნენ ოთახში პანიკაში ჩავარდნილი “ქრონიკის” თანამშრომლები, უკან სპეცრაზმელები მოსდევდნენ “ბადრის მონების” ძახილით.

ერთ-ერთ მათგანს _ ანი იასაშვილს ასთმის შეტევა ჰქონდა და წამალს ითხოვდა. ჩვენ ვეხვეწებოდით სასწრაფო მოეყვანათ, გოგონას უკვე სუნთქვა უჭირდა, თუმცა, შეიარაღებული ნიღბოსნები განძრევის უფლებას არ გვაძლევდნენ. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა შენიშნა, რომ ანის სიცოცხლე რეალური საფრთხის ქვეშ იდგა და ნება დართო მისთვის წამალი მიეცათ. გოგონა შოკში იყო და ისტერიულად ეძებდა ასთმის საწინააღმდეგო წამალს სხვადასხვა ჩანთაში. მე ამ დროს უკვე სკამზე ვიჯექი ანის გვერდით, ჩვენთან ერთად თამუნა ჩიხლაძე იყო, რომელიც ცდილობდა ანის დახმარებოდა. მახსოვს, როგორ მოძებნა წამალი. ანი ნიღბოსნების თანხლებით გარეთ გაიყვანეს. მითხრეს, რომ შემეძლო გარეთ გავსულიყავი.

… ზედა სართული თითქმის დაცლილი იყო თანამშრომლებისგან. “ნიუს რუმში” იარაღიანმა თავდამსხმელმა შემიყვანა, სადაც სკამებზე ისხდნენ საეთეროდან გამოყრილი ჩემი თანამშრომლები, მათ შორის იყო ჩემი ფეხმძიმე მეგობარი _ დიანა ტრაპაიძე, რომელზეც განსაკუთრებით ვნერვიულობდი. მთელ შენობაში საშინელი პანიკა სუფევდა. გოგონები ტიროდნენ. ჩვენს გაჩუმებას ჩვენი თავდამსხმელები “ბადრის მონებოს” ძახილით ცდილობდნენ. საშინელი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. ხმამაღლა დავიწყე ახსნა, რომ ჩვენ არავის მონები არ ვართ, რომ ჩვენ თავისუფალი ჟურნალისტები ვართ და არავის წინაშე არაფერი დაგვიშავებია…”

მაია ასათიანი (ჟურნალისტი): “2007 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით, 20:45 წუთზე ვიმყოფებოდი ტელეკომპანია “იმედის” სასადილოში.

უეცრად გავიგონე ხმაური. პირველ სართულზე ასვლისთანავე დავინახე, რომ შენობის ფოიე შავ სამოსსა და ამავე ფერის ნიღბებში ჩაცმულ და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულ ადამიანებს დაეკავებინათ. მივხვდი, რომ ზემოთ, პირველ სართულზე ასვლას უკვე აზრი აღარ ჰქონდა. ამიტომ, ისევ უკან, სასადილოში გამოვიქეცი. ასევე სირბილით, ეგრეთ წოდებული, სპეცრაზმელები მომყვებოდნენ. სასადილო ოთახში ამ დროისთვის დაახლოებით 10 ადამიანი იმყოფებოდა. ჟურნალისტები მათ შორის, მე და ზაზა წულაძე ვიყავით.

სასადილოში შემოსვლისთანავე, საშინელი ყვირილით ყველას მოგვთხოვეს, დავწოლილიყავით იატაკზე. მე შევეცადე სამზარეულოში დავმალულიყავი, მაგრამ ავტომატით შეიარაღებულმა სამხედრო ტანსაცმელში ჩაცმულმა ადამიანმა ყვირილით მოითხოვა, ყველა ადგილზე გაჩერებულიყო. ამის შემდეგ, სამზარეულოდან სასადილო ოთახში გაგვიყვანეს და ხმამაღლა მოითხოვეს იატაკზე დავწოლილიყავი. გავხდი შეუძლოდ. ამივარდა ტირილი. სასადილოს ერთ-ერთ თანამშრომელს სპეცრაზმელმა უფლება მისცა ჩემთვის წყალი მოეწოდებინა. ნება მომცეს, იატაკზე ნახევრად წამოწოლილ მდგომარეობაში ვყოფილიყავი. ამ დროს ტელეკომპანიის ბარში ჩამოკიდებულ ტელევიზორში ვხედავდი, რომ “იმედი” ჯერ კიდევ ეთერში გადიოდა. თუმცა ვინ იყო კადრში, ეს, სამწუხაროდ, არ ჩანდა. ცოტა ხნის შემდეგ დავინახე, რომ მაუწყებლობა გამოირთო…”

