https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საქმის განხილვა… საქმის გარეშე!

3:12; 23.12.2011
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის განცხადებით, სასამართლოსადმი ნდობის ხარისხი ბოლო 5 წლის განმავლობაში “ელვის სისწრაფით” იზრდება! საქართველოს უზენაესი სასამართლო წელიწადში, მინიმუმ, სამჯერ მაინც ატარებს კვლევებს სასამართლოს ნდობის საკითხთან დაკავშირებით და როგორც ჩანს, სასამართლოს თავმჯდომარის ეს ხმამაღალი განცხადებაც ამ კვლევის შედეგებს უკავშირდება.

ბოლო ასეთი კვლევა 2011 წლის ოქტომბერში ჩატარდა, რომლის თანახმად, გამოკითხული მოქალაქეების 72% სასამართლოს აბსოლუტურ ნდობას უცხადებს. სანამ მთავარ თემაზე გადავიდოდეთ, მოგახსენებთ, რომელმა კითხვებმა განსაზღვრა სასამართლოსადმი 72%-ინი ნდობა: 1. რა სტატუსით მობრძანდით სასამართლოში? 2. საქმის კატეგორია? 3. რამდენ ხანს მოგიწიათ ლოდინი, ვიდრე ყურადღებას მოგაქცევდნენ? 4. მიიღეთ თუ არა თქვენთვის საჭირო ინფორმაცია? მე-5, ყველაზე უმნიშვნელო კითხვად შემოიტოვეს _ ენდობით თუ არა სასამართლოს?

დასმული კითხვებისა და მიღებული შედეგის მიხედვით გამოდის, რომ სასამართლოს მოსამსახურე პერსონალის კვალიფიკაცია ზეაღმატებით ხარისხშია გადასული. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კი ასეთი ზეკვალიფიცირებული კადრებით უზომოდ ამაყია.

ამასობაში, ჩვენს მთავარ თემასაც მივადექით და კოტე კუბლაშვილის ამ “კვალიფიცირებული” პერსონალის ქმედებებს ერთი კონკრეტული საქმის _ ტელეკომპანია “გურიას” მაგალითზე განვიხილავთ.

“გურია ნიუსი” ამ საქმის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აშუქებდა და ამ თემაზე მუშაობას კვლავ განვაგრძობთ.

უახლოეს მომავალში, ამ დავამ, შესაძლოა, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გადაინაცვლოს. ამჯერად, დავა გაცილებით რეზონანსულ სახეს მიიღებს. სიორიძის ადვოკატები სასამართლოს კრიმინალურ ქმედებებში ადანაშაულებენ და პროკურატურას რეაგირებას სთხოვენ.

საქმის მასალების შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ უზენაეს სასამართლოს “კვირაში რამდენიმე პარასკევი აქვს”, ერთ კითხვაზე კი _ რამდენიმე არაერთგვაროვანი პასუხი.

უფრო მეტიც, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის თავმჯდომარეს, რომელიც ამავდროულად, კოტე კუბლაშვილის მოადგილეცაა, შეუძლია, საქმეზე გადაწყვეტილება საქმის გარეშე გამოიტანოს; შეუძლია 5 დეკემბერს მიღებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, მხარეს 28 ნოემბრის რიცხვით ჩააბაროს. მოგვიანებით კი, ამას შეცდომა უწოდოს…

კანონის მიხედვით კი, ეს სხვა არაფერია, თუ არა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რადგან საქმეზე, რომელზედაც განჩინება 5 დეკემბერს დადგა, 28 რიცხვში არსებობდა უკვე პროექტად! ეს კი იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს შემადგენლობამ ერთი კვირით ადრე, ყოველგვარი მსჯელობის გარეშე იცოდა, რა ვერდიქტი უნდა გამოეტანა ტელეკომპანია “გურიასთვის”.

შევეცდებით, ქრონოლოგიურად, რიცხვების მიხედვით მივყვეთ უზენაესი სასამართლოს იმ ლაბირინთებს, რომლებშიც გარკვევას სიორიძის ადვოკატები პროკურატურას სთხოვენ…

რაც შეეხება პროკურატურას, რამდენად სამართლიანად იმსჯელებს ის თავისივე კადრის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე, ეს უკვე სხვა თემაა და ჩვენი მოსაზრებებით თავს არ შეგაწყენთ. მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ საქმის განმხილველი შემადგენლობის მომხსენებელი მოსამართლე და თავმჯდომარე გახლდათ კოტე კუბლაშვილის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე, ვასილ როინიშვილი.

ავტობიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, როინიშვილის მოღვაწეობის დიდი ნაწილი პროკურატურას უკავშირდება 2004-დან 2009 წლის ჩათვლით: 11.2008 _ 10.2009, მთავარი პროკურორის მოადგილე; 12.2006 _ 12.2008, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი; 06.2004 _ 12.2006, საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი; 02.2004 _ 06.2004, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო.

უზენაესი სასამართლოს ლაბირინთების კვალდაკვალ

2010 წლის 23 აპრილს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში შევიდა მარინა ვასილევა-ხარაბაძის წარმომადგენლის, ქალბატონ ნანა აფხაიძის საჩივრები, შპს “კრონას” დირექტორის, მარინა ვასილევა-ხარაბაძის სარჩელის გამო მერაბ და ხათუნა სიორიძეების მიმართ, თანხის დაკისრებისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

2010 წლის 3 მაისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ, ქალბატონმა მაია სულხანიშვილმა საკასაციო საჩივარი ცნო ხარვეზიანად და მხარეს დაავალა სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის და 8000 (რვაათასი) ლარის ოდენობებით გადახდა და თუ ზემოაღნიშნული ხარვეზი შევსებული არ იქნებოდა, როგორც კერძო, ასევე საკასაციო საჩივრები განუხილველი დარჩებოდა.

2010 წლის 7 მაისს, ვასილევა-ხარაბაძის მხრიდან ნაწილობრივ შეივსო ხარვეზი, კერძო საჩივრის წარმოებაში მისაღებად გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ხოლო რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე დადგენილ ხარვეზს, ვასილევამ უზენაეს სასამართლოს განცხადებით მიმართა, _ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ვითხოვ და 8 000 ლარის გადახდისგან გამათავისუფლეთო. უზენაესმა სასამართლომაც გაათავისუფლა.

2010 წლის 17 მაისს, ზემოაღნიშნული სამოქალაქო საქმე, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ წარმოებაში მიიღო და კანონის თანახმად, ექვსთვიან ვადაში უნდა განეხილათ.

2011 წლის 2 დეკემბერს, სიორიძის მხარეს ეცნობა, რომ მარინა ვასილევა-ხარაბაძის სარჩელზე სამოქალაქო პალატამ გამოიტანა განჩინება _ 2011 წლის 28 ნოემბერს.

2010 წლის 17 მაისიდან _ 2011 წლის 28 ნოემბრამდე გასულია 18 (თვრამეტ) თვეზე მეტი, მაშინ, როდესაც 6 (ექვსი) თვე საერთო ვადაა და იმპერატიული ნორმაა.

2011 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით, 13:00 საათზე, ბატონ ვასილ როინიშვილის რეფერენტი, ქალბატონი რუსუდან გელაშვილი დაუკავშირდა მერაბ სიორიძის წარმომადგენელს მობილურით და გააცნო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი იმის შესახებ, რომ ვასილევას საკასაციო საჩივარი მიიღეს წარმოებაში და “საქმის განხილვა დანიშნულია ზეპირი მოსმენის გარეშე”.

2011 წლის 1 დეკემბერს, განცხადებით უკვე მერაბ და ხათუნა სიორიძეების წარმომადგენელმა მიმართა სამოქალაქო პალატას და ითხოვა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა, ვინაიდან მხარეებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება დავის მორიგებით დასრულების შესახებ. ზეპირი განხილვის გარეშე კი, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, შეთანხმება ვერ მოხდებოდა. სიორიძის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სთხოვა საქმის განხილვა მხარეთა დასწრებით, რათა უზენაეს სასამართლოს მიეღო ყველა ზომა დავის მორიგებით დასასრულებლად.

2011 წლის 2 დეკემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ვასილ როინიშვილის რეფერენტი რუსუდან გელაშვილი კვლავ უკავშირდება მერაბ და ხათუნა სიორიძეების წარმომადგენელს და აცნობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილს ვასილევას საკასაციო საჩივრის განხილვისა და მისი ნაწილობრივი დაკმაყოფილების შესახებ.

2011 წლის 2 დეკემბერს, დახლოებით 14 საათზე, მერაბ და ხათუნა სიორიძეების წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატას და ითხოვა საქმის გაცნობა და საჭიროების შემთხვევაში, ასლების გადაღება.

