27 მაისს ოზურგეთის მოსახლეობისთვის სხვადასხვა პროფილის მქონე კვალიფიციური ექიმები უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ.
მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება მიიღოს კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის და ქირურგ-პროქტოლოგის კონსულტაცია. ამასთანავე, კვალიფიციური რადიოლოგის მიერ ჩატარდება გულის ექოსკოპიური კვლევა.
აღნიშნული აქციის ორგანიზატორი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, ხოლო ფინანსური მხარდამჭერი ნავთობისა და გაზის კომპანია ‘’Frontera Resources Corportion’’ გახლავთ, რომლისთვისაც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე აქციები მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
ხსენებული აქცია საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება. ოზურგეთი პირველი ქალაქია, სადაც აღნიშნული სამედიცინო კონსულტაციები გაიმართება.
აქცია ჩატარდება:
27 მაისს 14:00-18:00 სთ.
მისამართი: ქალაქ ოზურგეთი, გ.ეპისკოპოსის #12, მეცხრე საბავშვო ბაღის შენობა (მეორე საჯარო სკოლის წინ) (R)