https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის

14:03; 23.03.2015
ფინანსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

"ლარი რეგიონის საუკეთესო ვალუტაა," – ამ შინაარსის სათაური ჰქონდა კვლევას, რომელიც საინვესტიციო ბანკმა, გალტ ენდ თაგართმა გასულ კვირას გამოაქვეყნა. კვლევაში საუბარია ლარის რეალურ გაცვლით კურსზე, რომელიც ასახავს გაცვლითი კურსის ცვლილებას საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ, სამომხმარებლო ფასების ინდექსებს შორის თანაფარდობის ცვლილების გათვალისწინებით.

ვინაიდან საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტა დოლართან მიმართებაში უფრო მეტად გაუფასურდა, ვიდრე საქართველოში, შეიძლება ითქვას, რომ ლარის რეალური გაცვლითი კურსი არსებითად არ შეცვლილა.

რეალური გაცვლითი კურსი ასახავს ეკონომიკის მდგომარეობას საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ხოლო ნომინალური კურსი, რომელიც, ძირითადად, ბანკებისა და სავალუტო ჯიხურების აბრებზეა მითითებული, მხოლოდ კონკრეტული უცხოური ვალუტის ფასს ასახავს.


ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის

რეალური კურსით ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების ანალიზი, ყველაზე სასარგებლოა იმ კუთხით, რომ მისი დინამიკა გულისხმობს პარტნიორ სავაჭრო ქვეყნებში მიმდინარე პროცესებსაც, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს იმპორტირებული პროდუქციის ფასების მაჩვენებელსა და ინფლაციის დონეზე.
ზოგადად, ქვეყანაში ეროვნული ვალუტის გაუფასურებას მოსდევს ინფლაციური პროცესების მოლოდინი, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, რომელიც იმპორტზეა დამოკიდებული. ასევეა საქართველოშიც, ვინაიდან ქვეყანაში იმპორტირებული საქონლის დიდი ნაწილის შესყიდვა დოლარში ხდება, ერთი შეხედვით, დოლარის გაძვირების გამო პროდუქტიც უნდა გაძვირდეს.

თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში საექსპორტო პროდუქციის ფასიც დოლარში დგინდება, ვინაიდან ამ ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტები გაიაფდა, დოლარში მათი ფასი შემცირდა. ანუ, გამოდის, რომ დოლარის გამყარების გამო საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის ფასი შემცირდა. ამ ფონზე, დოლარის ლართან მიმართებაში გაძვირება, რეალურად იმპორტის ლარში გაძვირებას არ გამოიწვევს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უნდა ითქვას, რომ საქართველოში ფასების მაჩვენებლის, შესაბამისად, ინფლაციის მკვეთრ ზრდას არ უნდა ველოდოთ.


ფასები არც საწვავზე გაიზრდება

სპეციფიკური სიტუაციაა ნავთობპროდუქტებთან მიმართებაში, ვინაიდან ამ პროდუქტის ფასი საერთაშორისო ბირჟებზე დოლარში ითვლება, დოლარის გაძვირების გამო შესაძლებელი იყო, რომ ნავთობპროდუქტები საქართველოშიც გაძვირებულიყო. თუმცა, საქართველოში საწვავის ფასის ზრდა მოსალოდნელი რეალურად არ არის, – როგორც სხვა იმპორტირებული პროდუქციის შემთხვევაში, საერთაშორისო ფასები საწვავზეც მცირდება. სხვა პროდუქციისგან განსხვავებით ნავთობპროდუქტების საიმპორტო ფასების დაწევა, არა პარტნიორ სავაჭრო ქვეყნებში არსებული მდგომარეობით, არამედ ზოგადი ტრენდის თანახმად ხდება.

დაახლოებით ერთი თვის წინ ნავთობზე მსოფლიო ფასების მატება დაიწყო, თუმცა, მალევე გაირკვა, რომ ეს მხოლოდ დროებითი მოვლენა იყო. საქმე ისაა, რომ აშშ–მა ნავთობის მარაგების შევსების მიზნით, ამ პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა, შესაბამისად, გაიზარდა ფასებიც. თუმცა, მარაგების შევსების შემდეგ მსოფლიოს ნომერ პირველმა ეკონომიკამ ნავთობზე მოთხოვნა შეამცირა და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საწვავზე საერთაშორისო ფასებზე კლების ტრენდი ფიქსირდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოში არც საწვავზეა ფასების ზრდა მოსალოდნელი, შესაბამისად, იმის მოლოდინი, რომ ინფლაციური პროცესები საწვავის ფასების ზრდასთან ერთად დაიწყებოდა, პრაქტიკულად, გამორიცხულია.


ლარი ინფლაციის დაგეგმილი მაჩვენებლის მიღწევას ეწირება

ვინაიდან საქართველოში იმპორტირებულ პროდუქტზე დოლარში ფასები მცირდება, ლარის ნომინალური კურსის შემცირება ინფლაციის მაჩვენებელზე ვერ აისახება. მიმდინარე სიტუაციაში მოსალოდნელი არც მოხმარების ზრდაა, ვინაიდან ნავთობპროდუქტებზე ფასების შემცირებით გამოთავისუფლებული სახსრები დოლარში გაცემული კრედიტების ეროვნულ ვალუტაში გაძვირებამ "გადაყლაპა", შესაბამისად, ინფლაციას სტიმულს ვერც მოხმარების ზრდა მისცემს. ეს სიტუაცია ყველაზე რთულ მდგომარეობაში აყენებს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას, რომელმაც მიმდინარე წლის ინფლაციის გეგმიურ მაჩვენებლად 5% განსაზღვრა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების შემცირების მსოფლიო ტრენდის პირობებში 5%–იანი ინფლაციის დაგეგმვა შეცდომა იყო, თუმცა, ამას ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებით ამართლებს.

ერთის მხრივ, ფასების კლებისა და მეორეს მხრივ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საქართველოს პარლამენტის წინაშე აღებული ვალდებულებების ფონზე, ეროვნულ ბანკი გამოსავალს ლარის გაუფასურებაში ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ მსხვილი სავალუტო ინტერვენციებით ეროვნული ბანკის ლარზე მზრუნველი ინსტიტუტის იმიჯს იქმნის, ცალსახაა, რომ მისი პოლიტიკა დღეს ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზეა მიმართული. ლარის კურსის ვარდნის დაწყებიდან დღემდე ეროვნულმა ბანკმა სულ 280 მილიონი დოლარი გაყიდა, ამ შთამბეჭდავი ინტერვენციების მიუხედავად, ეროვნული ვალუტა არ მყარდება და ამას თავად ეროვნული ბანკი საგარეო ფაქტორებით ხსნის.

კიდევ უფრო შორს მიდიან ის ექსპერტები, რომლებიც ეროვნული ვალუტის მდგომარეობას ქვეყნის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო შექმნილ დოლარის დეფიციტს უკავშირებენ. მათ გამოხატულად პოლიტიკურ და პოპულისტურ განცხადებებში იკითხება აზრი, რომ თითქოს ქვეყანაში ინვესტიციები და ტურისტული ნაკადი შემცირდა. თუმცა, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში ოფიციალური მაჩვენებლები საპირისპიროზე მიუთითებს.
რეალურად, მიზეზი სხვაგან, ეროვნული ბანკის პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ, რომელიც, ერთის მხრივ, სავალუტო ინტერვენციებით ბაზარზე უშვებს დოლარს, მეორეს მხრივ კი რეფინანსირების სესხებს რეკორდულ მაჩვენებლამდე ზრდის, ანუ ბაზარზე უშვებს ჭარბ ლარს. თუ დავუშვებთ, რომ გიორგი ქადაგიძის სტრუქტურის გადაწყვეტილებებში პოლიტიკური ფაქტორი არ არსებობს, რჩება ერთადერთი დასკვნის გაკეთების საშუალება, რომ ლარის გაუფასურება, მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებლის მისაღწევად ხდება.


ლარის გაუფასურება რეფინანსირების სესხების ზრდით ხდება

ეკონომიკაში ფულის მასის კონტროლი ეროვნულ ბანკს რამდენიმე მეთოდით შეუძლია, დოლარის მასის ზრდა სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებით არის შესაძლებელი, ხოლო ლარის მოცულობის ზრდა რეფინანსირების სესხებით ხდება. ვინაიდან, ეროვნული ვალუტის კურსი ქვეყანაში ამ ორი ვალუტის მოცულობის ურთიერთმიმართებით დგება, გამოდის, რომ ეროვნულ ბანკს ლარის კურსის კონტროლი მარტივად შეუძლია.

