საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის 2014 წლის ანგარიში უკვე გამოქვეყნდა. "გურია ნიუსი" დაინტერესდა, გამოეხმაურა თუ არა სახელმწიფოს რომელიმე უწყება ანგარიშს, თუმცა როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპისთვის გამოხმაურება არ ყოფილა.
"2014 წლის სახალხო დამცველის ანგარიში 900 გვერდზე მეტია და მოიცავს თითქმის ყველა სპექტრს ადამიანის უფლებებს. ჯერჯერობით რაიმე სახის გამოხმაურება სამინისტროებისგან არ გვაქვს, ისევე, როგორც საქართველოს პარლამენტიდან. ჩვენი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესწავლა იმ კონკრეტული ინფორმაციების და რეკომენდაციების, რომელიც არის ასახული ჩვენს საპარლამენტო ანგარიში. იმედი მაქვს ჩვენი ანგარიშის განხილვა მაისიდან დაიწყება. შესაბამისად ჩვენ მზად ვართ ყველა უწყებასთან გავიაროთ ის პრობლემები და იმ პრობლემებზე გვქონდეს საუბარი, რომელიც ანგარიში არის ასახული". _ თქვა "გურია ნიუსთან" საუბრის დროს უჩა ნანუაშვილმა.