23 მარტს, აშშ-ს კონგრესის ქვედა პალატამ ხმა მისცა რეზოლუციას უკრაინისთვის იარაღის მიწოდების თაობაზე. დოკუმენტი გაეგზავნება პრეზიდენტ ბარაკ ობამას და ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს.
დოკუმენტს ხმა მისცა 348 კონგრესმენმა, წინააღმდეგ წავიდა 48.
დოკუმენტი მოუწოდებს სახელმწიფოს მეთაურს, რომ "გამოიყენოს კონგრესი მიერ მიცემული უფლებამოსილება, რათა უზრუნველყოს უკრაინა თავდაცვითი სასიკვდილო იარაღით".
დოკუმენტში ნათქვამია, რომ "დამოუკიდებელი, დემოკრატიული და აყვავების გზაზე მდგარი უკრაინა პასუხობს აშშ-ს ეროვნულ ინტერესებს".
რეზოლუციის ავტორებმა _ რესპუბლიკელმა ედ როისმა და დემოკრატმა ელიოტ ენჯელმა განაცხადეს, რომ იარაღი უკრაინელებს თავდაცვისთვის ჭირდებათ და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში რუსეთი დაადანაშაულეს.