ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუხუთში, სადაც ყოველ აღდგომას ტრადიციული ლელო იმართება, ტრაგედია მოხდა.
თამაშის დროს, ერთ-ერთი მონაწილე გოჩა ფირცხალაიშვილი ცუდად გახდა, ის სასწრაფო დახმარების მანქანამ ლანჩხუთის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ექიმების თქმით, ფირცხალაიშვილის გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობაა.
"გურია ნიუსის" გადამღები ჯგუფი ამ წუთებში შემთხვევის ადგილას მუშაობს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.