იმავე დღეს, განცხადების ჩაბარების შემდეგ, მერაბ და ხათუნა სიორიძეების წარმომადგენელს რუსუდან გელაშვილმა უთხრა ასულიყვნენ მე-3 სართულზე საქმის გასაცნობად გამოყოფილ სპეციალურ (ადვოკატთა) ოთახში, სადაც საქმეს ჩაუტანდნენ და გააცნობდნენ.

იმავე დღეს, გარკვეული დროის შემდეგ, მერაბ და ხათუნა სიორიძეების წარმომადგენელს ვასილ როინიშვილის რეფერენტმა აცნობა, რომ საქმე უკვე შეკერილი და გადაგზავნილი იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა, როგორც საქმის გაცნობა, ასევე დოკუმენტების ასლების გადაღება.

თედო კობახიძე, ადვოკატი, სიორიძეების წარმომადგენელი: _ ვინაიდან არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე რეალურად არ იყო გაგზავნილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და უზენაესი სასამართლოს თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ჩვენს მოტყუებას, 2 დეკემბერს, 17 საათზე, განცხადებით მივმართე სამოქალაქო პალატის თავმჯდომარეს ბატონ ვასილ როინიშვილს და განმეორებით ვითხოვე გაეცნოთ აღნიშნული საქმე. საჭიროების შემთხვევაში, გადაეღოთ საქმის წერილობითი მასალების ასლები და მოეცათ საკასაციო წარმოებაში არსებული ელექტრონული მასალები.

ზემოაღნიშნული განცხადების ჩაბარების შემდეგ, დავუკავშირდი ვასილ როინიშვილის რეფერენტს _ რუსუდან გელაშვილს, რომელმაც მაუწყა, რომ მას არ ჰქონდა საქმე და შესაბამისად, ვერ გამაცნობდა.

ასევე, განცხადებებით მივმართე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის სამდივნოს უფროსს, ბატონ გიორგი გეგელიას და ვითხოვე, ეცნობებინათ ზემოაღნიშნული საქმის სამოქალაქო პალატის სამდივნოს კანცელარიიდან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო განყოფილებისათვის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში აღნიშნული საქმის გაგზავნის მიზნით ჩაბარების თარიღი და ნომერი..

თედო კობახიძემ იგივე განცხადებით მიმართა საერთო განყოფილების უფროსს, გოჩა დიდავას და სთხოვა დადებითი პასუხის შემთხვევაში, ეცნობებინათ საქმის ჩაბარების თარიღი და ნომერი. ასევე საერთო განყოფილებიდან აღნიშნული საქმის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაგზავნის თარიღი, ნომერი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

თედო კობახიძე: _ ზემოაღნიშნულის შემდეგ, სააგენტო “პირველიდან” გახორციელდა ზარი სამოქალაქო პალატაში, სადაც ჟურნალისტს _ ქალბატონ დიანა მუსელიანს განუცხადეს, რომ “შპს კრონას” დირექტორის, მარინა ვასილევა-ხარაბაძის საქმე ჯერ კიდევ არ ყოფილა გაგზავნილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში…

2011 წლის 7 დეკემბერს კი, სიორიძის მხარეს ოფიციალურად ჩაბარდა გიორგი გეგელიას #ა-4333-11 წერილი, რომ სამოქალაქო საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში არ ყოფილა გადაგზავნილი.

ამის შემდეგ, დაუყოვნებლივ გახორციელდა ვასილ როინიშვილის თანაშემწის _ ხათუნა ჯინორიას სატელეფონო ზარი სიორიძეების წარმომადგენელთან, რომ საქმე, თურმე, უზენაეს სასამართლოში იყო და არ ყოფილა გაგზავნილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. მაგრამ, მხარეს საქმე მაინც არ გააცნეს იმ მოტივით, რომ უკვე სამუშაო საათები იწურებოდა!

თედო კობახიძე: _ მქონდა საფუძვლიანი ეჭვი მევარაუდა, რომ ყალბდებოდა საქმის მასალები, რისთვისაც ვასილ როინიშვილს დაჭირდა დრო, რათა გაეჭიანურებინა ჩვენთვის საქმის გაცნობის შესაძლებლობა. პარასკევის საღამო, შაბათი და კვირა დღეები იმისთვის “აიღო”, რომ შეხედულებისამებრ, გარკვეული “კორექტირება” გაკეთებულიყო საქმის ცალკეულ მასალებში. როგორც ხელმძღვანელი პირი, მისი უფლებამოსილების გამოყენებით, “იარაღად” იყენებდა მინიმუმ მის თანაშემწესა და რეფერენტს (რომ არაფერი ვთქვათ, შემადგენლობაში მყოფ მოსამართლეებზე, სამოქალაქო პალატის სამდივნოს უფროსსა თუ სხვა აპარატის თანამშრომლებზე).

2011 წლის 5 დეკემბერს, ვასილ როინიშვილის თანაშემწემ, ხათუნა ჯინორიამ, დაახლოებით, 10 საათზე ჩაუტანა საქმე სიორიძის წარმომადგენლებს სპეციალურად გამოყოფილ ოთახში. საქმის გაცნობა ადვოკატებმა სამუშაო საათების დასრულებისას, დაახლოებით, 18 საათზე დაასრულეს. ეს ის 5 დეკემბერია, როდესაც სასამართლომ ტელეკომპანია “გურიას” ვერდიქტი გამოუტანა. საინტერესოა, როგორ მოახერხეს ეს, როდესაც საქმე მთელი დღის განმავლობაში ადვოკატებს ჰქონდათ?!! როგორ მოახერხეს საქმეზე მსჯელობა საქმის გარეშე?!

2011 წლის 8 დეკემბერს სიორიძეების წარმომადგენელს ჩაბარდა 5 დეკემბრის რიცხვით დათარიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად იქნა დაკმაყოფილებული მარინა ვასილევას მოთხოვნა.

იმავე დღეს თედო კობახიძეს ჩაბარდა გიორგი გეგელიას 2011 წლის 6 დეკემბრით დათარიღებული წერილი, სადაც სამოქალაქო საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსი ადასტურებდა, რომ 2011 წლის 2 დეკემბერს მართლაც ეცნობა სიორიძის მხარეს 28 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი. თუმცა, იქვე მიუთითებდა, რომ მოხდა შეცდომა და აღნიშნული განჩინება იყო ხელმოუწერელი (პროექტი).

ჩვენ მიერ ჩამოთვლილი ფაქტები არ არის სრული ნუსხა იმ დარღვევებისა, რაც ტელეკომპანია “გურიას” საქმესთან დაკავშირებით უზენაეს სასამართლოში ხდებოდა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ღვიძელი” და “შობის ღამე” გურიაში

21:47; 3 იანვარი, 2026
საზოგადოება

მარში მზიას თავისუფლებისთვის

21:02; 3 იანვარი, 2026
საზოგადოება

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

15:54; 3 იანვარი, 2026
საზოგადოება

საახალწლო სტატისტიკა

11:53; 3 იანვარი, 2026
საზოგადოება

მოსალოდნელია ძლიერი ყინვა- გაფრთხილება ამინდის შესახებ

10:58; 3 იანვარი, 2026

ანტონ ხუნდაძე საკუთარ მძღოლს პრემიას წელიწადში ორჯერ აძლევს

"ილეკრო" 10 წლისაა

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ღვიძელი” და “შობის ღამე” გურიაში

21:47; 3.01.2026
საზოგადოება

მარში მზიას თავისუფლებისთვის

21:02; 3.01.2026
მსოფლიო

ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

19:42; 3.01.2026
სამართალი

“სასამართლომ ორივე ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”

17:58; 3.01.2026
მსოფლიო

რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

16:30; 3.01.2026
მსოფლიო

მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

16:18; 3.01.2026
ფინანსები

პაატა კუნჭულია: „მთავარია, რომ არის მშვიდობა“

15:54; 3.01.2026
საზოგადოება

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

15:54; 3.01.2026
სამართალი

საქართველოდან გააძევეს პირი, რომელმაც გმირთა მოედნის მიმდებარედ აკუსტიკური იარაღიდან ისროლა

12:21; 3.01.2026
საზოგადოება

საახალწლო სტატისტიკა

11:53; 3.01.2026
საზოგადოება

მოსალოდნელია ძლიერი ყინვა- გაფრთხილება ამინდის შესახებ

10:58; 3.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

9:43; 3.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – ვიდეო ადგილიდან

9:34; 3.01.2026
ზაფრანი

როგორ გავატაროთ ახალი წლის 12 დღე

9:26; 3.01.2026
ზაფრანი

ამერიკული საახალწლო „ტრადიცია“

9:20; 3.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო