გუშინ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ლუკა კურტანიძემ ჟურნალი წარმოადგინა, რომელშიც ასახულია ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოში გაკეთებული საქმეები. მისივე ინფორმაციით, გამოიცემა ჟურნალის მეორე და მესამე ტომებიც.
"თქვენგან ვისმენთ რევანშისტულ განცხადებებს. ვისმენთ თარგამაძის, მინაშვილის, გაბაშვილის და ბობოხიძის მაღალ ტემბრზე საუბარს. მინდა, დაფიქრდეთ, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, მისი ახალი პოლიტიკური მიდგომა და ნაბიჯი ერთობისათვის, ასე არ იქნებოდა", _ მიმართა ოპონენტებს კურტანიძემ.