ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ტრადიციული ლელოს მიმდინარეობისას დაღუპული გოჩა ფირცხალაიშვილი, შპს „მედალფას“ ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრში მიყვანამდე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი 48 წლის იყო.
როგორც „გურია ნიუსს“ კლინიკის მორიგე ექიმმა, ნონა წილოსანმა განუცხადა, პაციენტი კლინიკაში მიყვანის მომენტში უკვე გარდაცვლილი იყო სავარაუდოდ გულის უკმარისობით.
ამ მომენტისთვის კლინიკაში ლელოს კიდევ სამი მოთამაშე იმყოფება სხვადასხვა დაზიანებებით, თუმცა ექიმის ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბოლო ათეული წლებია ეს პირველად შემთხვევაა, როცა ლელო მსხვერპლით დასრულდა.