"მე შემაძრწუნა ფეისბუქზე გამოქვეყნებულმა სასულიერო პირის, ეპისკოპოსის ქადაგებამ" _ მეუფე იოსების ეს კომენტარი შემოქმედის ეპარქიამ ფეისბუქზე გამოაქვეყნა:
_ არ ვიცი, არის თუ არა ეს მართალი, ძნელი დასაჯერებელია და თუ მართალია, მთელი პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო _ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იყო ერთგული და იქნება კათალიკოს პატრიარქის ამბროსი ხელაიას მოწამეობრივი ღვაწლისა.
და თუ დღეს რომელიმე მღვდელი ან ეპისკოპოსი მოუწოდებს საქართველოს რუსეთის მონობისკენ, სამწუხაროდ, ამით პატივს არ სცემს ჩვენს წინაპრებს, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობას.
ასევე სახელს უტეხს ეკლესიის ავტორიტეტს.
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავარნი კათოლიკოს პატრიარქი და სამღვდელოება დაუღალავი შრომითა და ლოცვით მხარს უჭერს ქართველი ხალხის ნებას, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობა ჰქვია.
და ამ წმინდა გზაზე, ინებოს ღმერთმა, მალე გავსულივყვეთ. გამთლიანებულიყვეს და გაძლიერებულიყვეს საქართველო, _ ამ განცხადებას ხელს იოსები მიტროპოლიტი შემოქმედელი აწერს.
იხილეთ ვიდეო: მეუფე სპირიდონი: "ის ქართველები, რომლებიც დღეს რუსეთსა და ბელორუსს ლანძღავენ, ნამდვილი ქართველები არ არიან"