საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კამპანიას "დედამიწის საათი" უერთდება და დღეს პრეზიდენტის სასახლის განათება ერთი საათით – 20:30 საათიდან 21:30 საათამდე გაითიშება.
გლობალურ გარემოსდაცვით აქცია "დედამიწის საათი", ყოველი წლის მარტში იმართება.
გარემოსდაცვით კამპანიას საქართველო მეშვიდედ უერთდება.