გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის თანამშრომლებმა, მორიგი პრევენციული ღონისძიებების გატარების დროს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი დააფიქსირეს. კერძოდ, დაბა ჯვარში მოქალაქე სატვირთო ავტომანქანით წიფლის ჯიშის 9 კუბური მეტრი მოცულობის მორის ტრანსპორტირებას ახდენდა.
გარემოსთვის მიყენებული ზიანი 2200 ლარამდეა.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება საოლქო პროკურატურას.