ლევან ვეფხვაძე (“დროების” ყოფილი პროდიუსერი): “7 ნოემბერს ვიმყოფებოდი სამსახურში. დაახლოებით, 8:30 შევედი პოლიტიკური პროგრამების დირექტორის ოთახში…

დაახლოებით 10 წუთში, ჩვენი თანამშრომლების ერთი ჯგუფი ყვირილით _ “ტელევიზიაში სპეცნაზი შემოვარდა”, გაიქცა კინოსტუდიის ფლიგელისკენ… მე გამოვედი დერეფანში და დავაპირე ქვევით, მეორე სართულზე ჩასვლა. თუმცა კიბის უჯრედიდან მკაფიოდ ისმოდა შეძახილები “ყველანი დაწექით ძირს”. მე შევჩერდი და შევედი გიორგი თარგამაძის მისაღებში, სადაც ჩართული იყო ტელევიზორი და ჩვენს ეთერში დავინახე, როგორ დაჯდა გიორგი თარგამაძე პირდაპირ ეთერში და დაიწყო საუბარი.

ამ დროს უკვე მესამე სართულის დერეფანში გაისმა შეძახილი “ყველანი ძირს” და გამოვედი დერეფანში. დავინახე სამი ადამიანი სპეცრაზმელის ფორმაში და სახეზე ნიღბით. მათ ეკიდათ ჩემთვის უცნობი ტიპის პატარა ზომის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები. პირველი შეძახილი იყო _ “დროზე, იატაკზე დაწექით”! რა უნდოდათ ჩვენგან, ან რატომ უნდა დავწოლილიყავით იატაკზე, მათ არ განგვიმარტეს. თუმცა, ალბათ იმიტომ, რომ დერეფანი იყო ვიწრო, მათი ბრძანება “დაწექით” შეიცვალა _ “კედელზე!” “პირით კედლისკენ!”. მე დავემორჩილე მათ ბრძანებას და შევტრიალდი კედლისკენ. ამ დროს ოთახებიდან გამოიყვანეს თანამშრომლები. ჩემ გვერდით აღმოჩნდა რეჟისორი დათო კიკვაძე მარჯვნიდან. ხოლო მარცხნივ, მეორე კედელზე იყვნენ რუსუდან ცხომელიძე და ლიზი ვაჩნაძე. რუსუდან ცხომელიძე შავფორმიანი ნიღბოსნებისგან ითხოვდა პასუხს, რატომ იყო იგი კედელზე მიყენებული, მაგრამ პასუხად ისმოდა _ “მოკეტე”.

… მე დერეფნის გასწვრივ ვუყურებდი შავფორმიანების სართულზე მოძრაობას. მესამე სართულიდან ჩანს ნიუსის სტუდია და ისინი, როგორც ჩანს, უყურებდნენ თარგამაძეს. ჩემ გვერდით მდგომმა, ჩემზე დაბალმა შავნიღბიანმა მომცა შენიშვნა “ნუ იყურები!” როცა ამ ბრძანებას არ დავემორჩილე, ჩემთან მოვიდა უფრო ასაკოვანი, დაახლოებით, 45 წლის შავნიღბიანი მამაკაცი, რომელსაც ხელში ეჭირა ელექტროშოკი და მითხრა: “ხომ იცი, რა არის საჭირო, რომ პრობლემები არ შეგექმნას? შეტრიალდი და არ მობრუნდე”. “თუ ამით რამე გვეშველება, კი, ბატონო”, _ ვუპასუხე. ამ დროს მუდმივად მესმოდა შეძახილები “სად არის კამერების ოთახი, სად არის მე-4 სართულზე ასასვლელი, სად არის არქივი?”

