ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდეტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ პოლიტოლოგებთან და ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"გამომდინარე იქედან, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, მისი გამოსვლა, ბუნებრივია, უნდა ეხმიანებოდეს იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებზეც საზოგადოებას ყურადღება აქვს გამახვილებული. ვეცადეთ, დღევანდელ შეხვედარზე მაქსიმალურად ფართოდ ყოფილიყო წარმოდგენილი იმ ორგანიზაციების სპექტრი, რომლებიც მუშაობენ საგარეო პოლიტიკის პრობლემატიკაზე და, რომელთა კვლევაშიც აღინიშნება აზრთა სხვადასხვაობა. ნამდვილად მნიშვნელოვანია პრეზიდენტისთვის, ვიცოდეთ ყველა ის განწყობა, რომელიც საზოგადოებაშია", – განაცხადა ფხალაძემ.