სასტუმრო "რედისონის" მიმდებარე ტერიტორია და რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ადგილი წითელი საღებავითაა დასვრილი. ამ დროისთვის "თბილსერვის ჯგუფის" დასუფთავების ბრიგადები ადგილზე იმყოფებიან და ტერიტორიას საღებავისგან წმენდენ.
ინფორმაციას აამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
დედაქალაქის მერია შევახსენებს დღევანდელი აქციის მონაწილეებს, რომ ქალაქის იერ-სახის დამახინჯება ისჯება კანონით.
"ამიტომაც მოვუწოდებთ მათ, დაიცვან სისუფთავე და არ დასვარონ რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ქუჩები", _ აღნიშნულია განცხადებაში.