ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო გამოცდებისათვის რეგისტრაცია 17 მარტის 6-საათამდეა შესაძლებელი.
გამოცდებისათვის რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე www.naec.ge online.naec.ge მიმდინარეობს.
16 მარტის მონაცემებით რეგისტრირებულია: 35 ათასზე მეტი აბიტურიენტი ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის; 2 ათასზე მეტი სტუდენტი საგრანტო კონკურსისათვის; 8 ათასამდე კანდიდატი საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის.
„რეგისტრაციის პროცესი 17 მარტის 18:00 საათზე დასრულდება.
ვადის ამოწურვის შემდეგ მსურველები რეგისტრაციას ვეღარ გაივლიან. რეგისტრაციის დასრულებამდე აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, მიუთითოს ქალაქი და ენა, რომელზეც სურს გამოცდის ჩაბარება.
საგანმანათლებლო პროგრამების მითითება თუ შეცვლა კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. რეგისტრაციის პროცესის მხარდასაჭერად ინტენსიურად მუშაობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი – 2473333. ინფორმაციის მიღება ონლაინ დახმარების სერვისითაც არის (www.naec.ge) შესაძლებელი“, _ აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.