https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ჩვენი დიდი წინაპრები _ იაკობ მარი

9:04; 27.04.2015
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

იაკობ პატრიკის ძე მარი ეკუთვნის უცხოელ მოღვაწეთა იმ პლეადას, რომლებიც მთელი თავიანთი ცოდნითა და ენერგიით პატიოსნად შრომობდნენ ჩვენი ერის საკეთილდღეოდ. მარჯორი უორდროპის, არტურ ლაისტისა და სხვათა მსგავსად, რომელთაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ქართული კულტურის განვითარების საქმეში, იაკობ მარმაც გარკვეული ამაგი დასდო ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს, ხოლო მისი ვაჟი _ ნიკო იაკობის ძე მარი ცნობილი ენათმეცნიერი და საზოგადო მოღვაწე იყო.

იაკობ მარი დაიბადა 1793 წელს, შოტლანდიაში, სოფელ ლუიჟეში. იქვე გაატარა ბავშვობა და მიიღო პირველდაწყებითი განათლება. ლონდონში სწავლისას ის დაუახლოვდა იმ დროს ინგლისში მცხოვრებ მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვს (შემდეგში მეფის ნაცვალს კავკასიაში) და მასთან ერთად დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი.

უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, იაკობი ესპანეთში ჩავიდა და კომერციას მოკიდა ხელი. იქვე ცოლად შეირთო ესპანელი ქალი ფაქუნდა ანტონიო. სულ მალე იაკობ მარი თავისი ცოლ-შვილით ოდესაში ჩავიდა. ის იქ მსახურობდა ინგლისის სავაჭრო სახლში "ატუდა". "ატუდა" ვაჭრობდა საქართველოშიც და თავისი ბაზები ჰქონდა რედუტკალესა და თბილისში. რუსეთში რამდენიმე წლის ცხოვრების შემდეგ, იაკობი საქართველოში ჩამოვიდა.

იაკობ მარი თავისი ოჯახით პირველად თბილისს ესტუმრა და კომერციულ საქმიანობას განაგრძობდა. თბილისელმა არაქართველმა ვაჭრებმა მარის წინააღმდეგ აამხედრეს ქალაქის ხელისუფლება და დაუწყეს შევიწროვება. ეს მოხდა მე-19 საუკუნის 20-იან წლებში, როცა დასავლეთ საქართველო ჯერ კიდევ არ ემორჩილებოდა მთლიანად მეფის ხელისუფლებას. მაგალითად გურია, მთლიანად თუ არა ნაწილი მაინც, მამია გურიელის განკარგულებაში იყო. სწორედ ამ პერიოდში მარი გურიელმა მიიწვია თავის მამულებში, რადგან იმ დროისთვის ჩვენში იშვიათად მოიპოვებოდა სწავლული აგრონომი და მეურნეობის კარგი მცოდნე. იაკობს მამია გურიელმა ოზურგეთის ბაღის მოწყობა სთხოვა. შრომისმოყვარე შოტლანდიელმა ამ საქმეს გულმოდგინებით მოკიდა ხელი და ოზურგეთში (გურიელის მიწაზე) ბაღი გააშენა.

იაკობ მარმა მამია გურიელს სთხოვა მიეცა მისთვის დასამუშავებლად მიწა, სადაც მოაწყობდა სანერგესა და საცდელ ნაკვეთს. პასუხად გურიელმა მარს ოზურგეთის მაზრაში, ლანჩხუთის ახლოს, მისცა სამოსახლო და დასამუშავებელი ადგილ-მამული 15 ყმა ოჯახით. იაკობ მარმა ყმებზე უარი განაცხადა. ამის შესახებ 1874 წელს გაზეთი "დროება" იაკობ მარის გარდაცვალების ნეკროლოგში წერდა: "მარი საქებად მოიქცა: იმას მთავარმა მამიამ შეაძლია რამდენიმე კომლი კაცი კუთვნილი მამულებით, მაგრამ, როგორც პატიოსანმა და სინდისგაწმენდილმა კაცმა, დამშვიდებით უარყო და უპასუხა: "მე სინდისი და მთელი ჭკუა ნებას არ მაძლევს, რომ ჩემისთანა კაცები მე მონებად მყავდესო" (გაზეთი "დროება", 1874, N 421).

იაკობ მარმა დაიწყო გურიელისაგან ნაბოძები მამულის შესწავლა და საკუთარი მეურნეობის მოწყობა. მისი აზრით, ლანჩხუთის მიდამოები გამოუსადეგარი იქნებოდა ვენახისა და ხეხილის გასაშენებლად. ის ისევ გამოეცხადა გურიელს და გააცნო მას თავისი მოსაზრება. გურიელმა მითითება მისცა თავად ერისთავს გამოეყო შოტლანდიელისათვის ის ადგილები, რომელსაც მარი აირჩევდა მეურნეობის მოსაწყობად. იაკობმა დატოვა თავისი კარმიდამო ლანჩხუთში და ჩოხატაურის რაიონში, სოფელ დაბლაციხეში, მდინარე სუფისი ნაპირას დასახლდა. აქ მარმა მოაწყო შესანიშნავი მეურნეობა. მან უცხოეთიდან გამოიწერა ისეთი მცენარეები, რომლებიც მანამდე აქ არ ხარობდა. მან ამავე დროს ხელი მოჰკიდა გურიაში არსებული ჯიშების გაუმჯობესების საქმეს. უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში მან დიდი მუშაობა ჩაატარა: საზღვარგარეთიდან სისტემატურად შემოჰქონდა სოფლის მეურნეობის გაუმჯობესებული მანქანა-იარაღები; აწარმოებდა ცდებს სპეციალურ ნაკვეთზე. პირველი ცდა სპარსეთიდან შემოტანილ ბამბაზე დააყენა. ცდამ კარგი შედეგი გამოიღო _ ბამბა მშვენივრად შეეგუა ადგილობრივ პირობებს.

ცდების ჩასატარებლად, თამბაქოს სანერგის მოსაწყობად, მიწის სამუშაოების შესასრულებლად, აგრეთვე ტრანსპორტისა და თესლისათვის, რომელიც სპარსეთიდან შემოჰქონდა, მარმა მთავრობისაგან ისესხა ორი ათასი მანეთი. ამის შესახებ ერთ-ერთი საარქივო დოკუმენტიდან ვგებულობთ, რომ მარს მთავრობამ სესხად მისცა 2 000 მანეთი. ამ თანხით მას უნდა გაეფართოებინა თავისი მეურნეობა გურიაში, გაეშენებინა იქ თამბაქოს პლანტაციები და სხვა კულტურები. აღნიშნული თანხა მარს ნაწილ-ნაწილ უნდა გადაეხადა სამი წლის განმავლობაში. მარი, როგორც სოფლის მეურნეობის თვალსაჩინო მოღვაწე, ამავე დროს მუშაობდა მევენახეობისა და მეღვინეობის გაუმჯობესებისათვის. ამიტომ, იაკობ მარს მოუთხოვია, რომ მასზე გაცემული თანხის დაფარვის ვადა მთავრობას სხვა დროისთვის გადაედო. მას უნდოდა ეს თანხა გამოეყენებინა დასავლეთ საქართველოს მევენახეობის გაუმჯობესებისათვის, რადგან გავრცელებული იყო ვაზის ავადმყოფობა და მევენახეობა არასახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებოდა (ЦГИА, финансовый департамент/1860, ფონდი #10, საქმე #1130, ფურც. 2.).

იაკობმა ყირიმიდან შემოიტანა და თავის მამულში დათესა ინდიგოს თესლი. მან რამდენიმე ცდა დააყენა ვაზზე, რომელიც ყირიმიდან ჰქონდა გამოწერილი. მას უნდოდა შეექმნა ვაზის მუდმივი სანერგე საფრანგეთის ყაიდაზე. სამი წლის მანძილზე გამოიყვანა ვაზის ახალი ჯიშები, რომლებიც კარგად განვითარდა.

1841 წელს მარი თავის მეურნეობაში აყენებდა 400 ვედრო საუკეთესო ხარისხის ღვინოს: "მარს წელიწადში მოჰყავს და ქუთაისში ყიდის 2000-2500 ფრანკი ღირებულების ღვინოს" (რ. დიუბუა, კავკასიაში მოგზაურობა, ტ.111. 1839, გვ.115 (ფრანგულ ენაზე)).

1841 წელს იაკობი დროებით ტოვებს თავის კარმიდამოს და ოჯახით ქუთაისში გადადის საცხოვრებლად. მაგრამ სოფელ დაბლაციხესთან და თავის მეურნეობასთან მას კავშირი არ გაუწყვეტია. დაბლაციხეში დარჩა მისი ვაჟიშვილი ივანე.

ქუთაისში მარმა თან წაიყვანა რამდენიმე კაცი (კოტრიკაძე, შარაშიძეები, ჟღენტი და სხვა), რომლებსაც სოფლის მეურნეობის საქმე შეასწავლა. იაკობ მარის ინიციატივით, ქუთაისის ახლოს სოფელ "ჭომაში" კარგი მეურნეობა მოაწყო. მეურნეობას შემდეგში "ფერმა" ეწოდა. ძვირფასი მცენარეების გარდა, მარმა ხელი მოჰკიდა მესაქონლეობას, ჯიშიანი საქონლისა და ფრინველის მოვლა-მოშენებას. მისივე ინიციატივით მოეწყო სასოფლო-სამეურნეო სკოლა საცდელი ნაკვეთითა და სანერგეებით.

მართან ჩამოდიოდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის მცხოვრებლები სოფლის მეურნეობის შესასწავლად. მარს ხშირად იწვევდნენ საკონსულტაციოდ საუფლისწულო მამულებსა და სხვადასხვა მეურნეობებში.

იაკობ მარის ხელმძღვანელობით მოეწყო ქუთაისის ბულვარის ბაღი. მთავარმართებელ ვორონცოვის თხოვნით, მარმა ოზურგეთში, სოხუმში, ფოთსა და ზუგდიდში ბაღ-ვენახები გააშენა, რისთვისაც წელიწადში ექვსასი მანეთი ჰქონდა დანიშნული. ამის ნათელსაყოფად ჩვენ აქ მოვიტანთ ერთ დოკუმენტს:

"Признавая полезным, _ წერს მთავარმართებელი იაკობ მარს , – чтобы все сады и питомники в имеретии и по соседству – находились в главном заведывании одного сведушего и опитнего лица, поручаю Вам инспекцию образцовых сельско – хозяйственных заведений и плантаций, как ныне сушествуюших, так и вновь учреждаемых в вышеозначенных местностях.

В надежде, что при исполнении возлагаемого мною на Вас поручения, вы окажете помошь разведении, умножении и улучшении всягкого рода растений: садовых, кормовых, древесных, плодовых, огородных, мануфактурных, красильных и проч. свойственных климату и почве земли помянутой полосы, предлагаю Вам следушее: ныне существующий казенный сад в Кутаиси достаточен для первоначальных опытов разведения растений , тем более, что в случае избытка виноградных растений, не могущих вместиться на пространстве, занимаемом под садом, разрешаю Вам таковыя растения развивать соседним владельцам.

Так как для успешного разведения растений первым условием есть обилие в воде, то осмотрите находящийся в Кутаисском саду колодезь и донесите мне какими расходами можно будет привести его в надлежащее устройство.

Пользуясь предложением Вашим при предполагаемой Вам поездке весною в Трапизонд приобрести там растения без всякого денежного Вам вознаграждения на путевыя издержки и покупку их растений, несколько покорно прошу Вас приобрести нескодьло сотень оливковых деревьев и розовых лавров. На первозку же етих растений морем и потом сухим путём до Кутаиса отпущено будет, в ведение Ваше примерно 200р. сереб…" (ЦГИА Канц. и грузино- имеретинского-граждаиского губернатора, 1846, ფონდი #16, ფურც. 2.).

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იაკობ მარის მუშაობაში იმ ცდებს, რომლებსაც ის სუბტროპიკული კულტურების განვითარებისა და გავრცელების საქმეში აწარმოებდა. ამ კულტურებს იგი იწერდა საზღვარგარეთიდან. იაკობ მარი იყო საქართველოში ჩაის კულტურის გავრცელების პიონერი და ინიციატორი. ამ საქმეში მისი ღვაწლი განუზომელია.

თავადმა ვორონცოვმა მარს მიანდო მამია გურიელის ბაღის მმართველობა. ეს ბაღი თვითონ მარმა დააგირავა და გურიელის სიკვდილის შემდეგ, ხაზინას გადაეცა. მარმა ბაღი ევროპისა და აზიის სხვადასხვა კუთხიდან გამოწერილი კულტურების საცდელ ნაკვეთად გადააქცია. მათ შორის იყო როგორც ფორთოხლისა და ლიმონის ხეები, ისე ჩაის ბუჩქები, რომელთა რაოდენობა მაშინ 200-მდე აღწევდა.

ყირიმის კამპანიის დამთავრების შემდეგ, ოზურგეთის ბაღში, ხილისა და ლიმონის რამდენიმე ხის გარდა, მხოლოდ 25 ჩაის ბუჩქი აღმოჩნდა. მარის რჩევით ჩაის ბუჩქები მიხეილ ერისთავის მამულში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ გორაბერეჟოულში გადაიტანეს. ერისთავის სიცოცხლეში ბუჩქები მშვენივრად იზრდებოდა, თუმცა მისგან დამზადებული ჩაი არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული ღირსებით, რადგან მოსახლეობას არ ჰქონდა ცოდნა და გამოცდილება ჩაის დამზადების საქმეში. შემდეგში აღნიშნული ჩაის ბუჩქები, მარის მიერ გამოყვანილი ხეხილის ხეებთან ერთად, უყურადღებობის გამო დაიღუპა. გადარჩა მხოლოდ რამდენიმე ბუჩქი, რომელთაც თავიანთი სიცოცხლისუანარიანობით დაამტკიცეს აქაური კლიმატის ვარგისიანობა ჩაის ბუჩქის გაშენებისათვის (გაზეთი "კავკაზ" 25.10.1879, გვ. 2.).

აღსანიშნავია, რომ იაკობ მარს მჭიდრო კავშირი ჰქონდა გლეხობასთან: ასწავლიდა მათ მიწის კულტურულად დამუშავებას; ზრუნავდა მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის და წერდა მოხსენებით ბარათებს მაშინდელ ხელისუფალთა მისამართით. ამ მოხსენებებში მარი ასაბუთებდა, რომ გურული გლეხი განიცდის მიწის ნაკლებობას, არ იცის მიწის გაპოხიერება და ამიტომ იძულებულია მიატოვოს გამოფიტული მიწა და სამუშაო სხვაგან ეძიოს. მარი მოითხოვდა, რომ მთავრობას გამოენახა რაიმე ღონისძიება გლეხთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სასოფლო–სამეურნეო კულტურების მოსავლის გასადიდებლად. "გურიის მიწების უმეტესობა მხოლოდ საშუალო ნაყოფიერებისაა, გარდა შლამიანი მიწებისა მდინარეთა ნაპირებზე, დანარჩენს გაპატიება სჭირია. მაგრამ გლეხს თითქმის არა აქვს რა, რომ რითიმე გააპოხიეროს მიწა. არ მოეპოვება მას თითქმის არავითარი სამიწათმოქმედო ცოდნა და არ იცის, რანაირი საშუალება იხმაროს მიწის გასაპატიებლად. ამიტომ სხვა არ დარჩენია რა, რომ მიატოვოს გამოფიტული მიწა. ეს გამოფიტვა კი ჩვეულებრივად სამი წლის თესვის შემდეგ ხდება", _ წერდა მთავრობას იაკობ მარი (ცენტრალური სახელმწიფო ისტორიული არქივი, ქუტაისის გუბერნიის გლეხთა მოწყობის საქმე, ფონდი #10, ფურც.23, 1860.).

იაკობმა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში მიაღებინა იმერელ და გურულ გლეხთა შვილები , რომლებიც შემდეგში ცნობილი მეურნენი გახდნენ.

იაკობ პატრიკის ძე მარი საზღვარგარეთიდან მიღებულ სამეურნეო მანქანა–იარაღებს, სუბტროპიკულ და სხვა მცენარეთა თესლეულს აწვდიდა მოსახლეობას, აწყობდა სანერგეებს, გამოყვანილ ჯიშებს ავრცელებდა გლეხობაში. თვითონვე ასწავლიდა და კონსულტაციას უწევდა გლეხობას.

პირველი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, იაკობ მარმა ცოლად შეირთო აღათი შარაშიძე-მაღულარია.

1865 წელს 4 ივნისს, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში, იაკობ მარის მიერ აშენებულ სახლში, დაიბადა ნიკო მარი.

იაკობი ყოველთვის ზრუნავდა შვილის მომავალზე. 1870 წელს ამიერკავკასიის მეფის ნაცვალს იაკობ მარმა სთხოვა ერთ-ერთ სკოლაში სახელმწიფოს ხარჯზე მიეღოთ მისი შვილი. პირველად უარი უთხრეს, მაგრამ შემდეგ მეფისნაცვლის განკარგულებით, ნიკო იაკობის ძე მარი ქუთაისის გიმნაზიაში ჩარიცხეს სახელმწიფოს ხარჯზე.

იაკობ მარი გარდაიცვალა 1874 წელს. სოფელ ციხის მცხოვრებთა დაჟინებითი მოთხოვნით, მარი ბუკისციხეს გადაასვენეს და ეკლესის გალავანში გარდაცვლილი პირველი მეუღლის ფაქუნდა ანტონიოს გვერდით დაკრძალეს.

იაკობ მარი გულწრფელად დაიტირა მოწინავე ქართველმა საზოგადოებამ. გაზეთი "დროება" წერდა: "მთელს გურიაში მარი ძლიერ პატივცემული იყო და ყველა პატიოსან და სასარგებლო კაცად იცნობდა. ის ცდილობდა, რომ ყოველგვარი ჩვენთვის სასარგებლო სხვა ქვეყნის მცენარე გაეშენებინა ჩვენში… საზოგადოდ ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ეს კაცი" (გაზეთი "დროება", 1874 წელი, #421.)

ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სკოლა, რომელიც იაკობ მარის მონაწილეობით იქნა დაარსებული და რომელსაც იაკობი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა, შემდეგში გადაკეთდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმად, უფრო გვიან კი _ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტად.

დასაფასებელია ამ უცხოელი, პატიოსანი და მუყაითი კაცის ღვაწლი საქართველოს წინაშე, რომელიც მის ნამდვილ სამშობლოდ იქცა.

p.s. საქართველოში მცხოვრები ყველა მარი იაკობ პატრიკის ძე მარის შთამომავალია.

ამონარიდი წიგნიდან  "ქართველი აგრონომები"  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1962 წ

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

რამდენ ლარიანი ტენდერი გამოაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ სამი ობიექტის დასაცავად

13:43; 25 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

დღეს ოზურგეთში ნაძვის ხის ანთების ცერემონია გაიმართება

13:31; 25 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის შეწყვეტას სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე უმძიმესი ეფექტი ექნება”

12:34; 25 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“მეორადი ავტომობილების ნაწილები გაძვირდება” – ახალი ვალდებულება ავტოიმპორტიორებისთვის

11:53; 25 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი დღეს მაცხოვრის შობას დღესასწაულობს

11:15; 25 დეკემბერი, 2025

თერჯოლაში ყაჩაღობა მოხდა

მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ შესაძლოა, საბერძნეთის სასამართლო კორუფციისგან თავისუფალი არ იყოს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“გავასაჩივრებთ სასამართლოში”- სახალხო დამცველი

13:59; 25.12.2025
საზოგადოება

რამდენ ლარიანი ტენდერი გამოაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ სამი ობიექტის დასაცავად

13:43; 25.12.2025
საზოგადოება

დღეს ოზურგეთში ნაძვის ხის ანთების ცერემონია გაიმართება

13:31; 25.12.2025
სამართალი

ერთმანეთს ავტობუსი და მიკროავტობუსი დაეჯახა

12:55; 25.12.2025
საზოგადოება

“საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის შეწყვეტას სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე უმძიმესი ეფექტი ექნება”

12:34; 25.12.2025
ფინანსები

სიახლეები საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში

12:00; 25.12.2025
საზოგადოება

“მეორადი ავტომობილების ნაწილები გაძვირდება” – ახალი ვალდებულება ავტოიმპორტიორებისთვის

11:53; 25.12.2025
საზოგადოება

კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი დღეს მაცხოვრის შობას დღესასწაულობს

11:15; 25.12.2025
ფინანსები

Spotlight-ზე საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინუცა ოქროპირიძემ ბრენდის კომუნიკაციის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა

11:09; 25.12.2025
სამართალი

პოლიციამ 153 შეკვრა “მეთადონი” ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

11:04; 25.12.2025
სამართალი

პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

10:59; 25.12.2025
საზოგადოება

ოზურგეთში ცნობილი ექიმი ლეო თოიძე გარდაიცვალა

10:52; 25.12.2025
საზოგადოება

საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს

10:40; 25.12.2025
საზოგადოება

საქართველოს რკინიგზამ მოდერნიზაციის პროექტი დაასრულა

10:23; 25.12.2025
საზოგადოება

მონაზონი თეკლა (კუბლაშვილი) დამნაშავედ იქნას ცნობილი არაერთ მძიმე დანაშაულში” – მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიამ მონაზონი თეკლა სამონაზვნო დასიდან განკვეთა

10:15; 25.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო