https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ნიკო მარი _ შოტლანდიელი ქართველი და მისი მოწაფეთა მოწაფე ბასკოლოგი გრეტა ჩანტლაძე-ბაქრაძე

13:03; 23.03.2015
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

დიდი ხანია მინდოდა ამ სტატიის დაწერა და ვეძებდი მიზეზს; აი, მიზეზიც _ ჩემს უმცროს მეგობარსა და კოლეგას, ამერიკის საერთაშორისო საინფორმაციო აკადემიისა და ქართული ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრს, პროფესორ გრეტა ჩანტლაძე-ბაქრაძეს 70 წელი შეუსრულდა. მე ამ ტიტულებს მინდა მივუმატო კიდევ ერთი ტიტული _ ჩოხატაურის საპატიო მოქალაქეობა. უდიდესი მეცნიერის ნიკო მარის სახლ-მუზეუმის გახსნის დღისათვის,  ბატონი გია ცინცაძის თხოვნით, ქალბატონმა გრეტამ მოიძია და მუზეუმს გადასცა ნიკო მარის უიშვიათესი  შრომები, რომლებიც მან მოიპოვა ასპირანტობის პერიოდში ლენინგრადში (ახლანდელ სანკტ-პეტერბურგში). როგორც ქალბატონმა გრეტამ ჩემთან საუბარში აღნიშნა, აპირებს მუზეუმს გადასცეს ნიკო მარის წიგნი, ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული "Из Пиренеиской Гурии", რომელიც მან დაწერა ბასკეთში მოგზაურობის  შემდეგ.

ქალბატონმა გრეტამ გარდა იმისა, რომ მარის მუზეუმს შემატა რამდენიმე ექსპონატი, თავისი მშობლიური სოფლის _ ზედა ნაბეღლავის ხიდის აღდგენაში მიიღო აქტიური მონაწილეობა. მისი უფროსი დის, უდიდესი ენათმეცნიერის,  პროფესორ. იზა ჩანტლაძის ინიციატივით, გაკეთდა ზედა ნაბეღლავის გზა.

ქალბატონი გრეტა გახლდათ ჩემი დიდი მეგობრის, აკადემიკოს შოთა ძიძიგურის ასპირანტი ბასკურ-კავკასიურ ენათა კომპარატივისტიკის განხრით. მან პირველმა დაიწყო როგორც ბასკურის შესწავლა, ასევე, ბასკურის სწავლებაც კავკასიურ ენებთან მიმართებაში. ქალბატონ გრეტას დამთავრებული აქვს თსუ-ს ფოლოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება, მოსკოვის უცხო ენების შემსწავლელი  უმაღლესი ფრანგულ-ესპანური ენების კურსები (დაუსწრებლად), რამაც განაპირობა მისი ინტერესი ბასკების ენისა და ეთნოგრაფიის მიმართ. ახლახან, ეროვნულმა საზოგადოებრივმა აკადემიამ, საპატრიარქოსთან ერთად, მას საიუბილეო შეხვედრა მოუწყო სამების ეკლესიის სამონასტრო ცენტრში, სადაც ქალბატონმა გრეტამ წარმოადგინა მოხსენება "საერთო და განსხვავებული ბასკურ-კავკასიურ ეთნოლინგვისტიკის სფეროში".

ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა ბატონმა ვლადიუს რამიშვილმა მაღალი შეფასება მისცა ქალბატონი გრეტას, როგორც მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის შემოქმედებას. მისი საქმიანობა შეაფასეს და იუბილე მიულოცეს პროფ. ნათელა ანთიძემ, ჟურნალისტებმა ია მუხრანელმა და ჟანა ქაჯაიამ,  პროფესორმა ბადრი ცხადაძემ, პროფესორმა რამაზ გახოკიძემ, აკადემიკოსმა პაატა კოღუაშვილმა, მწერალმა ერეკლე საღლიანმა, და სხვებმა.

გაზეთ "რაეოს" 2014 წლის დეკემბრის ნომერში ჟურნალისტ ნინო ცხოიძის მიერ ქალბატონ გრეტასგან  აღებული ინტერვიუში ნათქვამია, რომ ბასკების ენისა და ეთნოგრაფიის მიმართ ინტერესი გაუჩნდა მას მერე, რაც პირველ კურსზე მოისმინა აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას ლექცია იბერიულ-კავკასიურ ენათა ნათესაობის შესახებ. მისი ყურადღება მიიპყრო უდიდესი მეცნიერის, ნიკო მარის ნაშრომის "Из Пиренеиской Гурии"-ს შესახებ ინფორმაციამ.

ქალბატონი გრეტა ასპირანტობის პერიოდიდან დაუკავშირდა ნიკო მარის მოწაფეებს _ პროფესორებს _ იოსებ მეგრელიძესა და ალექსანდრე ღლონტს, რომელთაგანაც ისმენდა და იწერდა საიტერესო ამბებს ნიკო მარზე, როგორც ბასკოლოგ-კავკასიოლოგზე.

გაზეთ "რაეოში",  აკადემიკოს შოთა ძიძიგურისა და პროფესორ იური ზიცერის  შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ  ის,  აკადემიკოს შოთა ძიძიგურს გაუცვნია უფროსი დის, იზა ჩანტლაძის საკანდიდატო დისერტაციის დაცვისას, მაშინ ქალბატონი გრეტა მუშაობდა სახელმწიფო წიგნის პალატაში "გეორგიკის"  (საქართველოსმცოდნეობის) განყოფილების გამგედ. ბატონი შოთა  გაოცებულა ბასკოლოგიური ლოტერატურით, რომელიც მოუპოვებია ახალგაზრდა გოგონას ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან და რუსეთიდან. მსოფლიოს ცნობილ ბასკოლოგებთან ჰქონია მას ეპისტოლარული ურთიერთობა. ბატონ შოთას, პროფესორ დავით ჩხიკვიშვილისა და აკადადემიკოს ილია ვეკუას ინიციატივით, დაიშვა ერთი ადგილი ასპირანტურაში, თსუ-ში, ბასკურ-კავკასიური ეთნო-ლინგვისტიკის განხრით, რომელსაც ქალბატონი გრეტა ოთხი წელი ელოდა. ასპირანტურის პირველსავე წელს ბატონმა შოთამ იგი მიავლინა ლენინგრადში, სალტიკოვ-შჩედრინის სახელობის ბიბლიოთეკის მე-800 ფონდში, სადაც მან დიდძალი მასალა მოიპოვა ბასკურ-კავკასიური ენების ურთიერთმიმართულებების ირგვლივ. ბატონ შოთა ძიძიგურს ახალგაზრდობიდან სურდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბებულიყო ბასკურ-კავკასიური (ქართველური) კვლევის ცენტრი. ამის მცდელობა ჰქონდა თვით ნიკო მარსაც, იგი უნდა მოეწვია უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორს აკადადემიკოს ივ. ჯავახიშვილს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო, ეს იდეა არ გახორციელდა… ნიკო მარს უნდოდა ბატონი შოთა პირველ ბასკოლოგად გაეზარდა და მას ჩამოეყალიბებინა ბასკურ-კავკასიური კვლევის ცენტრი საქართველოში. სამწუხაროდ, ბატონმა შოთამ ვეღარ გააგრძელა ამ ხაზით მუშაობა, რადგან გართულდა ნიკო მარის და მისი მოწაფეებისადმი დამოკიდებულება (ცნობილი დისკუსიების  გამო), ამიტომ  შოთა ძიძიგური ჩამოსცილდა ბასკებისა და ქართველების ურთიერთმიმართვის პრობლემებს და მხოლოდ 70-იან წლებში აისრულა ახალგაზრდობისდროინდელი ოცნება და ჩამოაყალიბა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართული ენის კათედრაზე, ბასკურ-კავკასიური კვლევის  ცენტრი, სადაც მოიწვია მსოფლიოში ცნობილი ბასკოლოგი პროფესორი იური ზიცერი.

1975 წელს ნიკო მარის მოსწავლეებმა ლენინგრადში გადაუხადეს  დაბადებიდან 100 წლისთავი, რომელსაც ესწრებოდნენ აკადემიკოსი შოთა ძიძიგური, პროფესორი იოსებ მეგრელიძე, პროფესორი ალექსანდრე ღლონტი. ქალბატონ გრეტას, როგორც  ნიკო მარის მოწაფეთა მოწაფეს, წილად ხვდა პატივი წაეკითხა მოხსენება ლენინგრადის უნივერსიტეტში,  აკადემიკოს  აგნია ვასილის ასულ დესნიცკაიას კათედრაზე. ეს იყო სრულიად განსხვავებული თემატიკა მაშინ, რომელიც მიეძღვნა ნიკო მარის იუბილეს. როგორც ქალბატონმა გრეტამ მითხრა, თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში ქალბატონ გულნარა სტურუასთან ერთად უნდა ჩაატაროს ნიკო მარის საიუბილეო საღამო. მას დიდი სურვილი აქვს  ჩოხატაურს და ჩოხატაურელებს კიდევ ერთხელ შეხვდეს და მოეფეროს მშობლიურ  კუთხეს, ესაუბროს "პირენეისა და კავკასიის გურიის ურთიერთმიმართებებზე", რომელსაც იგი მიუძღვნის ნიკო მარის დაბადებიდან 150-ე წლისთავს.

