აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მედეა ვასაძემ საქართველოს მთავარ პროკურორს ბატონ გიორგი ბადაშვილს საჯარო მიმართვა დღეს გაუგზავნა. მიმართვაში საუბარია აჭარის პროკურატურის პროკურორებზე, რომლებიც ვასაძის მტკიცებით უკანონოდ იქცევიან.
_ ყველაფერს აქვს საზღვარი და მათ შორის უზნეობასაც. ამიტომ, მოგიწოდებთ დაიწყოთ ძველი "ურან-ჩვევებით" აღჭურვილი პროკურორებისა და გამომძიებლებისგან აჭარის რესპუბლიკის პროკურატურის ორგანოების წმენდა, _ წერს ვასაძე და აღნიშნავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში იძლებული იქნება კონკრეტული ფაქტები გაასაჯაროოს.