საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა, ზურაბ ჯაფარიძემ დღს გამართულ ბრიფინგზე, ქვეყანაში შექმნილ ეკონიმიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 21 მარტს დაგეგმილი აქციის მთავარი მიზანი მთავრობის გადადგომაა.
"ხვალ, 21 მარტს ჩვენ ვმართავთ თბილისში საპროტესტო აქციას, რომლის მთავარი მოწოდებაც არის გადადგეს საქართველოს უნიათო მთავრობა სრული შემადგენლობით. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იმდენად დიდი არის სურვილი აქციაზე მომსვლელების, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ აქციის დისლოკაცია შევცვალოთ და ნაცვლად რუსთაველის გამზირისა, აქცია გაიმართება თავისუფლების მოედანზე. მანამდე იქნება ორი დიდი შეკრება: ერთი ვარდების მოედანზე , მეორე ეგრეთ წოდებულ კოლმეურნეობის მოედანზე, საიდანაც მოეწყობა მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ. აქცია დაიწყება თავისუფლების მოედანზე 16:00 საათისთვის და სწორედ იქ შედგება აქციის ძირითადი ნაწილი, ეგრეთწოდებული მიტინგი.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოუწოდებთ საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც თვლის რომ ის არის მოტყუებული ამ ხელისუფლების მიერ, ვინც თვლის რომ არის შეურაწყოფილი ამ ხელისუფლების უტიფარი განცხადებებით, ვინც თვლის რომ ეს ხელისუფლება არის უნიათო და უნდა გადადგეს, მოვიდეს 21 მარტს 16:00 საათზე თავისუფლების მოედანზე და ერთად მოვითხოვოთ რომ გადადგეს საქართველოს უნიათო მთავრობა."