თინა კილასონია:
_ დაბალი პენსია. ხშირად მიწევს კონტაქტი პენსიონერებთან და მათ ძალიან უნდათ პენსიის მომატება.
ოთარ გერსამია:
_ ეკონომიკური მდგომარეობა. უკიდურესად დაძაბულია ცხოვრება _ ყველაფერი გაძვირდა, წამლებზე ხელმისაწვდომობა არ გვაქვს.
თინა რამიშვილი:
_ ის, რომ სიმშვიდე და სიწყნარე არაა ქვეყანაში. ბევრი მკვლელობა ხდება. ქუჩაში ესხმიან თავს ადამიანებს. ჩემი შვილი ქალაქში ცხოვრობს და ხომ არ უნდა მეშინოდეს, სადარბაზოში შესულს ვინმე თავს არ დაესხას?!
დარეჯან სიხარულიძე:
_ უმუშევრობა. უმაღლესი განათლების მქონე 33 წლის ბიჭი მყავს უმუშევარი.
გოჩა სიხარულიძე:
_ პირველ რიგში, დასაქმება, რომლიც პირდაპირ კავშირშია შემოსავალთან.
მარინა ორმოცაძე:
_ ძალიან დიდი იმედი მქონდა, მაგრამ უიმედოდ ვარ. ობოლ ბავშვებს, რომ ვუპატრონო, იმის საშუალება არ მაქვს.
ნანა კვიჭიძე:
_ პრობლემა, მთლიანობაში, ძალიან ბევრია, თუმცა, მთავარი პრობლემა მაინც უმუშევრობაა.
ია მანწკავა:
_ მძიმე სოციალური ყოფა, უმუშევრობა, ლარის გაუფასურება და ასე შემდეგ. ეს ერთი შეხედვით, ელემენტარული ყოფითი პრობლემებია, თუმცა, ჩვენთვის დაუძლეველი.
ოლგა ბარზოვა:
_ არც მთავრობამ იცის, არც მე ვიცი. ისე, მარგველაშვილის ნათესავი ვარ…
ლია სეფერთელაძე:
_ აქტუალური თითქმის ყველა პრობლემაა, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ მე მყავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილი, ჯანმრთელობის სფეროში არსებული მდგომარეობაა ჩემთვის პრობლემა. მართალია, გვაქვს დაზღვევა, მაგრამ უფრო მეტია საჭირო.
შორენა რამიშვილი:
_ უმუშევრობა.
ამირან ესაძე:
_ უმუშევრობა, უფულობა.
ტარიელ კაჭარავა:
_ სამართლიანობის აღდგენა.
შაისმინ ბერსელაძე:
_ ყველაფერი პრობლემაა _ რომელი გამოვყო?
ნინო კობალავა:
_ ქვეყანაში არსებული საერთო ვითარებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სოციალური. თუმცა, ჩემი შვილის ჯანმრთელობიდან გამომდინარე, ჩემთვის აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ლანჩხუთში არ არის შესაფერისი გარემო ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვებისთვის, არ არის სარეაბილიტაციო ცენტრი და ასე შემდეგ. არადა, ძალიან ბევრი ბავშვი საჭიროებს დახმარებას.
ზურაბ ლომაძე:
_ ხელისუფლებამ რეალური სამუშაო ადგილები უნდა შექმნას.