დოლარის გამყარების მსოფლიო ტრენდი 2014 წლის გაზაფხულიდან დაიწყო, ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ადგილობრივმა ვალუტება გაუფასურება სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყეს, რაც შეეხება საქართველოს, ლარის გაუფასურების პროცესი მხოლოდ ნოემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო. როგორც საქსტატის მაჩვენებლებიდან ჩანს 2014 წლის განმავლობაში ქვეყანაში ბოლო 6 წლის რეკორდული რაოდენობის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, ასევე, პოზიციური ციფრებია ტურიზმის, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონის, შეფასებებისას. ძირითადად, ამ ორი ფაქტორის გამო, ლარი დოლართან მიმართებაში პრაქტიკულად 10 თვის განმავლობაში ინარჩუნებდა პოზიციებს, ეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტები ეცემოდა. ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ ლარის რეალური გაცვლითი კუსი მყარდებოდა.

ამ ფონზე, ეროვნული ბანკი დადგა იმ საფრთხის წინაშე, რომ დაგეგმილი ინფლაციის მაჩვენებელი ვერ იქნებოდა მიღწეული. შესაბამისად, ამ პერიოდიდან დაიწყო ფულის მასის ზრდა რეფინანსირების სესხებით. თუ 2013 წელს რეფინანსირების სესხის მაქსიმალური მაჩვენებელი 450 მილიონი ლარი იყო, 2014 წლის ჯერ კიდევ აპრილში ამ მაჩვენებელმა 600 მილიონ ლარს მიაღწია, ზოგადად, მთელი წლის განმავლობაში დაახლოებით 500 –550 მილიონის ფარგლებში მერყეობდა. ამ ყველაფრის ფონზე, 2014 წლის ბოლოს, როდესაც ზაფხულის ტურისტული სეზონი დამთავრდა და რუსეთ–უკრაინის კრიზისის დაძაბვის გამო ქვეყანაში უცხოური ვალუტის გადმორიცხვები შემცირდა, ლარმა ვარდნა დაიწყო. 2014 წლის დეკემბრის მეორე ნახევარსა და 2015 წლის დასაწყისში დროებითი ლარის გამყარების ფონზე, 2015 წლის იანვარში ინფლაციის მაჩვენებელი 1.4% დაფიქსირდა, რაც ეროვნული ბანკის დაგეგმილ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა. კიდევ უფრო რთულად დადგა საკითხი თებერვლის მაჩვენებლების გამოქვეყნებისას, ინფლაცია შემცირდა და 1.3% შეადგინა.

სწორედ ინფლაციის წახალისების მოტივით, მიმდინარე წლის თებერვლიდან რეფინანსირების სესხები 700 მილიონ ლარამდე გაიზარდა, ბუნებრივია, ლარის ეს მოცულობა დააწვა ბაზარს და გაუფასურება ისევ გაგრძელდა. კიდევ უფრო გართულდა ლარის მდგომარეობა მარტში, როდესაც ეროვნულმა ბანკმა გარდა 700 მილიონისა, დამატებით 200 მილიონი მუდმივმოქმედი რეფინანსირების სესხი გასცა. რეფინანსირების სესხების ზრდის ფონზე, ბუნებრივია სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებს განსაკუთრებული ეფექტი არ აქვს, ვინაიდან ქადაგიძის ინსტიტუცია ერთდროულად ლარსაც უშვებს და დოლარსაც, ამ ორი ვალუტის თანაფარდობა არ იცვლება.

ლარის კურსთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიაში საინტერესო განცხადება გააკეთა საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ, რომლის განცხადებით გაცემული რეფინანსირების სესხები ლარს ვერ დააწვება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ფული ბანკების საკორესპოდენციო ანგარიშებზე რჩება. ზურაბ გვასალიას ეს განცხადება, რომელიც, პრაქტიკულად, ერთი ერთზე ემთხვევა ეროვნული ბანკის რიტორიკას და დიდი ალბათობით, მის ხელმძღვანელობასთანაც არის შეთანხმებული, როგორც მინიმუმ, ეჭვის საბაბს იძლევა. გამომდინარე იქიდან, რომ თავად ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე არსებული ინფორმაციით, 2015 წლის იანვარსა და თებერვალში სარეზერვო ფულის მაჩვენებელი პრაქტიკულად არ შეცვლილა და ხსენებული რეფინანსირების სესხები სწორედ ეკონომიკაში გავიდა.

გარდა ამისა, ზოგადად საეჭვოა რეფინანსირების სესხების რეალური მიზნობრიობაც. იდეაში, ამ სესხებს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკების მოკლევადიანი საჭიროებების შესაბამისად გასცემს, თუმცა, რატომ მოხდა, რომ ბანკებმა ასე მკვეთრად გაზარდეს რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნა, უცნობია. შესაბამისად, რჩება ერთადერთი ახსნა, რომ ეროვნული ბანკი ლარს მიზანმიმართულად აუფასურებს, რა არის ამის მიზეზი, მიზნობრივი ინფლაცია თუ გიორგი ქადაგიძის პოლიტიკური ინტერესები, ეს სხვა საკითხია.


ლარის გამყარების გამოუყენებელი მექანიზმები

ეროვნული ბანკის ხელში არსებული ლარის კურსის რეგულირების კიდევ ერთი ქმედითი ბერკეტი არის მოზიდული სახსრების დარეზერვების ვალდებულებულების მაჩვენებელი. მიმდინარე ეტაპზე, ბანკებს მოზიდულ ლარის სახსრებზე 10%–ის დარეზერვების ვალდებულება აქვთ, ხოლო დოლარის სახსრებზე 15%–ის. ამ მაჩვენებლების შეცვლის შემთხვევაში, დოლარის ან ლარის მასის შეცვლა თავისუფლად არის შესაძლებელი.

მიმდინარე სიტუაციაში, თუ ეროვნული ბანკი ლარის გამყარებას მართლაც ცდილობს, გარდა სავალუტო ინტერვენციისა, შესაძლებელი იყო დოლარში მოზიდული სახსრების დარეზერვების ვალდებულების შემცირება. ამ მეთოდით, გაცილებით მეტი დოლარის გაშვება შეიძლება ბაზარზე ვიდრე სავალუტო ინტერვენციებით. გარდა ამისა, გიორგი ქადაგიძის არგუმენტი, რომ ის სავალუტო რეზერვებს უფრთხილდება, დაცული დარჩებოდა. თუ ეროვნულ ბანკს მართლაც უნდა ლარის გაუფასურების შეჩერება, სავალუტო რეზერვების დახარჯვა არ არის აუცილებელი, დოლარში მოზიდული სახსრების დარეზერვების ვალდებულება 2–3%–ითაც რომ შემცირდეს, მიმოქცევაში დოლარის მასა რეალურად გაიზრდება.

საინტერესოა, რომ ამ მეთოდს ეროვნულმა ბანკმა, სხვა სიტუაციებში რამდენჯერმე მიმართა, – პირველად 2008 წელს, როდესაც დოლარის დარეზერვების ვალდებულება 13%–დან 5%–მდე შეამცირა. მართალია ეს ნაბიჯი ომის დროს კომერციული ბანკებისთვის ფინანსური რესურსების გამოთავისუფლების მიზნით გადადგა, თუმცა, ფაქტია რომ ეს ბერკეტი მუშაობს. დარეზერვების ვალდებულების ცვლილება უკვე ეროვნული ვალუტის კურსის დასტაბილურების მიზნით მოხდა 2010 წელს, როდესაც სავალუტო შოკის ფონზე, ეროვნულმა ბანკმა ლარის დარეზერვების ვალდებულება 5%–დან 10%–მდე გაზარდა, შესაბამისად, ეკონომიკიდან ამოიღო ლარი და დოლართან თანაფარდობის შეცვლით, ლარმა გამყარება დაიწყო.

მიმდინარე პოლიტიკურ–ეკონომიკურ სიტუაციაში, ეროვნული ბანკის მიერ, მოზიდული სახსრების დარეზერვების ვალდებულების შეცვლის მექანიზმის გამოუყენებლობით, კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ ქადაგიძის ინსტიტუცია მიზანმიმართულად აუფასურებს ლარს.

ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი უნდა შემცირდეს

სავალუტო ბაზარზე მიმდინარე ოპერაციების ბოლო წლების ისტორიას თუ გადავხედავთ, 2012 წლამდე ეროვნული ბანკი აქტიურად და ოპერატიულად რეაგირებდა სავალუტო კურსის რხევებზე, სავალუტო კურსის 1 პროცენტიანი გადახრის შემთხვევაშიც კი ის, როგორც წესი, ოპერატიულად რეაგირებდა და აცხადებდა სავალუტო აუქციონებს. ხშირ შემთხვევებში, აუქციონი ცხადდებოდა მომავალი სავაჭრო დღისთვის, რაც მომენტალურად იწვევდა ბაზრის სტაბილიზაციას ამ პერიოდის განმავლობაში. ამასთან, პრაქტიკაში იყო სავალუტო აუქციონის გამოცხადება შედარებით მცირე თანხებზეც, თუმცა, აუქციონის გამოცხადების ფაქტიც კი დადებითად მოქმედებდა ბაზრის მონაწილეებზე.

კარდინალურად განსხვავებული სიტუაციაა დღეს, ლარის გაუფასურებისას ეროვნულმა ბანკმა პასიური მეთვალყურის პოზიცია დაიკავა. ხოლო, მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა ჩარევა გადაწყვიტა, მისი ქმედებები რეალურად ერთმანეთის საწინააღმდეგო იყო და ნამდვილად არ უწყობდა ხელს ბაზრის სტაბილიზაციას.

რეალურად, ეროვნული ბანკის პოლიტიკას არ აქვს მიზანი, მაგალითად, 2014 წლის 2 დეკემბერს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გაყიდა, ხოლო 2 დღის შემდეგ, 4 დეკემბერს დამატებით გასცა 150 მილიონი ლარის რეფინანსირების სესხი, მსგავსი რამ მოხდა მაშინაც, როცა 2015 წლის 31 იანვარს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესახებ განაცხადა და 5 თებერვალს 100 მილიონი ლარი გაუშვა ეკონომიკაში, – გაცემული რეფინანსირების სესხების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 700 მილიონი ლარი შეადგინა. თუ ამას დავუმატებთ 5 მარტს გაცემულ 200 მლნ ლარის მოცულობის მუდმივმოქმედ რეფინანსირების სესხს, გამოდის, რომ 2014 წლის 11 დეკემბრიდან ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში 570 მილიონი ლარი ჩაუშვა, ხოლო მიმოქცევიდან ამოიღო 200 მილიონი დოლარის ექვივალენტის მოცულობის ლარი.

ამ ფონზე, ეროვნული ბანკის განმარტებები სერიოზულ ეჭვებს ბადებს. თუ მიზანი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევაა, ეს უნდა ითქვას, ამის შემდეგ, უნდა დაიწყოს დისკუსია ამ მაჩვენებლის გადახედვის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ლარი ნომინალურად უფასურდება, ვინაიდან რეალური გაცვლითი კურსი მსგავსი პროპორციით არ იცვლება, უახლოეს მომავალში ფასების ზრდა პრაქტიკულად გამორიცხულია. შესაბამისად, ეროვნული ბანკის დაგეგმილი მაჩვენებელი რეალობასაა აცდენილი. ახალი რეალობების გათვალისწინებით, მთავრობა ამცირებს ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს, ასევე უნდა მოხდეს ინფლაციის მაჩვენებელთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეროვნული ბანკი იძულებულიც კი ხდება, როგორმე იმ დონემდე გააუფასუროს ლარი, რომ ინფლაციამ დაგეგმილ მაჩვენებელს მიაღწიოს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ფინანსები

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

18:36; 11 სექტემბერი, 2026
ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11 სექტემბერი, 2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:25; 10 სექტემბერი, 2026
ფინანსები

განათლებიდან შესაძლებლობებამდე – რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი

14:20; 10 სექტემბერი, 2026
ფინანსები

აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები

13:28; 10 სექტემბერი, 2026

პასუხი სხვა სივრციდან

"ვიმედოვნებ, რომ სასამართლო ის ადგილი გახდება, სადაც ადამიანის უფლებებს ეფექტიანად დაიცავენ"

ყველა სიახლე

საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13.09.2026
მსოფლიო

ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

18:13; 13.09.2026
სამართალი

ავარია რუსთავში: ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

17:34; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026
ზაფრანი

რომელ 2 ნიშანს ელოდება დიდი ცვლილებები ხანგრძლივი სტრესული პერიოდის შემდეგ? – ასტროლოგების პროგნოზი

9:44; 13.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
0

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო