თურქული გამოცემა "ჰურიეტის" ინფორმაციით სტამბოლში საქართველოს გენერალურ კონსულმა ირაკლი ასაშვილმა მეგობარი გოგონა სცემა.
გამოცემის ინფორმაციით, ირაკლი ასაშვილმა მოლდოველ პარტნიორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შედეგად გოგონას სახეზე პლასტიკური ოპერაციის ჩატარება დასჭირდა.გამოცემა წერს, რომ წყვილი ორი წელია ერთად ცხოვრობს. ბოლო თვეების განმავლობაში კი მათ ურთიერთობა დაეძაბათ.
"ვიკამათეთ, ასაშვილმა ყვირილი და ცემა დამიწყო. ცხვირში დამარტყა. ვიგრძენი რომ ძვალი გატყდა, იმდენად მაქვს დაზიანებული ცხვირი, რომ პლასტიკური ქირურგის ჩარევა მჭირდება", _ განაცხადა საავადმყოფოში მყოფმა მოლდოველმა გოგონამ _ წერს "ჰურიეტი".
აღნიშნულთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასაშვილის კომენტარი რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
"თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გაწვდით სტამბულში საქართველოს გენერალური კონსულის სატელეფონო კომენტარს, რომლის ჩანაწერიც საზოგადოების მაღალი ინეტრესის გათვალსიწინებით უზრუნველყო საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა" _ აღნიშნულია უწყების მიერ მოწოდებულ მასალაში.
.