"გურია ნიუსის" ინფორმაციით, დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს ელოდებიან. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის, ილია თავაძის თქმით, ზუსტად არ იცის ჩამოდის თუ არა მინისტრი ნატანებში.
"მეც გავიგე, რომ აპირებს ჩამოსვლას, მაგრამ ზუსტად არაფერი არ ვიცი". – გვითხრა ილია თავაძემ.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, თეა წულუკიანი "სოფლის სახლის" სარემონტო სამუშაოებს დაათვალიერებს.