ლევან ჯავახიშვილი (ჟურნალისტი): “2007 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით 9 საათზე, ჩემს კოლეგასთან, სოფო მოსიძესთან ერთად პირდაპირ ეთერში მიმყავდა საინფორმაციო პროგრამა. გამოშვების რეჟისორმა გვაუწყა, რომ შენობაში სპეცდანიშნულების რაზმი შემოვიდა, რაც ჩვენ პირდაპირ ეთერში გადავეცით.

მოგვიანებით, სტუდიაში შემოვიდა გიორგი თარგამაძე, რომელმაც პირდაპირი ეთერი გააგრძელა. ჩვენ, მე და სოფო მოსიძე შევედით საეთეროში, სადაც ჩვენი კოლეგები იყვნენ. საეთეროში პანიკა იყო ატეხილი. გოგონები ნერვიულობდნენ. ცოტა ხანში საეთეროს კარში ბრახუნი გაისმა, შემდეგ კი კარი შემოამტვრიეს და დაიყვირეს _ “ყველანი მიწაზე დაწექითო.”

უცებ საგრიმიოროდან საეთეროში, ვიზაჟისტი ნათია ქარქაშაძე ცემა-ცემით შემოათრიეს და ძირს დააგდეს. მას აგინებდნენ. სპეცრაზმელები გამოირჩეოდნენ სისასტიკით. იგინებოდნენ და ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს ჩვენკენ იშვერდნენ. დაახლოებით, 15 თანამშრომელი საეთეროდან პირველ სართულზე ჩამოგვიყვანეს, სადაც უამრავი ადამიანი მიწაზე ჰყავდათ დაწვენილი ისე, როგორც მხატვრულ ფილმებშია. მათ თავზე ნიღბიანები ედგნენ და იარაღის ლულები ჰქონდათ მიშვერილი. ზოგიერთი სპეცრაზმელი გოგონებს აგინებდა _ “თქვე ბადრის პუტანკებოო”. მე ერთ-ერთმა ნიღბიანმა მითხრა: “დაგენძრათ ბადრის ლეკვებოო”, თან ავტომატის კონდახი მომიღერა.

მოგვიანებით, შენობიდან გარეთ ეზოში გამოგვიყვანეს და ტერიტორიის დატოვება გვიბრძანეს. ჩვენ დავემორჩილეთ. ლუბლიანას ქუჩა ჩაბნელებული იყო. გარეთ სასწრაფო დახმარების მანქანები და სხვა ტელეკომპანიის წარმომადგენლები იდგნენ. ქუჩაში გამოსვლისას ვიკითხე, მანქანას გამატანთ თუ არა-მეთქი. რაზეც მიპასუხეს _ არაო. როდესაც ლუბლიანას ქუჩაზე გამოგვიყვანეს, კარები ჩაგვიკეტეს, უცებ გინება და სროლის ხმა გავიგე. ლუბლიანას ქუჩაზე სპეცრაზმი, ე.წ. რობოტები იდგნენ, რომლებიც ჩვენს დასარბევად გამოემართნენ. მე გაქცევა ვერ მოვასწარი, ორი ტყვია (რეზინის) ფეხებში მომხვდა. როცა შემოვტრიალდი და გავიქეცი ორი (რეზინის) ტყვია ზურგში მომარტყეს, თან გვაგინებდნენ. საავადმყოფოებამდე გვდიეს, დაახლოებით, 10-12 წუთი. თავს დიღმის მანქანის ბაზრობაზე გაქცევით ვუშველე…”

P.შ. როდესაც, “იმედის” დარბევის შემდეგ, საქართველოში ტელევიზიის აღდგენის მიზნით ცნობილი უფლებადამცველი ადამ მიხნიკი ჩამოვიდა, ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც მან მედიისთვის მოაწყო, განაცხადა: “იმედის” ჟურნალისტებზე ზეწოლის შესახებ, ხელისუფლების წარმომადგენლებს ვესაუბრე და მითხრეს, რომ მათზე არანაირი ზეწოლა არ არის. მოითხოვეს კონკრეტული პირების დასახელება. მუქარა კი იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ პირებს თავიანთი თავის დასახელების შეეშინდებათ. სიმართლე გითხრათ, პასუხი ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან პოლონეთშიც ასე ხდებოდა. მაგრამ, ერთი ცნობილი გამონათქვამისა არ იყოს, “დემოკრატიისთვის ბრძოლა ნევის პროსპექტზე სეირნობა არ არის”. ბუნებრივია, იქნება მუქარაც და იქნება ზეწოლაც _ მაგრამ, ვისაც დემოკრატიისთვის ბრძოლა გადაუწყვეტია, ამასაც უნდა გაუძლოს და უარესსაც!”

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სამართალი

ვინ დააკავეს ოზურგეთში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის მცდელობისთვის

13:55; 23 სექტემბერი, 2023
სამართალი

“რაზე ისაუბრა მელიამ” _ სახალხო დამცველის რწმუნებული გლდანში დაკავებულებს შეხვდა

13:38; 23 სექტემბერი, 2023
სამართალი

3 ლარი წაიღეს _ ქუთაისში “ისი პარი” გატეხეს

11:42; 23 სექტემბერი, 2023
სამართალი

სასაფლაოზე არასრულწლოვანი დაჭრეს

10:31; 23 სექტემბერი, 2023
სამართალი

გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ – ოზურგეთში ერთი პირი დააკავეს

18:40; 22 სექტემბერი, 2023

საარჩევნო წლის ბიუჯეტი

"თემები" და კადრები

ყველა სიახლე

სპორტი

რაგბის მსოფლიო თასი – საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიასთან ფრედ ითამაშა

19:35; 23.09.2023
პოლიტიკა

გამომძიებელი – ნიკა მელია გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს

18:19; 23.09.2023
პოლიტიკა

“ვერ დაგვრჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყნის ინტერესების ფარგლებში მოქმედებს” – წილოსანი პრეზიდენტზე

18:01; 23.09.2023
სამართალი

ვინ დააკავეს ოზურგეთში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის მცდელობისთვის

13:55; 23.09.2023
სამართალი

“რაზე ისაუბრა მელიამ” _ სახალხო დამცველის რწმუნებული გლდანში დაკავებულებს შეხვდა

13:38; 23.09.2023
საზოგადოება

საუკუნის ამბები გომისმთაზე _ დასრულებული “ბოძების ანატომია” და დასასრულს მიახლოებული უნიკალური გზის მშენებლობა

11:57; 23.09.2023
საზოგადოება

“თხილის სეზონი მიიწურა, ფასი ხელში ჩაგველია”

11:55; 23.09.2023
ფინანსები

რას მოხმარდება რეგიონული განვითარების ფონდიდან დამატებით გამოყოფილი თანხები

11:53; 23.09.2023
სამართალი

3 ლარი წაიღეს _ ქუთაისში “ისი პარი” გატეხეს

11:42; 23.09.2023
საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10:39; 23.09.2023
სამართალი

სასაფლაოზე არასრულწლოვანი დაჭრეს

10:31; 23.09.2023
პოლიტიკა

“ჩვენი მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია ომის აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფაა”

10:10; 23.09.2023
პოლიტიკა

“თუ დასასჯელია, უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოს მოქალაქე” _ პრეზიდენტი ფარცხალაძეზე

10:04; 23.09.2023
ზაფრანი

მსოფლიოში ყველაზე მოსაწყენი სამუშაოები და ჰობი

9:39; 23.09.2023
ზაფრანი

ცნობილი ადამიანები, რომლებიც გადამღებ ჯგუფს უხეშად მოექცნენ

9:27; 23.09.2023

დღის ფოტო

დღის ფოტო

დილის სტუმარი ლია ბებოსთან _ ფოტო ბახმაროდან

14:57; 8.09.2023
0

საქართველოში 3 ტყუპი დაიბადა

16:36; 16.08.2023

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ასწავლეთ შვილებს… მაგრამ ჯერ თავად ისწავლეთ” _ რას წერს პეტრე კოლხი

16:46; 21.09.2023
0

სუს-ის ზღაპრებისა არ ვიცი, მაგრამ ესენი ნამდვილად გაიჩალიჩებენ “ანაბრების რევოლუციას” –გოცირიძე

9:57; 19.09.2023
გურია ნიუსი

[email protected]
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2023 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო