"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები ოზურგეთიდან აქციაში წამსვლელთა ზუსტ ციფრს ვერ ასახელებენ:
_ ზუსტად ვერ გეტყვით რამდენი ადამიანია. ჩემი ინფორმაციით ბევრი მატარებლით წავიდა. მივდივართ ავტობუსებით, მიკროავტობუსებით, კერძო ავტომობილებით. საერთო ჯამში, ალბათ, 500 კაცამდე ვიქნებით, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას პარტიის რაიონული ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ გოგოტიშვილმა.