2010 წელს ალანდის კუნძულებთან (ფინეთი) 1840-იან წლებში ჩაძირულ გემზე ლუდის რამდენიმე დალუქული ბოთლი იპოვეს.
ლუდის ფიზიკურქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზი ფინეთის ტექნიკურ კვლევით ცენტრში (VTT) გაკეთდა.
მეცნიერების ტრიუმფი იყო ბოთლიდან ცოცხალი რძემჟავა ბაქტერიის გამოყოფა.
"სავარაუდოდ, საქმე გვაქვს სპორების არწარმომქმნელ უძველეს ცოცხალ ბაქტერიასთან, რომელიც ოდესმე აღმოუჩენიათ ლუდში. ძველად ლუდის ხარშვის მეთოდი, როგორც წესი, განაპირობებდა ამ ტიპის ბაქტერიების საფუართან ერთად ზრდას", – განმარტავს VTT-ს მთავარი მენეჯერი ანიკა ვილჰელმსონი.
ამ კვლევებზე დაყრდნობით, ალანდის ლუდის მწარმოებელმა კომპანია "სტალჰაგენმა“ და ბელგიის ლოვენის კათოლიკურმა უნივერსიტეტმა 170 წლის წინანდელი რეცეპტის გაცოცხლების ამბიციური გეგმა დასახეს მიზნად.
ამ კონკრეტული ლუდის აღდგენაში კი, ბუნებრივია, ეს ბაქტერია მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მეცნიერებს კი სხვა რამ უფრო აინტერესებთ – როგორ შეძლო რძემჟავას ბაქტერიამ ასეთ ექსტრემალურ პირობებში გადარჩენა? ამ კითხვაზე პასუხს ბაქტერიის დნმ-ის შესწავლით ცდილობენ. ლუდის ბოთლებიდან მოპოვებული ბაქტერიული შტამები, შესაძლოა, საკვებისა და სასმელის ინდუსტრიისთვის სასარგებლო აღმოჩენად იქცეს უახლოეს მომავალში.
წყარო: www.nationalgeographic.ge