https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

    “ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც…” _ ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ომის დასრულებაზე

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

    “ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც…” _ ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ომის დასრულებაზე

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რუსთაველის ფონდის გამარჯვებულებს შორის თსუ-ს დოქტორანტები ლიდერობენ

19:03; 23.03.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დოქტორანტების ფინანსური მხარდაჭერისთვის გამოცხადებულ სახელმწიფო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

რუსთაველის ფონდის ინფორმაციით, სულ 376 საკონკურსო განაცხადი იყო დარეგისტრირებული. კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო კონკურსიდან მოიხსნა 16 განაცხადი, ხოლო 2 განაცხადი მოიხსნა კონკურსანტის პირადი განცხადების საფუძველზე. კონკურსის შედეგად გამოვლინდა 87 გამარჯვებული პროექტი.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის ბრძანების საფუძველზე დაარსდა. ფონდის ძირითადი მიზნებია: საქართველოში სამეცნიერო საქმიანობის განვითარების ფინანსური ხელშეწყობა; ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი კვლევითი და ინოვაციური პროექტების დაფინანსება; ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მოზიდვა; მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობა; ქართული აკადემიური წრეების საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის მხარდაჭერა. ფონდის საქმიანობას ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. ფონდის საქმიანობას ზედამხედველობას უწევს სამეცნიერო საბჭო, რომელიც ითანხმებს ფონდის მუშაობის პრიორიტეტულ მიმართულებებს; კონტროლს უწევს თითოეული სამეცნიერო მიმართულებისათვის განსაზღვრული დაფინანსების ხარჯვას და ამტკიცებს დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე დასაფინანსებლად წარდგენილ პროექტებს.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი საგრანტო პროექტებს ათი სამეცნიერო მიმართულებით აფინანსებს. ეს მიმართულებებია: ქართველოლოგიის მეცნიერებები; ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებები; საინჟინრო მეცნიერებები, მაღალტექნოლოგიური მასალები;  საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტელეკომუნიკაციები; მათემატიკური მეცნიერებები; ფიზიკური და ქიმიური მეცნიერებები; სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები; სამედიცინო მეცნიერებები; დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო; აგრარული მეცნიერებები. ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში განაცხადების წარდგენა ხდება ელექტრონულად. ფონდი ადმინისტრირებას უწევს საქართველოს მეცნიერთა ერთიან მონაცემთა ბაზას, რომელიც მუდმივად განახლებადია დარეგისტრირებული მეცნიერების მიერ.

რაც შეეხება უშუალოდ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსს, იგი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბერის ბრძანება №128/ნ -ით განისაზღვრა.

დოქტორანტებს პროექტები ელექტრონულად, 2014 წლის 1 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით, უნდა დაერეგისტრირებინათ. კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების ფონდში წარმოდგენის ბოლო ვადა იყო 2014 წლის 23 დეკემბერი. პროექტები (სადოქტორო თემები) ფონდში წარდგენის შემდეგ, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა შეაფასეს.

რუსთაველის ფონდის ადმინისტრაციული და სამართლებრივი დეპარტამენტის  უფროსის მოადგილის მარიამ იაშვილის თქმით, პროექტს მესამე ექსპერტიც აფასებს, თუ ამის საჭიროება არსებობს:

„პროექტს აფასებს 2 დამოუკიდებელი ექსპერტი. ქულათა სხვაობის შემთხვევაში ეგზავნება მესამე ექსპერტს, ამ შემთხვევაში დარგობრივი მიმართულებისას. მესამე ექსპერტი რა შეფასებასაც დებს, წინა ორიდან რომელი ექსპერტის ქულასთანაცაა ახლოს, ის იწერება საბოლოოდ. დგება რანჟირებული სია. სანამდეც ეყოფა გრანტებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი, იმდენი პროექტი დაფინანსდება რეიტინგის მიხედვით“, _ გვეუბნება  ფონდის ადმინისტრაციული და სამართლებრივი დეპარტამენტის  უფროსის მოადგილე.

იაშვილის თქმით, მონაწილე და გამარჯვებული დოქტორანტებისას სახელსა და გვარებს არ აქვეყნებენ, რადგან კანონია ასეთი: „შეიძლება, დოქტორანტს არ სურდეს ინფორმაციის გამჟღავნება საჯაროდ. აქედან გამომდინარე, პროექტს  შიფრებს ვანიჭებთ“, _ ამბობს იაშვილი.

ქულები შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად იწერება და რეიტინგი დგება. ფონდს რაიმე განსაკუთრებული პრიორიტეტები არ აქვს. რომელი პროექტიც მიიღებს მაღალ შეფასებას და მოხვდება რანჟირებული სიის სათავეში, ის დაფინანსდება. წელს,  კონკურსში მონაწილეებს, საკონკურსო განაცხადის ინგლისურად წარდგენაც ევალებოდათ,  რადგან როგორც მარიამ იაშვილი ამბობს, პროექტებს ერთი უცხოელი ექსპერტიც აფასებს.

„დადგენილია, რომ შეძლებისდაგვარად, ერთმა უცხოელმა და ერთმა ქართველმა უნდა შეაფასოს პროექტი.  თუ უცხოლმა უარი განაცხადა შეფასებაზე, თემის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, მაგალითად, ქართველოლოგიის შესახებ აქვს არასაკმარისი ინფორმაცია, მაშინ, რასაკვირველია, პროექტს ქართველი  ექსპერტები შეაფასებენ“, _ აცხადებს რუსთაველის ფონდის ადმინისტრაციული და სამართლებრივი დეპარტამენტის  უფროსის მოადგილე.

სასწავლო-კვლევითი გრანტის პროექტის მიხედვით დოქტორანტმა შეიძლება მოითხოვოს  არანაკლებ ორი და არა უმეტეს ექვსი სასწავლო სემესტრისათვის დაფინანსება; ექვსსემესტრიანი პროექტისათვის სასწავლო-კვლევითი გრანტის მაქსიმალური ოდენობა  განისაზღვრება 63000 ლარით, ხუთსემესტრიანი პროექტისათვის – 52500 ლარით, ოთხსემესტრიანი პროექტისათვის – 42000 ლარით, სამსემესტრიანი პროექტისათვის – 31500 ლარით, ხოლო ორსემესტრიანი პროექტისათვის – 21000 (ოცდაერთი ათასი) ლარით. პროექტი შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს: სტიპენდია; სასწავლო და კვლევითი პროცესისათვის საჭირო კომპიუტერული და სხვა ტექნიკური საშუალებების შეძენა; ლაბორატორიული სამუშაოებისათვის საჭირო საშუალებების შეძენის ან/და საველე სამუშაოების ხარჯები; პროექტის მიზნებისათვის დისერტაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში (კონფერენცია, კონგრესი, სემინარი, ვორკშოპი, ტრენინგი და სხვა.) მონაწილეობის ხარჯები; დისერტაციის მიზნებისათვის დისერტაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით უცხოეთში კვლევითი ვიზიტის ხარჯები; სასწავლო და კვლევითი პროცესის წარმართვისათვის აუცილებელი სხვა ხარჯები. თუ შესაბამის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა უფასოა, სტიპენდიის მაქსიმალური ყოველთვიური ოდენობა განისაზღვრება 800 (რვაასი) ლარით, ხოლო თუ შესაბამის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა ფასიანია – 1000 (ერთი ათასი) ლარით; სასწავლო-კვლევითი გრანტით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა, იჯარა, კაპიტალური რემონტი/რეკონსტრუქცია, ასევე ავტომანქანის შეძენა.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური და მატერიალური რესურსების დეპარტამენტის უფროსის, მალხაზ ხოფერიას განცხადებით, 2015 წელს სადოქტორო გრანტებისთვის მილიონ-ნახევარი ლარია გამოყოფილი. შედეგად, 6 სემსეტრის, ანუ 3 წლიანი დოქტორანტურის მთლიანად დაფინანსება გახდა შესაძლებელი, რაც წინა წლებში არ იყო.

თსუ  – ყოველთვის ლიდერი

რუსთაველის ფონდის  87 გამარჯვებულ პროექტს შორის, ნახევარზე მეტი – 45 პროექტი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დოქტორანტების მიერ არის წარდგენილი. აღსანიშნავია ისიც, რომ გამარჯვებული პროექტების ქულების მიხედვით რანჟირებულ სიაში რეიტინგულ პირველ ათეულში, 7 პროექტი თსუს დოქტორანტების პროექტებია.

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 45 დოქტორანტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი დაუნიშნავს სტიპენდიას, დაუფინანსებს სადოქტორო კვლევისთვის საჭირო ხარჯებს, საზღვარგარეთ სტაჟირებას  ან კონფერენციაზე გამგზავრებას და მონაწილეობას. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსი პირველად  2013 წელს გამოცხადდა. ამ წელსაც თსუ იყო ლიდერი – გამარჯვებულ 135 პროექტს შორის, 60 პროექტი თსუ დოქტორანტის მიერ იყო წარდგენილი“, _ აცხადებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

თსუს გამარჯვებულთა შორის 22 დოქტორატი,  ლევან გელაშვილი, ნანა მეფარიშვილი, მაია გოგოლაძე, ირაკლი ხვედელიძე, ნატო ახალაია, ნათია მიროტაძე, შოთა მათითაშვილი, ნინო სურმავა, ლევან კოჭლამაზაშვილი, ივეტა გოგავა, ნინო ტაბეშაძე, ვახტანგ შამუგია, გიორგი წიკლაური, ნინო ბარძიმაშვილი, ანა დოლიძე, დავით ნასყიდაშვილი, ზურაბ თარგამაძე, სოფიო ქადაგიშვილი, პავლე ჭანტურიშვილი, გიორგი ომსარაშვილი, ნინო მღებრიშვილი, თამარ ლეჟავა,  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია .

როგორც რუსთაველის ფონდის ადმინისტრაციული და სამართლებრივი დეპარტამენტის  უფროსის მოადგილე მარიამ იაშვილი ამბობს, ფონდს განსაკუთრებული პრიორიტეტები არ ჰქონია, რომ მაინც და მაინც ჰუმანიტარული მეცნიერების მიმართულებით  გაეცა გრანტები. იაშვილის თქმით,  ვინც მაღალი ქულა აიღო, სიის მიხედვით, ის დაფინანსდა.

ივეტა გოგავა თსუს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სადოქტორო პროგრამა კულტურის კვლევების სტუდენტია. იგი საკუთარი კვლევის შესახებ, რომელიც ფონდის კონკურსის გამარჯვებული გახდა,  „გურია ნიუსს“ ესაუბრება:
„ჩემი სადოქტორო თემა 1930-იანი წლების საბჭოთა მეხსიერებას, კერძოდ, პოლიტიკურ რეპრესიებს ეხება. ჩემი კვლევის მიზანია ამ რეპრესიების დანახვა მეხსიერების კუთხით. როგორ მოხდა მათი ასახვა იმ დროინდელ ჟურნალ-გაზეთებში, ანუ მედიაკვლევა, ასევე სკოლის სახელმძღვანელოებში და რეპრესირებულთა მემუარებში, რომელიც გამოქვეყნდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ამ სამი ძირითადი მიმართულებით ვაწარმოებ კვლევას. როგორ აღიქვამდნენ რეპრესიებს იმ დროინდელი საზოგადოებაში და დღეს როგორ აღიქვამენ. 100 ქულიდან  96,5 დამიწერეს ექსპერტებმა. რატომ აირჩიეს ჩემი პროექტი? რომ გადავხედე კონკურსანტთა თემებს, არცერთი არ წერს რეპრსიებზე. თუ წერს, ამ კუთხით – არა. ვფიქრობ, თემა არის საინტერესო. სიახლეა ის, რომ მეხსიერების ჭრილში ხდება საკითხის შესწავლა. გაფანტულია ინფორმაცია და სისტემაში უნდა მოვიყვანო. როგორც ჩანს, ჩემი კვლევის მიზნები დასაბუთებული და გასაგები აღმოჩნდა იმ ექსპერტებისთვის, ვინც გვაფასებდა“, _ ამბობს ივეტა გოგავა.


ივეტასთან ერთად კულტურის კვლევების კიდევ ერთი დოქტორანტი ნინო ტაბეშაძე გახდა რუსთაველის ფონდის კონკურსის გამარჯვებული. ის 2008 წლის აგვისტოს ომს, როგორც  კოლექტიურ ტრავმას, ისე იკვლევს.

თსუს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია ვახტანგ შამუგიაც, რომელიც ასევე ფონდის გამარჯვებული გახდა. შამუგია გვიყვება, როგორ გამოიყენებს ამ წარმატებას მომავალში:

„იყო შოთა რუსთაველის ფონდის გრანტიორი, ეს ძალიან დიდი პატივი, ახალი შესაძლებლობები და ამავე დროს პასუხისმგებლობაა. კონკურსში ბევრი საინტერესო პროექტი იყო, შესაბამისად, კონკურენციაც – დიდი. თუმცა საბედნიეროდ, გამარჯვებულთა შორის მოვხვდი.  ეს კონკურსი სტუდენტებს საშუალებას აძლევს უფრო ღრმად და საფუძვლიანად იმუშაონ საკუთარ თემაზე. ბევრ პერსპექტიულ ახალგაზრდას უწყობს ხელს იმაში, რომ ქვეყნისა და საზოგადოების სასარგებლოდ მიმართონ თავიანთი პოტენციალი. ჩემი სადოქტორო ნაშრომი შეეხება დნესტრისპირეთის კონფლიქტს. ამ გრანტის ფარგლებში მე შევისწავლი დნესტრისპირეთის კონფლიქტის  ესკალაციის ეტაპებს და შევადარებ სხვა პოსტსაბჭოურ კონფლიქტებს. გავაანალიზებ ასევე მხარეების მიერ გადადგმული ნაბიჯებს, შეცდომებს და ყოველივე ამას სხვა პოსტსაბჭოთა, მათ შორის ქართულ კონფლიქტებთან მიმართებაში გავიხილავ. ჩემი პროექტი და ეს გეგმები რუსთაველის ფონდის ექსპერტებმა 95 ქულით შეაფასეს“_ გვითხრა ვახტანგ შამუგიამ, რომელიც ახალი და უახლესი ისტორიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტია.

გამარჯვებული პროექტები

„გურია ნიუსი“ გთავაზობთ იმ პროექტების ჩამონათვალს, რომლებმაც რუსთაველის  ფონდის გამარჯვებულთა სიაში, პირველი 25 ადგილი დაიკავეს.

1. თუთის აბრეშუმხვევიას დაავადება ბირთვული პოლიედროზის ადრეული დიაგნოსტიკა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ზემოქმედების ეფექტი ბიოტექნოლოგიურ მაჩვენებლებზე". საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი. 99 ქულა.

2. ფოტოგრაფიულ-ბინოკულარული ნარატივი ქართულ მოდერნისტულ ტექსტებში. თსუ. 99 ქულა.

3. მიწისძვრების დროში განაწილების ლოკალური თავისებურებების შესწავლა კავკასიისა და დედამიწის სხვა რეგიონების სეისმური კატალოგების ანალიზის საფუძველზე. თსუ. 99 ქულა.

4. ქართული და საქართველოში გავრცელებული ტრადიციული საკრავები. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის  სახელმწიფო კონსერვატორია. 98.5 ქულა.

5. კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი ღია ცის ქვეშ მუზეუმებში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 98 ქულა.

6. კოლონიალიზმის იმაგოლოგიური ასპექტები (გ. გაჩევის ქართულ თემატიკაზე შექმნილი თხზულებების მაგალითზე). თსუ. 98 ქულა.

7. ქართული ავტობიოგრაფია. თსუ. 98 ქულა.

8. ამოცანები იმპულსურ და სხვაობიან განტოლებათა წრფივი სისტემებისთვის. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 97.5 ქულა.

9. გვარის მორფოლოგიური კატეგორია მეგრულ-ლაზურში. თსუ. 97.5 ქულა.

10. I მეფეთას ძველი ქართული ვერსიები (ტექსტის ისტორია, გამოსაცემად მომზადება. თსუ. 97.5 ქულა.

11. ქართული ბერმონაზვნობა IV-VIII საუკუნეებში. თსუ. 97 ქულა.

12. ნუკლონ-ნუკლონური დრეკადი გაბნევა. თსუ. 97 ქულა.

13. აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთმიმართების საკითხი  „მაჰჯარის“  ლიტერატურაში. თსუ. 97 ქულა.

14. მდინარეთა  შესართავი უბნების  ჰიდროსაინჟინრო პრობლემები და  მათი გადაჭრის გზები საქართველოს შავიზღვისპირა რეგიონებში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 97 ქულა.

15. იბერიისა და რომის კულტურული ურთიერთობების ასპექტები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 97 ქულა.

16. ოქროს საწარმოს მიერ დაბინძურებული ნიადაგების ფიტორემედიაცია. თსუ. 96.5 ქულა.

17. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის კომპლექსურ-გეოგრაფიული კვლევა თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ხევის, ხევსურეთის, თუშეთის მაგალითზე. თსუ. 96.5 ქულა.

18. ხათური ენა და მისი მიმართება იბერიულ-კავკასიურ ენებთან. თსუ. 96.5 ქულა.

19. 1930-იანი წლების საბჭოთა მეხსიერება: პოლიტიკური რეპრესიები. თსუ. 96.5 ქულა.

20. მოქალაქეობრივი ცნობიერების ფორმირებისა და განვითარების საკითხები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში – სწავლების მეთოდიკა და აქტივობები“. თსუ. 96.5 ქულა.

21. სამოქალაქო ადვოკატირების ზეგავლენა საჯარო პოლიტიკაზე: საქართველოს მაგალითი. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი. 96.5 ქულა.

22. 2008 წლის აგვისტოს ომი, როგორც კოლექტიური ტრავმა. თსუ. 96.5 ქულა.

23. სასოფლო-სამეურნეო კულტურების რწყვის ოპტიმალური რეჟიმების დადგენა ნიადაგ-გრუნტების მახასიათებლების გათვალისწინებით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 96.5 ქულა.

24. მკაცრი დაყვანადობების ალგებრული სტრუქტურები. თსუ. 96 ქულა.

25. ციფრული მაუწყებლობის თავისებურებები და მათი ზეგავლენა თანამედროვე ინფორმაციული კაპიტალის განვითარებაზე საქართველოში. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი. 96 ქულა.

სხვა გამარჯვებული პროექტების ნახვა შესაძლებელია ამ მისამართზე: დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსის შედეგები .

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ენმ-ს ინიციატივა - ანტიკორუფციული კომიტეტები რაიონებში

ენმ-ში პარლამენტში მთავრობის გადადგომის საკითხის ინიცირებაზე იმსჯელეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

“უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა… გარდაცვლილებს შორის ორი არასრულწლოვანია… ნათესავები არიან”

12:39; 22.02.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში

11:48; 22.02.2026
სამართალი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი ადამიანი დაიწვა, მათგან ორი არასრულწლოვანია

11:43; 22.02.2026
სამართალი

“დაზარალებულს  და მის დედას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა”

11:36; 22.02.2026
ზაფრანი

„ხანძარი“

11:28; 22.02.2026
სპორტი

მესხის ფინტი

11:25; 22.02.2026
ზაფრანი

„კაპუტ, კაპუტო…“

11:21; 22.02.2026
ზაფრანი

„ავტოგრაფი“

11:18; 22.02.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:22; 22.02.2026
სამართალი

“ეს რა ვნახე”- მძიმე ავარიის დეტალები

18:36; 21.02.2026
კულტურა

დათა თავაძე: მოვყვებით, აუცილებლად მოვყვებით ასეთ მსახიობებზე!

18:29; 21.02.2026
ზაფრანი

ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ზოდიაქოს ნიშნები

18:16; 21.02.2026
საზოგადოება

რას ამბობს ნიკო კვარაცხელიას საქმის სულხან თამაზაშვილი, რომელიც თბილისის პოლიციის უფროსი იყო

17:41; 21.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა

17:17; 21.02.2026
სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

17:06; 21.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო