თურქი ინვესტორი, მეჰმედ ქათარი, ლანჩხუთის ა(ა)ი პ "საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრის" თანამშრომლების, თამაზ იმნაძისა (ინვესტიციების განყოფილება) და ირაკლი კვაჭაძის (აგრობიზნესის განყოფილება) წინადადებით დაინტერესდა და სამომავლოდ მუნიციპალიტეტში ბრინჯის მოყვანა აქვს გადაწყვეტილი.
დასაწყისისთვის მან ლანჩხუთში 63 ჰა მიწია აიღო იჯარით, სადაც ჯერ სოიას მოყვანას გეგმავს.
ცენტრის დირექტორ გელა ზოიძის ინფორმაციით, მეჰმედ ქათარს რამდენიმე წელია სენაკის მუნიციპალიტეტში აქვს იჯარით აღებული მიწის ნაკვეთები და იქ ბრინჯის მოყვანითაა დაკავებული, საშუალოდ ჰექტარზე 7-9 ტონა. როგორც ირკვევა, თურქი ინვესტორის სურვილია სხვა კერძო ფერმერებთანაც ითანამშრომლოს.
გელა ზოიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ თუ სხვა ფერმერებიც დაინტერესდებიან და ბრინჯის მოსავალი მთლიანობაში 500 ჰექტარზე იქნება, მაშინ ინვესტორს გადაწყვეტილია აქვს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ბრინჯის ქარხნის მშენებლობა დაიწყოს.