ეს ვიდეოკადრები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შუხუთშია გადაღებული. ლელობურთის შერკინება ტრადიციულად, აღდგომას იმართება.
წელს ზემო შუხუთელებმა ქვემო შუხუთელებს აჯობეს და გამარჯვებას მიაღწიეს.
სამწუხაროდ, გულმა უმტყუნა თამაშის მონაწილე გოჩა ფირცხალაიშვილს. მართალია, მისი გამოყვანა დროულად მოახერხეს, მაგრამ იქვე მობილიზებულმა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ამას გარდა, კვირას ლელოზე ადგილობრივმა სასწრაფო დახმარების სამსახურმა არაერთი გამოძახება მიიღო, ორ მოთამაშეს ქვედა კიდურების მოტეხილობა აღმოაჩნდა, თუმცა, ეს ამ სახალხო თამაშისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა…
Developed By Web Features 2024 © All rights reserved