ერთი საინტერესო ამბავიც მინდა გიამბოთ ქალბატონ გრეტას  დაურეკეს მისმა ახლობლებმა გორიდან სტალინის საზოგადოების აქტიურმა წევრმა ქალბატონმა ნაზი სტეფანიშვილმა და წარმოშობით უკრაინელმა, მაგრამ ჭეშმარიტმა გორელმა _ ლანა ტალადიონოვამ, მათ სთხოვეს  სტალინის დაბადებიდან 135 წლისთავზე გამოსულიყო მოხსენებით: "სტალინი და ბასკურ-კავკასიური ჰიპოთეზა". ქალბატონმა გრეტამ პარიზში, სორბონაში სტაჟირებისას ბასკოლოგ პროფესორ  ჟან დიუკლოს არქივში მოიძია მასალა, რომელიც ეხებოდა სემინარიელი სოსელოს სურვილს, შეეგროვებინა 40 სემინარიელი და გამგზავრებულიყო ბასკეთში: "რამეთუ ასმიოდასპანიად ქართველნი არამცირედნი არიან მუნ…".  ვიდრე მის განზრახვას სისრულეში მოიყვანდა, სოსელოს შეუსწავლია ათონელების ცხოვრება და მოღვაწეობა და რამდენიმე  ბასკოლოგიური ნაშრომი, მაგრამ მისი სემინარიელობის შემდგომი პერიოდი სხვაგვარად წარიმართა… და ვერ გაემგზავრენ სოსელო და მისი მეგობრები "სპანიად", მოგვიანებით, როცა სოსელო სტალინი გახდა, არც მაშინ შეუწყვეტია ფიქრი ბასკთა და ქართველთა სავარაუდო ნათესაობის შესახებ. ნიკო მარმა პირადად მიართვა სტალინს მისი წიგნი"Из Пиренеиской Гурии". სტალინს მიაჩნდა,რომ ამ წიგნში უფრო მეტი იყო ეთნოგრაფია, ვიდრე ენობრივი მომენტები.

ქალბატონ გრეტას ძალიან უყვარს გურია და გურულები, მიუხედავად იმისა, რომ ჩოხატაურში დაიბადა, პირველად მისი მშობლიური კუთხე ნახა 1974 წელს ასპირანტობის პერიოდში, მან რაიონის მოსახლეობისთვის ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: "პირენეის და საქართველოს გურია".

და ბოლოს, მინდა ხაზი გავუსვა ქალბატონი გრეტას არაჩვეულებრივ პიროვნულ თვისებებს. იგი არ ივიწყებს გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ მეგობრებს _ ხშირად მინახულებს, მზრუნველობასა და ყურადღებას არ მაკლებს 88 წლის ავადმყოფ კოლეგასა და მეგობარს, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი მას და ვუსურვებ შვილების, შვილიშვილების და მისი ახლობლების კარგად ყოფნას, დიდხანს სიცოცხლესა და წარმატებებს  სამეცნიერო თუ პირად ცხოვრებაში.             

 უფალმა დალოცოს და გააძლიეროს ნიკო მარის მოწაფეთა მოწაფე _ ქალბატონი გრეტა ჩანტლაძე-ბაქრაძე!

პატივისცემითა და მადლიერების გრძნობით,   პროფესორი იური სიხარულიძე

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ქვის ცვენა და ზვავსაშიშროება – სად აიკრძალა მოძრაობა

20:32; 15 თებერვალი, 2026
საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაუჩინარებული მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

19:08; 15 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა”- მეუფე შიოს ქადაგება მირქმის დღესასწაულზე

18:26; 15 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სენაკში, საცხოვრებელ სახლში, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ, ძლიერი ხანძარი გაჩნდა

18:00; 15 თებერვალი, 2026
საზოგადოება

დედაენის ბაღში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

17:02; 15 თებერვალი, 2026

ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის

პასუხი სხვა სივრციდან

ყველა სიახლე

საზოგადოება

ქვის ცვენა და ზვავსაშიშროება – სად აიკრძალა მოძრაობა

20:32; 15.02.2026
საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაუჩინარებული მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

19:08; 15.02.2026
საზოგადოება

“გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა”- მეუფე შიოს ქადაგება მირქმის დღესასწაულზე

18:26; 15.02.2026
სპორტი

“ბორჯღალოსნებმა” ნიდერლანდებს მოუგეს

18:12; 15.02.2026
სამართალი

“კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 10 000 აშშ დოლარი გამოსძალეს”

18:04; 15.02.2026
საზოგადოება

სენაკში, საცხოვრებელ სახლში, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ, ძლიერი ხანძარი გაჩნდა

18:00; 15.02.2026
საზოგადოება

დედაენის ბაღში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

17:02; 15.02.2026
სამართალი

არასრულწლოვანთა დანაშაულის ზრდა და სისტემური ხარვეზები განრიდების პროგრამაში- რა წერია აუდიტის ანგარიშში

15:49; 15.02.2026
სამართალი

ძალადობა არასრულწლოვანზე – პოლიციელი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა

14:04; 15.02.2026
მსოფლიო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

13:38; 15.02.2026
პოლიტიკა

17 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყაველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით გამოვა

13:24; 15.02.2026
სამართალი

რამდენ ადამიანს აღმოაჩნდა დადებითი შედეგი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გურიაში

13:03; 15.02.2026
სამართალი

მამაკაცი დაჭრეს- რას აცხადებს შსს

12:53; 15.02.2026
ზაფრანი

„გამოსაშვები გამოცდა“

12:27; 15.02.2026
ზაფრანი

„დამატებითი ტაიმები დაინიშნა და ამან გაგვშიფრა…“

12:24; 15.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო